დანაშაულის რაობა ბიბლიის მუხლები

დაბადება 2:16-17
უბრძანა უფალმა ღმერთმა ადამს: „ბაღის ყოველი ხისგან შეგიძლია ჭამო, ოღონდ კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხისგან არ შეჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ სიკვდილით მოკვდები”.

დაბადება 3:1-5
ღმერთის მიერ შექმნილ ველურ ცხოველებს შორის გველი ყველაზე ცბიერი იყო. ჰკითხა გველმა ქალს: „ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთო?” უპასუხა ქალმა: „ბაღის ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა. მაგრამ შუა ბაღში რომ ხეა, მის ნაყოფზე გვითხრა ღმერთმა – არ შეჭამოთ და არც შეეხოთ, თორემ მოკვდებითო”. უთხრა გველმა ქალს: „არ მოკვდებით. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ შეჭამთ თუ არა იმ ხის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი შეიქნებით”.

გამოცხადება 12:9
და გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი, ეშმაკი და სატანა რომ ჰქვია, მთელი წუთისოფლის მაცდუნებელი; და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად.

გამოცხადება 20:1-3
და ვიხილე ზეციდან ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელში უფსკრულის გასაღები და დიდი ჯაჭვი ეჭირა. შეიპყრო გველეშაპი, ძველი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შებორკა ათასი წლით. ჩააგდო იგი უფსკრულში, ჩაკეტა და დაადო ბეჭედი, რათა აღარ აცდუნოს ერები, ვიდრე ათასი წელი არ შესრულდება. ამის შემდეგ კი მცირე ხნით გათავისუფლდება.

ფსალმუნები 47:6
ძრწოლამ შეიპყრო ისინი, მშობიარესავით იკლაკნებიან.

ესაია 13:8
შეძრწუნდებიან, ტკივილები და ტანჯვა შეიპყრობთ მშობიარესავით, გაოგნებულნი მიუტრიალდებიან ერთიმეორეს, ცეცხლის ალივით აენთებათ სახეები.

იერემია 4:31
თითქოს მშობიარე ქალის ხმა მესმა, კივილი პირველად მშობიარისა, ხმა სიონის ასულისა; სული ეხუთება, ხელებს იწვდის და ამბობს: „ვაიმე, რადგან ჩემს მოსაკლავად მოდიან!”

1 ტიმოთეს 2:14-15
ადამი კი არ მოტყუებულა, დედაკაცი მოტყუვდა და ჩაიდინა დანაშაული. თუმცაღა გადარჩება შვილების შობით, თუ ღირსებით იდგება რწმენაში, სიყვარულსა და სიწმიდეში გონიერებით.

იობი 5:7
რადგან ტანჯვისთვის იბადება ადამიანი და ნაპერწკლებივით მაღლა მიისწრაფის.

იობი 7:1
„განა ბრძოლა არაა კაცის ყო­ფა ამ მიწაზე? მოჯამაგირის დღე­ებივით არ არის მისი დღენი?

რომაელთა 8:19-22
ვინაიდან, ქმნილება მოუთმენლად მოელის ღვთის შვილთა გამოჩენას. რადგან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის მიერ იმედით, რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან, ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისთვის. ვინაიდან ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე;

ეზეკიელი 8:4
აჰა, ყოველი სული ჩემია – როგორც მამა, ისე – ძეც. ხოლო ვინც შესცოდავს – მოკვდება.

ეზეკიელი 33:8
ბოროტეულს რომ ვეტყვი, უსათუოდ მოკვდები-მეთქი, ბოროტეულო! შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი მისი გზის გამო, მოკვდება ბოროტეული თავის ურჯულოებაში; მის სისხლს კი შენ მოგკითხავ.

1 კორინთელთა 15:21-22
რადგან, როგორც კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ – მკვდრეთით აღდგომა. რადგან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში.

მეორე რჯული 29:27
და აინთო უფლის რისხვა ამ ქვეყანაზე და მოეწია მას მთელი წყევლა, რომელიც ამ წიგნშია ჩაწერილი.

4 მეფეთა 25:21
დაჰკრა მათ ბაბილონის მეფემ და დახოცა ისინი რიბლაში, ხამათის ქვეყანაში და გადაასახლა იუდა თავისი ქვეყნიდან.

მათეს 8:12
ხოლო სამეფოს ძენი გადაიყრებიან გარესკნელის სიბნელეში. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა”.

მსაჯული 9:24
რათა არ შერჩენოდათ იერუბაყალის სამოცდაათი ძის სისხლი აბიმელექს, მათ ძმას, რომელმაც დახოცა ისინი და შექემელებს, რომლებიც გვერდში ედგნენ ძმების დახოცვისას.

2 ნეშტთა 6:23
ისმინე ზეციდან, აღასრულე სამართალი და განიკითხე შენი მსახურნი, რათა თავისი ქმედებისამებრ მიაგო ბოროტს, მართალი კი გაამართლო და მისი სიმართლის მიხედვით მიუზღო.

1 თესალონიკელთა 4:6
რათა არავინ გადავიდეს ზღვარს და ანგარებით არ მიუდგეს თავის ძმას საქმეში, ვინაიდან შურისმგებელია უფალი ყოველივე ამის გამო, როგორც ადრეც გითხარით და დაგიმოწმეთ.

მიქა 4:13
აღსდექ და გალეწე, სიონის ასულო, რადგან შენს რქებს რკინად გადავაქცევ და შენს ჩლიქებს – სპილენძად. და მრავალ ხალხს დალეწავ და უფალს მიუძღვნი მათ მონახვეჭს, მათ ქონებას კი – მთელი ქვეყნიერების მბრძანებელს.

1 პეტრეს 2:13-14
დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ მმართველობას უფლის გულისთვის, იქნება ეს მეფე, როგორც უმაღლესი მმართველი, თუ გამგებლები, მისგან წარმოგზავნილები ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილისმოქმედთა საქებრად.

Advertisements