დროული გამოჩენა ბიბლიის მუხლები

გალატელთა 4:4
და როცა მოვიდა სისავსე ჟამსა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც დედაკაცისაგან იშვა, და დაემორჩილა იგი რჯულს

იოანეს 4:14
მოისმინა იესომ და უთხრა: „ეს სნეულება სასიკვდილო არ არის, არამედ ღვთის სადიდებლადაა, რათა მისით განდიდდეს ძე ღვთისა.” იესოს უყვარდა მართა, მისი და, და ლაზარე. როცა გაიგო, რომ ავად იყო, ორი დღე დარჩა იმ ადგილზე, სადაც იმყოფებოდა. ამის შემდეგ ეუბნება მოწაფეებს: „ისევ იუდეაში წავიდეთ.” უთხრეს მას მოწაფეებმა: „რაბი, იუდეველები ახლახან შენს ჩაქოლვას ცდილობდნენ და კიდევ იქ მიდიხარ?” მიუგო იესომ: „თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არ წაიბორძიკებს, რადგან ამ სოფლის ნათელს ხედავს. ღამით მოარული კი წაიბოძიკებს, რადგან ნათელი არ არის მასში.” ეს თქვა და მერე ეუბნება მათ: „ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, დაიძინა, მაგრამ მე მის გასაღვიძებლად მივდივარ.” უთხრეს მოწაფეებმა მას: „უფალო, თუ დაიძინა, გამოკეთდება.” იესომ მის სიკვდილზე თქვა, მათ კი ეგონათ, რომ ბუნებრივ ძილზე ამბობდა. მაშინ უთხრა მათ იესომ გაცხადებით: „ლაზარე მოკვდა.

დაბადება 18:14
განა უფლისთვის შეუძლებელია რამე? დათქმულ ჟამს დავბრუნდები შენთან, გაისად, და სარას ეყოლება ძე.”

დაბადება 19:15-16
და როგორც კი ინათა, ანგელოზებმა ააჩქარეს ლოტი ამ სიტყვებით: „ადექ, წაიყვანე შენი ცოლი და შენი ორი ასული, აქ რომ არიან, რათა არ დაიღუპო ქალაქის ურჯულოებაში.” მაგრამ აყოვნებდა და იმ კაცებმა ჩასჭიდეს ხელი მას, მის ცოლს და მის ორ ასულს, მათდამი უფლის წყალობის გამო, და გაიყვანეს იგი ქალაქის გარეთ.

დაბადება 21:2
და დაორსულდა სარა და უშვა აბრაამს მისი სიბერის ძე, სწორედ იმ დროს, როგორც თქვა ღმერთმა.

ეკლესიასტე 3:1
ყოველივეს თავისი დრო და ყოველ საგანს თავისიჟამი აქვს ცის ქვეშ:

აბაკუმი 2:3
რადგან უკვე დათქმული ჟამისთვის არის ხილვა და ბოლოს გაცხადდება, არ გამტყუნდება. თუ დააგვიანდეს, დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება.

ფსალმუნები 26:14
მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული, და გქონდეს უფლის იმედი.

ეკლესიასტე 8:6
რადგან ყოველ საქმეს თავისი ჟამი და წესი აქვს, მაგრამ ადამიანს მძიმედ აწევს უბედურება.