დედამიწის შექმნა ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 20:11
რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყოველი, რაც მასშია, მეშვიდე დღეს კი დაისვენა. ამისათვის აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდა-ყო იგი.

ნეემია 9:6
შენ ხარ უფალი, მხოლოდ შენ; შენ შეჰქმენ ცა და ცანი ცათანი და მთელი მათი ლაშქარი, მიწა და ყოველი, რაც მასზეა, ზღვები და ყოველი, რაც მათშია; ყველას მაცოცხლებელი შენა ხარ, და შენა გცემს თაყვანს ზეცის ლაშქარი.

საქმეები 14:15
„ხალხნო, ამას რას აკეთებთ? ჩვენც თქვენი მსგავსი ადამიანები ვართ და გახარებთ, რომ ამ ამაოებათაგან მოიქცეთ ცოცხალი ღმერთისაკენ, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია;

დაბადება 1:1-2
თავდაპირველად შექმნა ღმერთმა ცა და მიწა. მიწა იყო უსახო და უდაბური, და ბნელი იწვა უფსკრულებზე, და სული ღვთისა მიმოქროდა წყლებზე.

გამოსვლა 31:17
ეს იყოს საუკუნო ნიშნად ჩემსა და ისრაელიანთა შორის, რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, მეშვიდე დღეს კი იუქმა და დაისვენა.“

4 მეფეთა 19:15
და ილოცა ხიზკიამ უფლის წინაშე და თქვა: „უფალო, ღმერთო ისრაელისა, ქერუბიმებზე ამხედრებულო, შენა ხარ ერთადერთი ღმერთი ქვეყნიერების ყველა სამეფოსი, შენ შეჰქმენ ცა და დედამიწა.

იობი 26:7
მან განავრცო ჩრდილოეთი სიცარიელეზე, არარაობაზე დაჰკიდა დედამიწა.

ფსალმუნები 73:17
შენ დასდე ქვეყნიერების ყველა საზღვარი, ზაფხულ-ზამთარი შენ დაადგინე.

ესაია 44:24
ასე ამბობს უფალი, შენი გამომხსნელი და დედის მუცელში შენი გამომსახველი: „მე ვარ უფალი, ყოვლისშემოქმედი, ცის გარდამრთხმელი, დედამიწის დამგები,

ესაია 45:12
მე შევქმენი დედამიწა და გავაჩინე ადამიანი მასზე; მე, ჩემმა ხელებმა, გადაფინეს ზეცანი და მთელ მათ მხედრობას მივეცი წესი.

ესაია 48:13
ჩემმა ხელმა დააფუძნა მიწა და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა ცა. მოვუხმობ მათ და ერთად დადგებიან.

იერემია 10:12
უფალმა შექმნა დედამიწა თავისი ძალით, განამტკიცა სამყარო თავისი სიბრძნით, და თავისი გონიერებით განავრცო ზეცა,

იერემია 27:5
მე შევქმენი ეს ქვეყანა და ადამიანი და პირუტყვი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, ჩემი დიდი ძალით და აღმართული მკლავით, და მივეცი მათ, ვინც ღირსად ჩავთვალე.

ამოსი 4:13
რადგან, აჰა, ის, მთათა გამომსახველი და ქარის შემქმნელი, კაცისთვის მისი ფიქრის გამომცხადებელი, ნათლის ბნელად გარდამქცეველი და ქვეყნის სიმაღლეთა გადამთელავი, უფალი ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი!

იოანეს 1:3
ყოველივე მის მიერ შეიქმნა და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა.

ებრაელთა 11:3
რწმენით ვიცით, რომ საუკუნეები წარმოქმნილია ღმერთის სიტყვით, რადგან ხილული წარმოიშვა უხილავისაგან.

2 პეტრეს 3:5
ისინი განზრახ ივიწყებენ, რომ ძველთაგანვე ღმერთის სიტყვით არის შექმნილი ცა და მიწა, წყლისაგან და წყლის მიერ;

გამოცხადება 14:7
ამბობდა დიდი ხმით: „გეშინოდეთ ღმერთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი. თაყვანი ეცით ცისა და მიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს.“