დანაშაული ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 21:22-23
თუ სასიკვდილო ცოდვას ჩაიდენს კაცი, მოკლავენ მას და ჩამოკიდებენ ხეზე. არ უნდა გაათევინო მის გვამს ძელზე, არამედ იმავე დღეს დამარხე იგი; რადგან ღმერთის მიერ არის დაწყევლილი ძელზე ჩამოკიდებული. ნუ შებილწავ მიწას, რომელსაც გაძლევს დასამკვიდრებლად უფალი, შენი ღმერთი.

გამოსვლა 22:1-5
თუ ვინმე ხარს ან კრავს მოიპარავს და დაკლავს ან გაყიდის, მაშინ ხუთი ხარი გადაიხადოს ხარის წილ და ოთხი კრავი – კრავის წილ. თუ ქურდს ხვრელის თხრისას დაიჭერენ და ისე სცემენ, რომ მოკვდება, მისი სისხლი ბრალად არავის დაედება. მაგრამ თუ მზისით მოხდება ეს ამბავი, მაშინ მისი სისხლი ბრალად დაედება; ქურდმა უნდა ზღოს. თუ არაფერი გააჩნია, მაშინ ქურდობის გამო გაყიდონ. თუ ნაქურდალი ცოცხლად აღმოაჩნდება ხელში: ხარი იქნება ეს, სახედარი თუ კრავი, ორმაგად ზღოს. თუ ვინმეს მიზეზით მდელო ან ვენახი მოისპობა, გაუშვებს კაცი თავის საქონელს და მოაძოვინებს სხვის მდელოს, მაშინ თავის საუკეთესო მდელოსა და ვენახისგან უნდა ზღოს.

ეფესელთა 4:30
ნუ დაანაღვლიანებთ ღვთის წმიდა სულს, რომლითაც დაიბეჭდეთ თქვენი გამოსყიდვის დღისთვის.

ეზეკიელი 22:11
ზოგი თავისი მოყვასის ცოლთან სჩადიოდა სისაძაგლეს, ზოგი თავის რძალს ბილწავდა გარყვნილებით და ზოგიც – თავის დას, თავისი მამის შვილს ხდიდა ნამუსს.

გამოსვლა 22:16-17
თუ ვინმე დაუნიშნავ ქალწულს აცდუნებს და დაწვება მასთან, მაშინ ურვადი უნდა გადაიხადოს, რათა ცოლად შეირთოს. თუ მამა ქალის მითხოვებას არ ინებებს, მაშინ მაცდუნებელმა ქალწულობის ურვადი გადაიხადოს.

