დაუმორჩილებლობის მაგალითები ბიბლიის მუხლები

დაბადება 3:6
და იხილა დედაკაცმა, რომ ხე კარგი ჩანდა საჭმელად და საამო იყო თვალისთვის და მიმზიდველი იყო შესაცნობად; და მოწყვიტა მისგან ნაყოფი და შეჭამა და მისცა აგრეთვე თავის კაცს, და მანაც შეჭამა.

გამოსვლა 5:2
და თქვა ფარაონმა: „ვინ არის უფალი, რომ ვისმინო მისი და გავუშვა ისრაელი? არც უფალი ვიცი და არც ისრაელს გავუშვებ!“

ლევიანნი 10:1-2
და აიღეს აარონის ძეებმა: ნადაბმა და აბიჰუმ, თავ-თავისი საცეცხლურები, შიგ ჩაყარეს ცეცხლი და ზედ დააყარეს საკმეველი, და მიიტანეს უფლის წინაშე უცხო ცეცხლი, რაც არ უბრძანებია მათ მათთვის. და გამოვარდა ცეცხლი უფლისაგან და შთანთქა ისინი, და დაიხოცნენ ისინი უფლის წინაშე.

1 მეფეთა 28:17-18
რადგან არ ისმინე უფლის ხმა და არ აღასრულე უფლის რისხვა ყამალეკზე. ამიტომაც აღასრულებს დღეს უფალი შენზე თავის სიტყვას. და ისრაელსაც შენთან ერთად ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს. ხვალვე ჩემთან იქნებით შენ და შენი შვილები. ისრაელის ბანაკსაც ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს.”

3 მეფეთა 13:20-23
სუფრას უსხდნენ, რომ უფლის სიტყვა გამოეცხადა წინასწარმეტყველს, რომელმაც დააბრუნა იგი. და დაუყვირა მან იუდადან მოსულ ღვთისკაცს და უთხრა: „ასე ამბობს უფალი: ‘რაკი უფლის სიტყვას გადახვედი და არ შეასრულე მისი ბრძანება, რაც უფალს, შენს ღმერთს, ჰქონდა შენთვის ნაბრძანები, მაგრამ შენ უკვე დაბრუნდი, პური ჭამე და წყალი შესვი იმ ადგილას, რომელზეც გიბრძანა: ‘ნურც პურს შეჭამ და ნურც წყალს შესვამ’, ამიტომ არ ჩავა შენი გვამი შენი მამა-პაპის საფლავში.” პურის ჭამისა და წყლის შესმის შემდეგ შეუკაზმა სახედარი იმ კაცს, წინასწარმეტყველს, რომელიც წეღან დააბრუნა.

4 მეფეთა 18:9-12
მეფე ხიზკიაჰუს მეოთხე წელს, ეს იყო, ისრაელის მეფის ჰოშეაყ ელას ძის მეშვიდე წელი, წამოვიდა სამარიაზე აშურის მეფე შალმანესერი და ალყა შემოარტყა მას. და სამი წლის ბოლოს აიღო იგი, ხიზკიას მეექვსე წელს, ესე იგი, ისრაელის მეფის, ჰოშეაყის, მეცხრე წელს, აღებული იქნა სამარია. და გადაასახლა აშურის მეფემ ისრაელი აშურში და დაასახლა ხალახში და ხაბორზე, გოზანის მდინარეზე, და მიდიის ქალაქებში. იმის გამო, რომ არ ისმინეს უფლის, მათი ღვთის, ხმა, დაარღვიეს მისი აღთქმა, ყველაფერი, რაც უბრძანა მათ მოსემ, უფლის მსახურმა, არც ისმენდნენ და არც ასრულებდნენ.

იონა 1:1-4
და იყო უფლის სიტყვა ამითაის ძის, იონასადმი თქმული: ადექი, წადი დიდებულ ქალაქ ნინევეში და აუწყე, რომ უფალი ხედავს მათ ბოროტებას. მაგრამ იონა ადგა, რომ უფალს თარშიშში გაქცეოდა. იგი იაფოში ჩავიდა, თარშიშისაკენ მიმავალი ხომალდი მონახა, საფასური გადაიხადა და შიგ ჩაჯდა, რათა თარშიშში წასულიყო და უფალს გასცლოდა. მაგრამ უფალმა ძლიერი ქარი ამოაგდო ზღვაზე. ქარიშხალმა ზღვა ძლიერ ააბობოქრა; ცოტაც და, ხომალდი დაილეწებოდა.