ძალა ღვთის მეშვეობით ბიბლიის მუხლები

საქმეები 3:12
ეს რომ დაინახა, პეტრემ ხალხს მიმართა: კაცნო ისრაელიანნო, რად გიკვირთ ეს? ანდა რატომ გვიყურებთ ისე, თითქოს ჩვენი საკუთარი ძალითა და ღვთისმოსაობით დავაყენეთ იგი ფეხზე?

2 კორინთელთა 4:7
მაგრამ, ეს განძი თიხის ჭურჭლებში გვაქვს, რათა აღმატებული ძლიერება ღვთისგან იყოს და არა ჩვენგან.

2 კორინთელთა 12:9
და მითხრა: საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა. ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემს უძლურებებში, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში!

ეფესელთა 1:19-20
და რა განუზომელია მისი ძალის სიდიადე ჩვენში, რომელთაც გვწამს მისი ყოვლისმპყრობელი ძალის მოქმედებით, რომლითაც იმოქმედა ქრისტეში, მკვდრეთით აღადგინა და დასვა თავის მარჯვნივ ზეცაში;

ეფესელთა 3:20
ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით შეუძლია განუზომლად მეტის კეთება, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან ვფიქრობთ,

კოლასელთა 1:29
ამისთვის ვშრომობ მეც, და ვიღწვი მისი ძალით, რომელიც ძლიერად მოქმედებს ჩემში.

2 კორინთელთა 6:7
ჭეშმარიტების სიტყვაში, ღვთის ძალაში, სიმართლის იარაღით მარჯვენასა და მარცხენაში,

დანიელი 2:23
გაქებ და გადიდებ შენ, ჩემი მამების ღმერთს, რომელმაც სიბრძნე და ძლიერება მომეცი და ახლა ისიც მაუწყე, რაც გთხოვეთ, ვინაიდან გაგვიმხილე მეფის საქმე.

დანიელი 2:37
აჰა, მეფე ხარ შენ, მეფეთ-მეფე; რომლისთვისაც ციურ ღმერთს აქვს მიცემული მეფობა, ხელმწიფება, ძალა და დიდება.

1 იოანეს 4:4
შვილებო, თქვენ ღვთისგან ხართ და სძლიეთ მათ, ვინაიდან ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც ქვეყნიერებაზეა.

ლუკას 9:1
მოუხმო თორმეტს, მისცა მათ ძალა და ხელმწიფება ყველა ეშმაკზე, და სნეულებათა განსაკურნებლად.

იოანეს 14:12
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვისაც ჩემი სწამს, საქმეებს, მე რომ ვაკეთებ, ისიც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გააკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ.

საქმეები 4:33
მოციქულები დიდი ძალით მოწმობდნენ უფალ იესოს აღდგომას, და დიდი მადლი იყო ყველა მათგანზე.

1 კორინთელთა 15:43
ითესება დამცირებით და აღდგება დიდებით; ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებით;

2 კორინთელთა 10:4
ვინაიდან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი არ არის, არამედ ღვთის ძალაა, რათა დავანგრიოთ სიმაგრენი;

კოლასელთა 1:11
მთელი ძალით გაძლიერდეთ მისი დიდების ძლიერებისამებრ, ყოველგვარ მოთმინებასა და სულგრძელობაში, სიხარულით.

2 თესალონიკელთა 1:11
ამიტომ გამუდმებით ვლოცულობთ თქვენთვის, რომ ჩვენმა ღმერთმა გაგხადოთ მოწოდების ღირსნი და ძალით სრულყოს ყოველგვარი სასიკეთო სურვილი და რწმენის საქმე.

2 ტიმოთეს 1:8
მაშ, ნუ შეგრცხვება ჩვენი უფლის მოწმობისა, ასევე ნურც ჩემი – მისი პატიმრისა, არამედ იტანჯე ჩემთან ერთად სახარებისთვის ღვთის ძალით,

გოდება იერემიასი 2:17
შეასრულა უფალმა, რაც განიზრახა; აასრულა თავისი ნათქვამი, რაც პირველივე დღეებში ბრძანა; დაამხო და არ შეიბრალა, მტერი გაახარა შენზე, შემაჭირვებელთა რქა მოამაღლა.

Advertisements