დასაწყისი და დასასრული ბიბლიის მუხლები

ესაია 46:10
დასაბამითვე ვაცხადებ მომავალს და ძველიდანვე, რაც ჯერ არ მომხდარა. ვამბობ: აღსრულდება ჩემი განზრახული და ყოველ სურვილს ავასრულებ.

გამოცხადება 22:13
მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული.

გამოცხადება 1:8
„მე ვარ ანი და ჰოე, – ამბობს უფალი ღმერთი, – ის ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი.”

1 მეფეთა 3:12
იმ დღეს თავიდან ბოლომდე აღვასრულებ ყელიზე ყველაფერს, რაც მის სახლზე წარმოვთქვი. დავიწყებ და დავასრულებ.

იობი 8:7
და თუ შენი დასაწყისი მცირე იყო, შენი დასასრული დიდად გაიზრდება.

გამოცხადება 21:6
მითხრა: „აღსრულდა! მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროდან უსასყიდლოდ

გამოცხადება 1:17
როცა ვიხილე იგი, მკვდარივით დავეცი მის ფერხთით. მან თავისი მარჯვენა დამადო და მითხრა: “ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასაკნელი,

გამოცხადება 2:8
„სმირნის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს პირველი და უკანასკნელი, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა:

ესაია 44:6
ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეფე და მისი გამომხსნელი, უფალი ცაბაოთი: ‘მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი და ჩემს გარდა არ არის ღმერთი.’

ესაია 48:12
მისმინე მე, იაკობ და ისრაელ, ჩემს მიერ წოდებულო, მე იგივე ვარ, მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელიც!

ესაია 41:4
ვინ მოიმოქმედა და აღასრულა ეს? მან, ვინც თავიდან მოუწოდებს თაობებს. ‘მე, უფალი, ვარ პირველი და უკანასკნელებთან იგივე ვარ.’”

ეკლესიასტე 7:8
სჯობს საქმის ბოლო მის დასაწყისს, სჯობს სულგრძელობა – ქედმაღლობას.

ებრაელთა 7:3
უმამო, უდედო, უგვარმტომო, არც დღეთა დასაბამი აქვს, არც სიცოცხლის დასასრული, ღვთის ძის მსგავსად, რჩება მღვდლად სამუდამოდ.