დანაშაულის წაშლა ბიბლიის მუხლები

იერემია 2:22
ნაცარტუტითაც რომ გაიხეხო, საპონიც რომ არ დაიშურო, შენი ურჯულოება მაინც ლაქად დარჩება ჩემ წინაშე!” – ამბობს უფალი ღმერთი.

იერემია 50:20
იმ დღეებში და იმ ჟამს, ამბობს უფალი, მოიძიებენ ისრაელის დანაშაულს და აღარ იქნება, იუდას ცოდვებს – და ვეღარ იპოვნიან, რადგან მე მივუტევებ, ვისაც მოვიტოვებ.

რომაელთა 8:33
ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულებს? ღმერთი გამმართლებელი.

2 მეფეთა 24:10
გული აუფორიაქდა დავითს ხალხის აღრიცხვის შემდეგ. და უთხრა დავითმა უფალს: „დიდად შეგცოდე იმით, რაც ჩავიდინე; ახლა, გემუდარები, უფალო, მიუტევე შენს მსახურს ცოდვა, რადგან ძლიერ უგუნურად მოვიქეცი”.

ფსალმუნები 31:1-5
ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისი ცოდვებიც დაიფარა. ნეტარია კაცი, ვისაც არ ჩაუთვლის ცოდვას უფალი და ვის სულშიც არ არის სიცრუე. როდესაც ვდუმდი ჩემს ცოდვაზე, ძვლები გამიცვითა ყოველდღიურმა გოდებამ. რადგან დღისით და ღამით მძიმდებოდა შენი ხელი ჩემზე, ზაფხულის გვალვამ შეცვალა სინედლე ჩემი. ცოდვა ჩემი ვაღიარე და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. ვთქვი: ვაღიარებ ჩემს ცოდვებს უფლის წინაშე და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა.

ესაია 6:1-8
მეფე ყუზიას სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, დიდებულ და აღზევებულ ტახტზე მჯდარი და მისი სამოსლის კალთები ავსებდა ტაძარს. სერაფიმნი იდგნენ მის ზემოთ: თითოეულს ექვსი ფრთა ჰქონდა, ორით სახეს იფარავდნენ, ორით – ფეხებს და ორით დაფრინავდნენ. გასძახოდნენ ერთიმეორეს და ამბობდნენ: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა ცაბაოთ უფალი! სავსეა მისი დიდებით მთელი დედამიწა!” და შეირყა წირთხლთა საძირკვლები ძახილის ხმაზე და კვამლით აივსო სახლი. ვთქვი: „ვაი! დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ, ჩემმა თვალებმა კი მეფე, ცაბაოთ უფალი იხილეს”. და მოფრინდა ჩემთან ერთ-ერთი სერაფიმი, რომელსაც ხელში სამსხვერპლოდან აღებული მოგიზგიზე მუგუზალი ეჭირა მაშით. ბაგეზე შემახო და თქვა: „აჰა, შეეხო მუგუზალი შენს ბაგეს და მოგცილდა ურჯულოება, მიგეტევა შენი ცოდვა”. და მოვისმინე უფლის ხმა, რომელიც ამბობდა: „ვინ წარვგზავნო და ვინ გაგვეგზავნება?” ვთქვი: „აქ ვარ, მე წარმგზავნე!”

ფსალმუნები 50:14-15
სისხლისგან მიხსენი ღმერთო, ჩემი ხსნის ღმერთო და ხოტბას შეასხამს ჩემი ენა შენს სიმართლეს. უფალო! გახსენი ჩემი ბაგეები და შენს ქებას იტყვის ჩემი პირი.

იერემია 3:12-13
წადი, გამოაცხადე ეს სიტყვები ჩრდილოეთში და თქვი: მობრუნდი, განდგომილო ისრაელო! არ დაგატეხ მრისხანებას, რადგან მოწყალე ვარ, ამბობს უფალი, გულისწყრომას საუკუნოდ არ შეგინახავ! ოღონდ მიხვდი შენს ურჯულოებას, რადგან უფლის, შენი ღმერთის წინააღმდეგ ჩაიდინე დანაშაული, განავრცე შენი გზები უცხოებისკენ ყოველი ამწვანებული ხის ქვეშ, არ ისმინე ჩემი ხმა!

