დოქსოლოგია ბიბლიის მუხლები

1 ნეშტთა 29:10-13
და აკურთხა დავითმა უფალი, მთელი კრებულის თვალწინ და თქვა დავითმა: „კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო ისრაელისა და ჩვენი მამების, უკუნითი უკუნისამდე! შენია, უფალო, დიდება, ძლიერება, ქება, ძლევა და დიდებულება, ისევე როგორც ყოველივე ცასა და მიწაზე! შენია, უფალო, მეფობა, ყველაზე აღმატებული ხარ მთავრად! სიმდიდრე და დიდება შენგან მოდის, შენ განაგებ ყოველივეს, შენს ხელშია ძალა და ძლიერება, შენს ხელთაა ყოველივეს განდიდება და განმტკიცება. აწ გაქებთ, ღმერთო ჩვენო, და ვადიდებთ შენს დიდებულ სახელს.

ფსალმუნები 40:13
კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, უკუნითი უკუნისამდე! ამინ, ამინ.

ფსალმუნები 105:48
კურთხეულ არის უფალი, ღმერთი ისრაელისა, ამიერიდან და უკუნისამდე! და თქვას მთელმა ხალხმა: ამინ! ადიდეთ უფალი!

რომაელთა 11:33-36
ო, ვინ შეიცნობს ღმერთის სიბრძნისა და შემეცნების სიმდიდრეს! როგორი ჩაუწვდომელია მისი განსჯანი და მიუკვლეველი მისი გზები! რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება? ვინ იყო მისი მრჩეველი? ან წინასწარ ვინ მისცა მას, რომ მიეზღოს სამაგიერო? რადგან ყოველივე მისგან, მის მიერ და მის მიმართ არის. მას დიდება უკუნისამდე! ამინ.

ფსალმუნები 56:5
ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო! მთელს დედამიწაზე იყოს შენი დიდება!

მათეს 21:9
ხოლო ხალხი, რომელიც წინ უძღოდა და უკან მისდევდა, შესძახოდა: „ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! ოსანა მაღალთა შინა!

ლუკას 19:38
ამბობდნენ: „კურთხეულია უფლის სახელით მომავალი მეფე! მშვიდობა ცაზე და დიდება მაღალთა შინა!“

ეფესელთა 3:21
მას დიდება ეკლესიაში და ქრისტე იესოში, ყველა თაობის მიმართ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

1 ტიმოთეს 1:17
ხოლო საუკუნეთა მეფეს, უხრწნელს, უხილავს, ერთადერთ ღმერთს – დიდება და პატივი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ებრაელთა 13:20-21
ხოლო მშვიდობის ღმერთმა, რომელმაც საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით ამოიყვანა ცხვრების დიადი მწყემსი, უფალი ჩვენი იესო, სრულგყოთ ყოველ კეთილ საქმეში მისი ნების შესასრულებლად. მას, რომელიც იესო ქრისტეს მეშვეობით ჩვენში მის წინაშე მოსაწონს აკეთებს, დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

2 პეტრეს 3:18
არამედ იზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს მადლსა და ცოდნაში. მისია დიდება აწ და საუკუნო დღის მიმართ. ამინ.

გამოცხადება 5:12-13
რომლებიც დიდი ხმით ამბობდნენ: „ღირსია დაკლული კრავი, მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა.“ და ყოველი ქმნილება ცაში და მიწაზე, მიწის ქვეშ და ზღვაში, და ყველაფერი, რაც მათშია, მესმოდა, რომ ამბობდა: „ტახტზე მჯდომარესა და კრავს კურთხევა და პატივი და დიდება, და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე.“

ესაია 6:3
და ასე გასძახოდნენ ერთიმეორეს: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ცაბაოთ, სავსეა მთელი ქვეყანა მისი დიდებით!“

გამოცხადება 19:1
ამის შემდეგ გავიგონე ზეცაში დიდი ხმა, როგორც ხმა ბევრი ხალხისა, რომელიც ამბობდა: „ალილუია! ხსნა, დიდება და ძალა ჩვენს ღმერთს!