დავა ღმერთთან ბიბლიის მუხლები

იობი 13:3
მაინც დაველაპარაკებოდი ყოვლადძლიერს, სურვილი მაქვს, რომ ვიდავო მასთან!

ესაია 41:21
„წარმოადგინეთ თქვენი საჩივრები!” – ამბობს უფალი; „მოიყვანეთ თქვენი მტკიცებულებანი!” -ამბობს მეფე იაკობისა.

ესაია 43:26
გამახსენე და ერთად განვსაჯოთ; შენ მოყევი, რათა გამართლდე.

ესაია 45:5
ვაი თავის შემქმნელთან მოდავეს, როგორც ნატეხს მიწის ნატეხთაგან. განა ეტყვის თიხა მეთიხეს, რას აკეთებო? ან ნამოქმედარი იტყვის შენზე, ხელები არა აქვსო?

იობი 9:3
თუ ვინმე მოისურვებს მასთან დავას ათასიდან ერთზეც კი ვერ გასცემს პასუხს.

იობი 9:32
რადგან ჩემსავით ადამიანი არ არის იგი, რომ შევეპასუხო და ერთად წავიდეთ სასამართლოში.

Advertisements