ლევიანნი 16:6-23
შეწიროს აჰარონმა მოზვერი ცოდვისთვის და გამოისყიდოს თავის თავი და თავისი სახლეული. აიყვანოს ორი ვაცი და დააყენოს უფლის წინაშე საკრებულო კარვის შესასვლელთან; წილი ჰყაროს აჰარონმა ორივე ვაცზე: ერთი წილი უფლისთვის, მეორე – განტევებისთვის. მიჰგვაროს აჰარონმა უფალს მისი წილხვდომილი ვაცი და შესწიროს ცოდვის მსხვერპლად. ხოლო ვაცი, რომელსაც განტევება ხვდა წილად, ცოცხლად დააყენოს უფლის წინაშე, რათა გამოისყიდოს იგი და გაუშვას უდაბნოში განსატევებლად. წარადგინოს აჰარონმა მოზვერი თავისი ცოდვის მსხვერპლად და გამოისყიდოს თავის თავი და თავისი სახლეული და დაკლას მისთვის განკუთვნილი მოზვერი ცოდვის მსხვერპლად. აიღოს სამსხვერპლოდან, რომელიც უფლის წინაშეა, ნაკვერცხლებით სავსე საცეცხლური და წმიდა, დაფხვნილი, კეთილსურნელოვანი საკმევლით სავსე პეშვი და შეიტანოს კრეტსაბმელის მიღმა; ცეცხლზე დადოს საკმეველი უფლის წინაშე და დაფაროს საკმევლის კვამლმა სარქველი, რომელიც მოწმობაზეა, რათა არ მოკვდეს; აიღოს მოზვერის სისხლი და მოასხუროს თითით სარქვლის ზედაპირს აღმოსავლეთ მხარეს, სარქვლის წინ კი შვიდჯერ მოასხუროს თითით სისხლი. დაკლას ვაცი ცოდვის მსხვერპლისა, რომელიც ხალხისთვისაა და შეიტანოს მისი სისხლი კრეტსაბმელის მიღმა და გააკეთოს მისი სისხლით იგივე, რაც მოზვერის სისხლით გააკეთა და ასხუროს სარქველს და სარქვლის წინ. გამოისყიდოს საწმიდრისთვის ისრაელიანების უწმიდურება, მათი ურჩობა და ყოველი ცოდვა, ასევე მოიქცეს საკრებულო კარვისთვის, რომელიც მკვიდრობს მათთან, მათ უწმიდურობათა შორის. არავინ იყოს საკრებულო კარავში, როცა ის გამოსყიდვისთვის შედის წმიდაში, მის გამოსვლამდე. სანამ არ გამოისყიდის თავის თავს, თავის სახლეულს და ისრაელის მთელ კრებულს. გამოვა სამსხვერპლოსთან, რომელიც უფლის წინაშეა და აღასრულებს გამოსყიდვას. აიღებს მოზვერისა და ვაცის სისხლს და სცხებს ირგვლივ სამსხვერპლოს რქებს. შვიდჯერ მოასხურებს მასზე სისხლს თითით და გაასუფთავებს და განწმედს მას ისრაელიანთა უწმიდურობისგან. და როცა დაასრულებს წმიდის, საკრებულო კარვისა და სამსხვერპლოს გამოსყიდვას, მაშინ მიჰგვრის ცოცხალ ვაცს. დაადებს აჰარონი ორივე ხელს ცოცხალ ვაცს თავზე, აღიარებს ისრაელიანთა ყოველ უკანონობას, ურჩობას, ცოდვას, ვაცს დააკისრებს მათ და წარგზავნის შესაფერი კაცის ხელით უდაბნოში. იტვირთავს ვაცი ყველა მათ ცოდვას, წაიღებს უდაბურ ქვეყანაში; და გაუშვებს კაცი თხას უდაბნოში. შევა აჰარონი საკრებულო კარავში, გაიხდის სელის სამოსელს, რომლითაც შეიმოსა წმიდაში შესვლისას და იქ დატოვებს.

2 მეფეთა 3:8
დიდად განრისხდა აბნერი იშბოშეთის ნათქვამზე; უთხრა: „ძაღლის თავი ხომ არ ვარ იუდაში? დღემდე ერთგული ვარ მამაშენის, საულის სახლის, მისი ძმებისა და მეგობრების მიმართ, არ ჩამიგდიხარ დავითის ხელში. და ახლა ამ ქალზე მდებ ბრალს?

1 კორინთელთა 6:9-10
განა არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სამეფოს? თავი არ მოიტყუოთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც დადედლებულნი, ვერც მამათმავალნი, ვერც ქურდნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სამეფოს.

1 მეფეთა 13:4
და მოისმინა მთელმა ისრაელმა: „გაანადგურა საულმა ფილისტიმელთა საგუშაგო რაზმი და შეიძულა ისრაელი ფილისტიმმა”. და შეიკრიბა ხალხი, რომ საულს გაჰყოლოდა გილგალში.

1 ნეშტთა 19:6
დაინახეს ყამონის შვილებმა, რომ სიმყრალესავით გახდნენ დავითისთვის და გაგზავნეს ხანუნმა და ყამონის შვილებმა ათასი ტალანტი ვერცხლი ეტლებისა და მხედრების დასაქირავებლად შუამდინარეთიდან, მაყაქას არამიდან და ცობადან.

იერემია 24:9
საფრთხობელად და ბოროტებად გავხდი მათ დედამიწის ყველა სამეფოსთვის, სამარცხვინოდ და საიგავოდ, დასაცინად და წყევლად ყველა იმ ადგილზე, სადაც გავფანტავ.