რომაელთა 2:4
თუ უგულებელყოფ მისი სახიერების, მოთმინებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სახიერებას მონანიებისკენ მიჰყავხარ?

2 ტიმოთეს 2:25
მშვიდად ასწავლიდეს მოწინააღმდეგეთ, ვინძლო მისცეს მათ ღმერთმა მონანიება ჭეშმარიტების შესაცნობად,

1 იოანეს 1:7-10
ხოლო თუ სინათლეში დავდივართ, როგორც ის არის სინათლეში, მაშინ მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის, იესო ქრისტეს სისხლი გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან. თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უმართლობისგან. თუ ვამბობთ, არ შეგვიცოდავსო, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში.

ლევიანნი 6:6-7
თვითონ კი მიიტანოს უფალთან ფარის უნაკლო ვერძი, შენი შეფასებით, როგორც დანაშაულის შესაწირი მღვდელთან. გამოისყიდის მას მღვდელი უფლის წინაშე და ეპატიება მას ყოველივე, რაშიც დადანაშაულდა”.

ლევიანნი 19:20-22
თუ ვინმე მონა ქალთან დაწვება და თესლს დაღვრის, ის კი სხვა კაცზეა დანიშნული, მაგრამ არა გამოსყიდული ან თავისუფლება მინიჭებული, მაშინ სასჯელი უნდა დაეკისროს კაცს, მაგრამ არა სიკვდილი, რადგან თავისუფალი არ იყო ქალი. მიიტანოს მან დანაშაულის შესაწირი უფლისთვის საკრებულო კარვის შესასვლელთან: ვერძი დანაშაულის მსხვერპლად. და გამოისყიდოს იგი მღვდელმა დანაშაულის ვერძით უფლის წინაშე მისი ცოდვიდან, რომლითაც შესცოდა და ეპატიება ცოდვა, რომლითაც შესცოდა.

რიცხვნი 6:9-11
ხოლო თუ მოულოდნელად მოკვდება ვინმე მის გვერდით და შეიბილწება მოწმიდარობის თავი, მაშინ მოიპარსოს თავი განწმენდის დღეს, მეშვიდე დღეს მოიპარსოს. მიიტანოს მერვე დღეს ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი მღვდელთან, საკრებულო კარვის შესასვლელთან. მოამზადებს მღვდელი ერთს ცოდვის მსხვერპლად, ხოლო მეორეს – სრულადდასაწველად და გამოისყიდის მკვდრის შეხების ცოდვისგან და იმავე დღეს განწმენდს მის თავს.

ლევიანნი 16:20-34
და როცა დაასრულებს წმიდის, საკრებულო კარვისა და სამსხვერპლოს გამოსყიდვას, მაშინ მიჰგვრის ცოცხალ ვაცს. დაადებს აჰარონი ორივე ხელს ცოცხალ ვაცს თავზე, აღიარებს ისრაელიანთა ყოველ უკანონობას, ურჩობას, ცოდვას, ვაცს დააკისრებს მათ და წარგზავნის შესაფერი კაცის ხელით უდაბნოში. იტვირთავს ვაცი ყველა მათ ცოდვას, წაიღებს უდაბურ ქვეყანაში; და გაუშვებს კაცი თხას უდაბნოში. შევა აჰარონი საკრებულო კარავში, გაიხდის სელის სამოსელს, რომლითაც შეიმოსა წმიდაში შესვლისას და იქ დატოვებს. წყალში განიბანს სხეულს წმიდა ადგილზე, შეიმოსავს თავის სამოსელს, გამოვა და შესწირავს სრულადდასაწველს თავისთვის და სრულადდასაწველს ხალხისთვის და გამოისყიდის თავის თავს და ხალხს. ცოდვის მსხვერპლის ქონს კი დააკმევს სამსხვერპლოზე. ვინც გაუშვა განტევების ვაცი, გაირეცხოს სამოსი, წყალში განიბანოს სხეული და მერე დაბრუნდეს ბანაკში. ცოდვისთვის შენაწირი მოზვერი და ვაცი, რომელთა სისხლიც გამოსყიდვისთვის იქნა შეტანილი წმიდაში, გაიტანონ ბანაკის გარეთ და ცეცხლში დაწვან მათი ტყავი, ხორცი და განავალი. მათმა დამწველმა კი ჯერ სამოსი გაირეცხოს, სხეული წყალში განიბანოს და მერე დაბრუნდეს ბანაკში. და იყოს ეს თქვენთვის სამუდამო წესად: მეშვიდე თვეს, თვის მეათე დღეს, მარხვით დაიმდაბლეთ თავები და არ გააკეთოთ არავითარი საქმე, არც მკვიდრმა და არც თქვენ შორის მცხოვრებმა ხიზანმა. რადგან ამ დღეს გამოგისყიდით მღვდელი, განიწმიდებით ყოველი თქვენი ცოდვისგან და წმიდა იქნებით უფლის წინაშე. დასვენების შაბათია ეს თქვენთვის, დაიმდაბლეთ თავი. ეს სამუდამო წესია. მღვდელმა, რომელსაც მსახურებაზე განაწესებენ, რათა თავისი მამის მაგიერ გასწიოს მღვდლობა, შეიმოსოს სელის წმიდა სამოსი და გამოისყიდოს წმიდა ადგილი, საკრებულო კარავი, სამსხვერპლო, ყოველი მღვდელი და ხალხის მთელი საკრებულო. იყოს ეს თქვენთვის სამუდამო წესად ისრაელის ძეთა ყველა ცოდვის გამოსასყიდად წელიწადში ერთხელ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.

