დავითის უნარები ბიბლიის მუხლები

2 მეფეთა 8:3-5
და დაამარცხა დავითმა ჰადად-ყეზერი რეხობის ძე, ცობას მეფე, როცა იგი მდინარეზე ბატონობის დასაბრუნებლად მიდიოდა. და წაართვა მას დავითმა ათას შვიდასი ცხენოსანი და ოცი ათასი ქვეითი. და ეტლის ცხენებს ძარღვები გადაუჭრა დავითმა, მხოლოდ ასი ეტლისთვის დაიტოვა მათგან. და მოვიდნენ დამასკოს არამელები ცობას მეფის ჰადად-ყეზერის დასახმარებლად და მუსრი გაავლო დავითმა არამელთაგან ოცდაორი ათას კაცს.

1 მეფეთა 17:35-36
და უთხრა დავითმა საულს: „მწყემსავდა შენი მსახური თავისი მამის ფარას და, როცა დაეცემოდა ლომი ან დათვი და გაიტაცებდა ფარიდან ცხვარს, გავეკიდებოდი, ვკლავდი და პირიდან გამოვგლეჯდი. თუ დამეცემოდა, ყბაში ჩავავლებდი ხელს და ვკლავდი. ლომსაც და დათვსაც ამარცხებდა შენი მსახური. ამ წინადაუცვეთელ ფილისტიმელსაც იგივე დაემართება, რადგან სირცხვილში აგდებს იგი ცოცხალი ღვთის რაზმებს.”

2 მეფეთა 22:1-2
და წარმოთქვა დავითმა უფლისადმი ამ გალობის სიტყვები, რა დღესაც იხსნა უფალმა იგი ყველა მისი მტრისა და საულის ხელიდან. და თქვა: „უფალი კლდეა ჩემი, ციხე-სიმაგრეა ჩემი, მხსნელია ჩემი!

1 მეფეთა 16:18
და მიუგო ერთმა მსახურთაგანმა და უთხრა: „აჰა, მინახავს ბეთლემელი იესეს შვილი, იცის ქნარზე დაკვრა, ქველი და მამაცი კაცია, სიტყვაგონიერი და ლამაზი, უფალია მასთან.”

2 მეფეთა 5:6-7
და გაილაშქრეს დავითმა და მისმა კაცებმა იერუსალიმზე, იებუსელთა, იმ ქვეყნის მკვიდრთა, წინააღმდეგ. და მათ ასე უთხრეს დავითს: „ვერ შემოხვალ, რადგან ბრმები და კოჭლები გაგაქცევენ უკან”, – ეს ნიშნავდა: „ვერ შემოვა დავითი.” და აიღო დავითმა სიონის ციხე-სიმაგრე. – ეს არის დავითის ქალაქი.

2 მეფეთა 8:15
და მეფობდა დავითი მთელს ისრაელზე და წესსა და სამართალს აძლევდა მთელს თავის ხალხს.

3 მეფეთა 5:3
„შენ იცი, რომ ვერ შეძლო მამაჩემმა დავითმა, აეშენებინა სახლი უფლის, თავისი ღმერთის, სახელზე, რადგან მტერი ეხვია გარშემო, ვიდრე უფალმა ფეხის ტერფით არ დაათრგუნინა ისინი.