2 მეფეთა 16:21
უთხრა ახითოფელმა აბესალომს: „შედი მამაშენის ხარჭებთან, რომლებიც სასახლის მისახედად დატოვა და მიხვდება მთელი ისრაელი, რომ მოძულებული ჰყავხარ მამაშენს; განუმტკიცდება ხელი ყველა შენთან მყოფს”.

დაბადება 40:1
ამ ამბების შემდეგ იყო, რომ შესცოდეს თავიანთ ბატონს ეგვიპტის ფარაონის მწდემ და მეპურემ.

იობი 19:17
აჰა, ვღაღადებ: ძალადობაა! და არავინ მპასუხობს, შველას ვითხოვ და არაა სამართალი.

იგავნი 17:9
დანაშაულის დამვიწყებელი სიყვარულს ეძებს, ხოლო დანაშაულის შემხსენებელი ახლობლებს აშორებს.

იგავნი 18:19
განაწყენებული ძმა გამაგრებულ ქალაქზე მიუდგომელია და უთანხმოებანი ციხე-სიმაგრის ურდულებს ჰგავს.

იობი 7:21
რად არ მომიტევებ შეცოდებას და არ განმაშორებ ჩემს დანაშაულს? რადგან, ცოტაც და დავწვები მტვერში, ძებნას დამიწყებ და აღარ ვიქნები!”

იობი 13:23
რა უმართლობა მაქვს და რამდენი ცოდვა? მაუწყე ჩემი ურჩობა და ცოდვა!

ფსალმუნები 58:3
აჰა, ჩაუსაფრდნენ ჩემს სიცოცხლეს; აღდგნენ ჩემზე ძლიერნი, თუმცა არც დანაშაული მიმიძღვის და არც შეცოდება, უფალო.

ესაია 43:24
არც ლერწმის სურნელებანი გიყიდია ფულით და არც შენი მსხვერპლების ქონით მანებივრებდი, თუმცა შენი ცოდვებით მამძიმებდი და შენი ურჯულოებით მქანცავდი.

ესაია 44:22
ღრუბელივით წარვხოცე შენი დანაშაული და ნისლივით – შენი ცოდვები; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე.

ეზეკიელი 33:10
ძეო კაცისავ, უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობ-თქო: თუ ჩვენი დანაშაულნი და ჩვენი ცოდვები ჩვენზეა და მათ გამო ვდნებით, როგორღა უნდა ვიცოცხლოთო?

ეზეკიელი 39:24
მათი უწმიდურობებისა და დანაშაულებების მიხედვით მოვიქეცი და სახე დავფარე მათგან”.

1 კორინთელთა 8:9
მაგრამ გაფრთხილდით, რომ ეს თქვენი თავისუფლება დაბრკოლება არ გახდეს უძლურთათვის.

რომაელთა 14:13
ამიტომ ნუღარ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ იმსჯელეთ იმაზე, რომ შებრკოლება ან ცდუნება არ დაუდოთ ძმას.

1 მეფეთა 2:24
არ გინდათ, შვილებო, არ არის კარგი, რაც მესმის: თქვენგან ირყვნება უფლის ერი.

მალაქია 2:8
თქვენ კი გზიდან გადაუხვიეთ, მრავალი ააცდინეთ რჯულს და დაარღვიეთ ლევის აღთქმა – ამბობს ცაბაოთ უფალი.

ლევიანნი 19:14
ყრუ არ დასწყევლო და ბრმას წინ დაბრკოლება არ დაუდო, შენი ღმერთის გეშინოდეს. მე ვარ უფალი.

1 პეტრე 2:8
დაბრკოლების ლოდად და წაბორძიკების კლდედ, რაზედაც ბრკოლდებიან, რადგან ეურჩებიან სიტყვას და სწორედ ამისთვის არიან დადგენილნი.

გამოცხადება 2:14
მაგრამ ცოტა რამ მაქვს შენს საწინააღმდეგოდ, ვინაიდან არიან შენთან ისეთებიც, რომლებიც ბილყამის მოძღვრებას მისდევენ, ბალაკს რომ ასწავლა და აცდუნა ისრაელიანები, რათა კერპთშენაწირი ეჭამათ და ემეძავათ.

ფსალმუნები 138:24
ნახე, ზიანის მომტან გზაზე ხომ არ ვდგავარ და მარადიულ გზაზე წამიძეხი.