დედამიწის განადგურება ბიბლიის მუხლები

მათეს 24:35
ცა და დედამიწა გარდავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გარდავლენ.

2 პეტრეს 3:7
ხოლო ახლანდელი ცა და მიწა, რომელიც იმავე სიტყვით ინახება, გამზადებულია ცეცხლისთვის უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღისათვის.

გამოცხადება 20:11
და ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და ზედ მჯდომი, რომლის სახესაც გაურბოდა ცა და მიწა, და არ იპოვებოდა მათთვის ადგილი.

ფსალმუნები 101:25-26
ძველთაგან დააფუძნე დედამიწა, და შენს ხელთა ქმნილებაა ზეცა. ისინი გარდავლენ, შენ კი იქნები; ყველანი ტანსაცმელივით დაძველდებიან, სამოსელივით გამოიცვლი მათ და გაქრებიან.

2 პეტრეს 3:10-12
ხოლო უფლის დღე მოვა ქურდივით და მაშინ ზეცანი გრგვინვით გარდავლენ, ელემენტები მხურვალებით დაიშლებიან, მიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა, გადაიბუგება. თუკი ყველაფერი ასე დაიშლება, როგორი წმიდა ქცევა და ღვთისმოსაობა უნდა შეინარჩუნოთ, რადგან ელით და ესწრაფვით ღმერთის დღის მოსვლას, როცა ცეცხლმოდებული ცანი დაირღვევიან, ხოლო დამწვარი ელემენტები დადნებიან.

ესაია 24:1-3
აჰა, უფალი გააპარტახებს დედამიწას და უნაყოფოდ აქცევს მას; სახეს შეუცვლის და გაფანტავს მის მცხოვრებთ. ერთი ბედი ელის ერსა და ბერს, მონასა და მის ბატონს, მხევალსა და მის ქალბატონს, მყიდველსა და გამყიდველს, გამსესხებელსა და მსესხებელს, მევახშესა და მოვალეს.3 გაპარტახდება ქვეყანა და გაიძარცვება, რადგან უფალმა თქვა ეს სიტყვა.

ესაია 51:6
მაღლა ზეცას მიაპყარით თვალი და დაბლა დედამიწას დახედეთ, რადგან ზეცა კვამლივით გაიფანტება და დედამიწა სამოსელივით დაიძენძება, და მისი მცხოვრებნიც მკბენარივით გაწყდებიან, ჩემი ხსნა კი საუკუნოდ იქნება, და ჩემი სიმართლე არ შეწყდება.