დროის მართვა ბიბლიის მუხლები

ეფესელთა 5:15-17
მაშ, ფრთხილად მოიქეცით – არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი. გამოისყიდეთ დრო, ვინაიდან ბოროტნი არიან დღენი. მაშ, ნუ იქნებით უგუნურები, არამედ შეეცადეთ ჩაწვდეთ, რა არის ღმერთის ნება.

კოლოსელთა 4:5
ბრძნულად მოიქეცით გარეშეთა მიმართ და გამოისყიდეთ დრო.

იგავნი 31:25
ძალითა და ღირსებით არის შემოსილი და უღიმის მომავალს.

ფსალმუნები 89:12
გვასწავლე ჩვენი დღეების დათვლა, რომ გულს სიბრძნე შევძინოთ.

იაკობის 1:5
თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად მიმცემს, და მიეცემა.

2 კორინთელთა 4:18
რადგან ჩვენ ვუმზერთ არა ხილულს, არამედ უხილავს. რადგან ხილული დროებითია, ხოლო უხილავი კი – საუკუნო.

ეკლესიასტე 3:11
მან თავის დროზე, ყოველივე მშვენივრად შექმნა; თვით მარადიულობა ჩადო მათ გულებში, თუმცა, თავიდან ბოლომდე მაინც ვერ ჩაწვდება ადამიანი ღვთის ნამოქმედარს.

იგავნი 21:5
ბეჯითის ზრახვანი მხოლოდ მატებისკენაა, დაუდევარი კი გაღატაკდება.

იგავნი 6:6-8
ჭიანჭველასთან მიდი უქნარავ, მის გზებს დააკვირდი, და ჭკუა ისწავლე. არც უფროსი ჰყავს მას, არც ბატონი და არც ზედამხედველი; ზაფხულში იმარაგებს თავის საზრდოს, მკის დროს აგროვებს თავის საკვებს.

იგავნი 16:9
კაცი თავის გულში გეგმავს გზას, ნაბიჯებს კი უფალი წარუმართავს.

ფსალმუნები 54:16-17
მე კი ღმერთს მოვუხმობ და მიშველის უფალი.  საღამოთი, დილით და შუადღით შევევედრები, შევტირებ და მოისმენს ჩემს ხმას.

1 პეტრეს 4:10
თითოეული იმ ნიჭით ემსახურეთ ერთმანეთს, რაც მიგიღიათ, როგორც შეეფერება ღვთის მრავალგვარი მადლის კარგ მნეს.

Advertisements