დღისა და ღამის დადგენილება ბიბლიის მუხლები

დაბადება 1:14
თქვა ღმერთმა: „იყვნენ მნათობნი ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად და იყვნენ ისინი ნიშნებად, წელიწადის დროთა, დღეთა და წელთა აღსანიშნად.

დაბადება 8:22
სანამ იქნება დედამიწა, არ გაუქმდება მასზე თესვა და მკა, სიცივე და სიცხე, ზაფხული და ზამთარი, დღე და ღამე”.

იერემია 33:20
ასე ამბობს უფალი: „თუ დაარღვევთ ჩემს აღთქმას დღისას და ჩემს აღთქმას ღამისას, რომ თავის დროზე აღარ თენდებოდეს და აღარ ღამდებოდეს,

იერემია 33:25
ასე ამბობს უფალი: თუ მე არ დავუდე აღთქმა დღესა და ღამეს და დავადგინე ცისა და ქვეყნის წესი,

ფსალმუნები 73:16
შენია დღე, ღამეც შენია; შენ დაადგინე მთვარე და მზე.

ფსალმუნები 18:2
დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს ცოდნას.

იობი 17:12
ღამეს დღედ აქცევენ, ამბობენ: ახლოა ნათელი ბნელთან!

ამოსი 5:8
მან შექმნა თანავარსკვლავედი და ორიონი, წყვდიადს დილად აქცევს და დღეს ღამესავით აბნელებს; ზღვის წყალს უხმობს და მიწის ზედაპირზე მოაქცევს, უფალია მისი სახელი.

მარკოზის 4:27
ღამით სძინავს, დღისით დგება, მაგრამ არ იცის, როგორ აღმოცენდება და იზრდება თესლი.

Advertisements