დრტვინვა ბიბლიის მუხლები

ლუკას 5:30-31
მწიგნობრები და ფარისევლები დრტვინავდნენ და ეუბნებოდნენ მის მოწაფეებს: „რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?” მიუგო მათ იესომ პასუხად: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ.

იოანეს 6:41-44
დრტვინავდნენ იუდევლები მის გამო, რადგან თქვა: „მე ვარ პური, ზეციდან ჩამოსული”. ამბობდნენ: „ეს ხომ იესოა, იოსების ძე, ხომ ვიცნობთ მის მამას და მის დედას? როგორღა ამბობს, ზეციდან ჩამოვედიო?” უთხრა მათ იესომ: „ნუ დრტვინავთ ერთმანეთში. არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ მამამ, ჩემმა მომავლინებელმა არ მოიყვანა; და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.

იგავნი 19:3
ადამიანს თავისი უგუნურება უმრუდებს გზაკვალს, მისი გული კი უფალზე წყრება.

რიცხვნი 14:2-3
წუწუნებდნენ ისრაელიანები მოსეზე და აჰარონზე და უთხრა მათ მთელმა თემმა: „ნეტავ ეგვიპტეში მოვმკვდარიყავით ან ამ უდაბნოში დავხოცილიყავით! რისთვის მივყავართ უფალს ამ ქვეყანაში, რათა მახვილით დავეცეთ? ნადავლად იქცევიან ჩვენი ცოლები და ჩვენი ბავშვები. განა უმჯობესი არ იქნება ჩვენთვის ეგვიპტეში დაბრუნება!”

მეორე რჯული 9:8
ხორებშიც განარისხეთ უფალი და განადგურება დაგიპირათ თქვენზე გამწყრალმა.

1 კორინთელთა 10:10-11
არც იდრტვინოთ, როგორც ზოგიერთი მათგანი დრტვინავდა, და დაიღუპნენ მომსვრელისგან. ყოველივე ეს, სანიმუშოდ დაემართათ მათ და აღწერილია ჩვენს შესაგონებლად, ვინც საუკუნეთა აღსასრულს მიაღწია.

ფილიპელთა 2:13-15
რადგან ღმერთი ბადებს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც მისი სათნოებისამებრ. ყველაფერი წუწუნის გარეშე და უყოყმანოდ გააკეთეთ. რათა შეიქნათ უბიწონი და სუფთანი, ღვთის შეუბილწავი შვილები ჭირვეულ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ისე ანათებთ, როგორც მნათობები სამყაროში;

საქმეები 6:1
იმ დღეებში, მოწაფეები რომ მომრავლდნენ, გაბერძნებულთა შორის დრტვინვა დაიწყო ებრაელობის წინააღმდეგ, რადგან უგულებელყოფილი იყო მათი ქვრივების ყოველდღიური მომსახურება.

იოანეს 6:43
უთხრა მათ იესომ: „ნუ დრტვინავთ ერთმანეთში.

გამოსვლა 16:2
ებუზღუნებოდა ისრაელის ძეთა ყოველი თემი მოსესა და აჰარონს უდაბნოში.

გამოსვლა 15:24
და ებუზღუნებოდა ხალხი მოსეს: „რა დავლიოთ?”