ებრაელთა 10:1-4
რჯული, რომელიც მომავალ სიკეთეთა აჩრდილია და არა ნამდვილი გამოსახულება ამ სიკეთისა, ყოველ წელს მუდმივად შეწირული ერთი და იმავე მსხვერპლით, ვერასოდეს შეძლებს სრულყოს მასთან მისულები. თორემ შეწყვეტდნენ შესაწირს, ცოდვილი სინდისის არქონის გამო, ვინაიდან, ერთი შეწირვით განიწმიდებოდნენ შემწირველნი. მაგრამ ამ მსხვერპლებში არის ცოდვების ყოველწლიური გახსენება. ვინაიდან ვაცთა და კუროთა სისხლით ცოდვების მოსპობა შეუძლებელია.

ებრაელთა 9:9
ეს აწმყო დროის ნიმუშია, როცა სწირავენ ძღვენსა და მსხვერპლს, რასაც არ შეუძლია შემწირველის სინდისის სრულქმნა,

ესაია 53:10-12
უფალმა ისურვა მისი შემუსვრა, მისი დასნეულება; თუ გაიღებს საკუთარ თავს დანაშაულისთვის, შთამომავლობას იხილავს, გაიხანგრძლივებს დღეებს და უფლის ნება მისი ხელით აღსრულდება. იხილავს თავისი ტანჯვის შედეგს და გაიხარებს; თავისი ცოდნით მრავალს გაამართლებს ჩემი მართალი მსახური და მათ ცოდვებს იტვირთავს. ამიტომაც უდიდესთა შორის დავუმკვიდრებ მას წილს და ძლიერებთან გაინაწილებს ნადავლს, იმის სანაცვლოდ, რომ სასიკვდილოდ გაწირა თავი და დამნაშავედ შეირაცხა. მრავალთა ცოდვა იტვირთა და ურჩთათვის შუამდგომლობდა.

ებრაელთა 9:14
მით უმეტეს ქრისტეს სისხლი, რომელმაც მარადიული სულით შესწირა ღმერთს თავისი უბიწო თავი, განწმედს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისგან ცოცხალი ღმერთის სამსახურისთვის.

იოანეს 1:29
მეორე დღეს მისკენ მომავალი იესო რომ დაინახა, თქვა: „აჰა, ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვებს.

რომაელთა 5:9
მით უმეტეს ახლა, როცა გავმართლდით მისი სისხლით, მისით გადავრჩებით რისხვისაგან.

2 კორინთელთა 5:21
ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახადა ცოდვად ჩვენ გამო, რათა ჩვენ გავხდეთ ღმერთის სიმართლე მასში.

ტიტეს 2:13-14
ნეტარების იმედით მოველოდეთ, ჩვენი დიადი ღვთისა და ჩვენი მაცხოვრის, ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას, ვინც თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვესყიდეთ ყოველგვარი ურჯულოებისგან და თავისთვის განეწმიდა რჩეული ხალხი, კეთილ საქმეებს მოწყურებული.

