დეპრესია ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 33:17-18
მოუხმობენ და ისმენს უფალი, და იხსნის ყველა გასაჭირისაგან. ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან, და სულით მორჩილებს იხსნის.

მათეს 11:28
მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ.

იერემია 29:11
რადგან მე ვიცი ის ზრახვები, რაც მე განვიზრახე თქვენზე,’ – სიტყვა უფლისა, – ‘ზრახვები მშვიდობაზე, რომ მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი.

ფილიპელთა 4:8
აბა ასე, ჩემო ძმებო, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც წმიდაა, რაც საყვარელია, რაც საქებარია, ყოველივე, რაც სათნო და ქებულია, იმაზე იფიქრეთ.

მეორე რჯული 31:8
და თავად უფალი წაგიძღვება შენ, იგი იქნება შენთან, არ დაგაგდებს და არ მიგატოვებს. ნუ შეგეშინდება და ნუ შედრკები.”

1 პეტრეს 5:7
თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე.

ესაია 41:10
ნუ გეშინია, რადგან მე შენთანა ვარ; ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით.’

ფსალმუნები 29:5
რადგან წამიერია რისხვა მისი, ხოლო სიცოცხლე – მისი სურვილით; ღამით გლოვა დაისადგურებს და ცისკრის ჟამს მხიარულება.

რომაელთა 12:2
და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.

ფსალმუნები 3:5-6
დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი. ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს.

იოანეს 10:10
„ქურდი მხოლოდ იმისათვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ მათ და უხვად ჰქონდეთ.

ფსალმუნები 39:1-3
მტკიცედ ვესავდი უფალს ყური მომაპყრო და მოისმინა ჩემი ვედრება, და ამომიყვანა საზარელი ორმოდან, გაუვალი ლაფიდან, და დააყენა კლდეზე ფერხნი ჩემნი, წარმართა ჩემი ნაბიჯები, და მისცა ჩემს ბაგეებს ახალი გალობა – განსადიდებლად ჩვენი ღმერთისა. ბევრი ნახავს და შეეშინდება უფლისა, და მიენდობა მას.

ფსალმუნები 3:3
და შენ, უფალო, ჩემი ფარი ხარ, ჩემი დიდება და ამმაღლებელი ჩემი თავისა.

ფსალმუნები 31:10
მრავალი სატკივარი აქვს ბოროტს, უფალზე მინდობილი კი წყალობით არის გარემოცული.

ფსალმუნები 22:4
შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტებისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.

მათეს 6:33
თქვენ კი უწინარეს ღვთის სასუფეველი ეძიეთ და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ.

ფილიპელთა 4:6-7
არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.

ფსალმუნები 29:11
შენ ჩემი წუხილი ცეკვად მიქციე, ძაძა გამხადე და სიხარულით შემმოსე.

ფსალმუნები 9:9
უფალი იქნება ჩაგრულის შემწე და დასაყრდენი გაჭირვების ჟამს.

ფსალმუნები 41:11
რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავ ვადიდებ მას,– ჩემი სახის განმაცოცხლებელს და ჩემს ღმერთს.

1 პეტრეს 5:6-7
მაშ, დამდაბლდით ღვთის ძლიერი ხელის ქვეშ, რათა აგამაღლოთ მან თავის დროზე. თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე.

იოანეს 16:33
ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე სოფელს.“

რომაელთა 8:38-39
და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.

2 კორინთელთა 1:3-4
კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, მოწყალების მამა და ყოველი ნუგეშის ღმერთი. ჩვენი ნუგეშისმცემელი ჩვენს ყოველგვარ გასაჭირში, რომ ჩვენც შევძლოთ ნუგეშისცემა ყოველგვარ გასაჭირში მყოფთათვის იმავე ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი.

1 პეტრეს 1:13-16
ამიტომ შემოისარტყლეთ თქვენი გონების წელნი, იფხიზლეთ და იესო ქრისტეს გამოცხადებაში თქვენთვის მოსანიჭებელი მადლის სრული იმედი იქონიეთ. როგორც გამგონე შვილები, ნუ აჰყვებით თქვენი უმეცრების დროინდელ გულისთქმებს, არამედ თვითონაც იყავით წმიდები ყოველ საქციელში, როგორც წმიდაა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ. რადგან სწერია: „იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე.”

ესაია 40:31
ხოლო უფლის მოიმედენი ძალას განიახლებენ; ასწევენ ფრთებს, როგორც არწივები, გაიქცევიან და არ დაიქანცებიან, ივლიან და არ დაიღლებიან.

ფილიპელთა 4:4
მარადის იხარეთ უფალში და კიდევ ვიტყვი: იხარეთ!

1 პეტრეს 4:12-13
საყვარელნო, ნუ გაგაოცებთ თქვენზე მოვლენილი ცეცხლოვანი განსაცდელი, თითქოს უცხო რამ დაგმართოდეთ. არამედ გიხაროდეთ, როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს, რათა თქვენც იხაროთ და იმხიარულოთ მისი დიდების გამოცხადებისას.

ფსალმუნები 36:23-24
უფლის მიერ წარიმართება ნაბიჯნი კაცისა, და მის გზას შეიყვარებს. კიდეც რომ წაბორძიკდეს, არ დაეცემა, რადგან ღმერთია დასაყრდენი მისი ხელისა.

2 კორინთელთა 7:10
ვინაიდან ღვთის გულისათვის დამწუხრება წარმოშობს სინანულს სახსნელად და არ გახდება სანანებელი, ხოლო სოფლის წუხილი სიკვდილს წარმოშობს.

1 კორინთელთა 6:19-20
ანდა, ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში სულიწმიდისა, რომელიც ღვთისაგან გაქვთ, და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით? ვინაიდან ფასით ხართ ნაყიდნი. ამიტომ ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულებით, რომლებიც ღვთისაა.

რომაელთა 15:13
და კვლავ ამბობს: „იხარებდეთ, წარმართნო, მის ხალხთან ერთად.”

ეკლესიასტე 7:3-4
სჯობს მწუხარება სიცილს, რადგან სახის დაღვრემილობისას უკეთესდება გული. ბრძენთა გული გლოვის სახლშია, ხოლო ბრიყვთა გული – მხიარულების სახლში.

გამოცხადება 21:4
მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გადავიდნენ.”

ფსალმუნები 101:1-11
ლოცვა გლახაკისა, ოდეს იტანჯება და უფლის წინაშე გადმოღვრის თავის გულისნადებს. უფალო, ისმინე ჩემი ლოცვა, და ჩემი ღაღადისი შენთან მოვიდეს. ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან ჩემი გაჭირვების ჟამს, მომაპყარ ყური, რომელ დღესაც მოგიხმობ, მსწრაფლ მიპასუხე. რადგან გაქრნენ კვამლივით ჩემი დღეები და ჩემი ძვლები ვარვარებს, როგორც კოცონი. დაჭკნა ბალახივით და გახმა ჩემი გული, რადგან დამავიწყდა ჩემი პურის ჭამა. ჩემი კვნესის ხმისაგან მიჰკვრია ჩემი ძვლები ჩემს ხორცს…

იოანეს 14:18
ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან.

იოანეს 10:27-30
ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ, და მე ვიცნობ მათ, და ისინი მე მომყვებიან. მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ და ხელიდან ვერავინ გამომტაცებს. ჩემი მამა, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე დიდია, და ვერავინ გაიტაცებს მათ ჩემი მამის ხელიდან. მე და მამა ერთი ვართ.”

კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s