დისციპლინა ოჯახში ბიბლიის მუხლები

ებრაელთა 12:7
აიტანეთ წვრთნა! ღმერთი ისე გეპყრობათ, როგორც შვილებს. განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს?

მეორე რჯული 8:5
გახსოვდეს, რომ როგორც მამა წვრთნის თავის ძეს, ისე გწვრთნის შენ უფალი, შენი ღმერთი.

ებრაელთა 12:9-11
თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთვნიან და გვერიდება მათი, განა უფრო მეტად არ უნდა დავემორჩილოთ სულთა მამას, რათა ვიცოცხლოთ? ისინი გვწვრთნიდნენ საკუთარი ნების შესაბამისად მცირე დღეებისათვის, ეს კი – ჩვენს სასიკეთოდ, რათა ვეზიაროთ მის სიწმიდეს. ყოველი წვრთნა აწმყოში სიხარულად არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად. შემდეგ კი ის სიმართლის მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მათ, ვინც მის მიერ განისწავლა.

იგავნი 22:6
ყმაწვილი თავიდანვე სწორად გაწვრთენი და სიბერეშიც არ გადაუხვევს გზიდან.

იგავნი 13:24
ვინც თავისი შვილისთვის წკეპლას ზოგავს, სძულს ის, ხოლო ვისაც უყვარს შვილი, ბეჯითად წვრთნის მას.

დაბადება 18:19
რადგან ამოვირჩიე, რომ ამცნოს თავის ძეებსა და თავის სახლს თავის შემდეგ, რომ დაიცვან გზა უფლისა, ქმნან სიმართლე და სამართალი, რათა შეუსრულოს უფალმა აბრაამს, რასაც შეპირდა.”

იგავნი 3:12
რამეთუ ვინც უყვარს, იმას სჯის უფალი, როგორც მამა – საყვარელ შვილს.

მეორე რჯული 6:7
ჩაუნერგე ისინი შენს ძეთ და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, და გზაზე სიარულისას, დაწოლისას, და ადგომისას.

იგავნი 29:17
დასაჯე შენი შვილი და ის დაგამშვიდებს შენ და შვებას მოჰგვრის შენს სულს.

ეფესელთა 6:4
თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით.

კოლოსელთა 3:21
მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, რათა თავი არ მოაბეზროთ.

იგავნი 22:15
სისულელე მიეკრო ყმაწვილის გულს, დარიგების კეტი მოაშორებს მისგან.

იგავნი 19:18
დასაჯე შენი შვილი, მაგრამ არ განაწყო შენი სული მის სასიკვდილოდ.

იგავნი 29:15
შოლტი და დარიგება სიბრძნეს იძლევა, ხოლო მიშვებული ყმაწვილი არცხვენს თავის დედას.

მეორე რჯული 4:9
მხოლოდ გაფრთხილდი და გულისყურით დაიცავი თავი, ნუ დაივიწყებ იმ საქმეებს, რომელნიც შენმა თვალებმა იხილეს; და გულიდან ნუ ამოგივარდება სიცოცხლის განმავლობაში. და აცოდინე შენს ძეთ და შენს ძეთა ძეებს,

მეორე რჯული 31:13
და მათმა შვილებმა, რომლებმაც არ იციან, გაიგონ და ისწავლონ, რომ ეშინოდეთ უფლისა, თქვენი ღმერთისა, დღენიადაგ, სანამ ცოცხლები იქნებით მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეზე.”

ფსალმუნები 77:5-6
დაუდგინა წესდება იაკობს და რჯული დაუდო ისრაელს, რაც დაუწესა ჩვენს მამებს საუწყებლად მათთა შვილთათვის; რათა შეიტყოს მომავლმა თაობამ, შვილებმა, რომელნიც დაიბადებიან, ვინძლო ადგნენ და გაუცხადონ თავიანთ შვილებს.

2 ტიმოთეს 3:15
რადგან შენ ხომ ბავშვობიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება სახსნელად ქრისტე იესოს რწმენით.

1 მეფეთა 3:13
ხომ გამოვუცხადე, რომ უკუნისამდე დავსჯიდი მის სახლს უკეთურების გამო, რადგან იცოდა, რომ თავს ირცხვენდნენ მისი შვილები და არ ამხილებდა მათ.

3 მეფეთა 1:5-6
გამედიდურდა ადონია, ხაგითის ძე, და ასე ამბობდა: „მე უნდა ვიმეფო!” გაიჩინა ეტლები და მხედრები. და ორმოცდაათი მალემსრბოლი. და არ უსაყვედურია მამამისს, ასე რატომ იქცევიო? თანაც თვალტანადი ყმაწვილი იყო ადონია. აბესალომის შემდეგ ეყოლა იგი დედამისს.