დიადი ღმერთი ბიბლიის მუხლები

იესო ნავეს ძე 22:22
„დიადი ღმერთია უფალი, ერთადერთი ღმერთია უფალი, მან უწყის და ისრაელმაც იცოდეს! თუ უფლის წინააღმდეგ ასამხედრებლად ან საღალატოდ მოვიქეცით ასე, დღესვე დაგვრისხოს უფალმა!

დაბადება 49:24
ძლიერი დარჩა მისი მშვილდი, მოქნილი გახდა მისი მკლავები იაკობის ძლიერი ხელით. აქედანაა მწყემსი, ლოდი ისრაელისა.

ესაია 49:26
თავისივე ხორცს შევაჭმევ შენს შემჭირვებელთ; საკუთარი სისხლით ისე დათვრებიან, როგორც ტკბილი ღვინით. შეიტყობს ყოველი ხორციელი, რომ მე, უფალი ვარ შენი მხსნელი, და შენი გამომსყიდველი – ძლიერი იაკობისა”.

ესაია 60:16
ერთა რძეს და მეფეთა ძუძუს მოსწოვ; მაშინ გაიგებ, რომ მე ვარ უფალი, შენი გადამრჩენელი და გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი.

ნეემია 9:32
ახლა კი, ღმერთო ჩვენო, ღმერთო დიდო, ძლიერო და შიშის მომგვრელო, აღთქმისა და წყალობის შემნახველო, მცირედ ნუ ჩათვლი მთელ იმ უბედურებას, რომელიც გვეწია ჩვენ, ჩვენს მეფეთ, მთავრებს, მღვდლებს, წინასწარმეტყველთ, მამებსა და მთელ შენს ხალხს, აშურის მეფეთა დღეთაგან დღემდე.

იერემია 32:18
სიკეთეს უკეთებ ათასებს და შვილებს წიაღშივე მიუზღავ მამების დანაშაულის გამო. ო, დიდო და ძლიერო ღმერთო! ცაბაოთ უფალია მისი სახელი.

ფსალმუნები 92:4
მრავალი წყლის, ზღვის მძლავრი ტალღების ხმაზე ძლიერია სიმაღლეებში მყოფი უფალი.

იობი 5:36
აჰა, ძლიერია ღმერთი და არავინ სძულს; ის სიბრძნის ძალითაა ძლიერი.

იობი 12:13
ღმერთთანაა სიბრძნე და ძალა, მას ეკუთვნის რჩევა და გაგება.

იერემია 32:19
აღმატებულია განზრახვაში და დიდებულია საქმეებში; მისი თვალები ღიაა ადამიანის ძეთა გზების მიმართ, რათა თითოეულს თავისი გზებისა და ნამოქმედარის ნაყოფის მიხედვით მიუზღო.

ლუკას 1:45
ვინაიდან დიდი საქმე მიყო ყოვლადძლიერმა, წმიდაა მისი სახელი;