ებრაელთა 9:28
ასევე ქრისტეც, რომელმაც ერთხელ შესწირა თავი, რომ ეტვირთა მრავალთა ცოდვა, მეორედ გამოჩნდება არა ცოდვილთათვის, არამედ მის მომლოდინეთა გადასარჩენად.

ებრაელთა 10:11-14
მღვდლები კი დგანან ყოველდღიურ მსახურებად და მრავალგზის სწირავენ ერთსა და იმავე მსხვერპლს, რომელთაც არ ძალუძთ ცოდვების მოსპობა. მან კი ერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისთვის და სამუდამოდ დაჯდა ღმერთის მარჯვნივ. მას შემდეგ კი ელის, ვიდრე მისი მტრები მის ფეხთა სადგამად მოექცევიან; რადგან ერთი შეწირვით სამუდამოდ სრულყო განსაწმედელნი.

ებრაელთა 10:22
მივუახლოვდეთ მას მართალი გულებით და სრული რწმენით, ბოროტი სინდისისგან სხურებით გულგაწმედილნი და სუფთა წყლით სხეულგანბანილნი.

ესაია 53:5
ის კი ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი ურჯულოებისთვის იყო შემუსვრილი; ჩვენი სასჯელი იყო მასზე და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ.

რომაელთა 5:1-2
მაშასადამე, რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით, რომელშიც რწმენით მოვიპოვეთ მისადგომი იმ მადლთან, რაშიც ვდგავართ და ვიქადით ღვთის დიდების იმედით.

კოლოსელთა 1:19-20
ვინაიდან სასურველი იყო მამისთვის, რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სისავსე, რათა მისი მეშვეობით შემოერიგებინა ყოველი და მშვიდობა დაემყარებინა მისი ჯვრის სისხლით, დედამიწაზე თუ ზეცაში.

ფსალმუნები 31:1-11
ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისი ცოდვებიც დაიფარა. ნეტარია კაცი, ვისაც არ ჩაუთვლის ცოდვას უფალი და ვის სულშიც არ არის სიცრუე. როდესაც ვდუმდი ჩემს ცოდვაზე, ძვლები გამიცვითა ყოველდღიურმა გოდებამ. რადგან დღისით და ღამით მძიმდებოდა შენი ხელი ჩემზე, ზაფხულის გვალვამ შეცვალა სინედლე ჩემი. ცოდვა ჩემი ვაღიარე და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. ვთქვი: ვაღიარებ ჩემს ცოდვებს უფლის წინაშე და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა. ამიტომ, დაე ილოცოს შენ მიმართ ყველა ღვთისმოსავმა სანამ შეიძლება შენი პოვნა; ვერ მისწვდება ასეთს ნიაღვრები წყლისა. რადგან შენ ხარ ჩემი თავშესაფარი, გაჭირვებისგან მიფარავ და ხსნის სიხარული შემომარტყი გარს. ამბობს უფალი: დაგარიგებ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო, თვალს დავიჭერ შენზე. ნუ იქნებით ცხენივით და ჯორივით გაუგებარი, ლაგამი და აღვირია მათი შემკავებელი, რომ არ მოგიახლოვდნენ. მრავალი სატკივარი აქვს ბოროტს, უფალზე მინდობილი კი წყალობით არის გარემოცული. გაიხარეთ უფლის მიერ და იმხიარულეთ, მართლებო; იგალობეთ, გულით მართლებო.

იერემია 3:12-13
წადი, გამოაცხადე ეს სიტყვები ჩრდილოეთში და თქვი: მობრუნდი, განდგომილო ისრაელო! არ დაგატეხ მრისხანებას, რადგან მოწყალე ვარ, ამბობს უფალი, გულისწყრომას საუკუნოდ არ შეგინახავ! ოღონდ მიხვდი შენს ურჯულოებას, რადგან უფლის, შენი ღმერთის წინააღმდეგ ჩაიდინე დანაშაული, განავრცე შენი გზები უცხოებისკენ ყოველი ამწვანებული ხის ქვეშ, არ ისმინე ჩემი ხმა!


მსგავსი თემები:

დანაშაულის ადამიანური მხარეები       იესო ქრისტეს სისხლი       სისხლი და ძველი აღთქმის მსხვერპლი       ღვთის ჭეშმარიტების ცოდნა

Advertisements