ძალა ბიბლიის მუხლები

ფილიპელთა 4:13
ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში, ქრისტეში.

ესია 40:29
აძლევს ძალას დაღლილს და უძლურს სიმტკიცეს უმატებს. ეფესელთა 6:10 და ბოლოს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით.

ეფესელთა 6:10
და ბოლოს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით.

ესაია 40:31
ხოლო უფლის მოიმედენი ძალას განიახლებენ; ასწევენ ფრთებს, როგორც არწივები, გაიქცევიან და არ დაიქანცებიან, ივლიან და არ დაიღლებიან.

მარკოზის 12:30
და: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით, – აი, უპირველესი მცნება.

2 კორინთელთა 12:9-10
და მითხრა: „გეყოფა ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა.“ ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემი უძლურებებით, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში. ამიტომ კმაყოფილი ვარ უძლურებაში, შეურაცხყოფაში, გაჭირვებაში, დევნაში და შევიწროებაში ქრისტეს გულისათვის. ვინაიდან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი.

ფსალმუნები 45:1
ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, შემწე გაჭირვებაში, საძებარი ფრიად.

ფსალმუნები 119:14
ჩემი ძალა და სიმღერაა უფალი, და ის იქნება ჩემი მშველელი.

ესაია 12:2
აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა, მივენდობი და არ შემეშინდება, რადგან ჩემი ძალა და სიმღერა უფალი ღმერთია. ის მყავდა მე ხსნად.”

აბაკუმი 3:19
უფალი ღმერთია ჩემი ძალა. ირმის ფეხებს შემაბამს და ჩემს გორაკებს მომატარებს.

ეფესელთა 3:16
რომ მოგცეთ ძალა თავისი დიდების სიმდიდრით, თავისი სულით შინაგან კაცში განსამტკიცებლად.

1 კორინთელთა 16:13
იფხიზლეთ, მტკიცედ იდექით რწმენით, მხნედ იყავით და გაძლიერდით.

გამოსვლა 15:2
ჩემი ძალა და გალობაა უფალი. ის მყავდა მხსნე­ლად, იგია ჩემი ღმერთი, და განვადიდებ მას; ჩემი მამის ღმერთია და ავამაღლებ მას.

იობი 12:16
მასთანაა ძალი და ნამდვილი სიბრძნე, მისია მოტყუებული და მომტყუებელი.

1 მეფეთა 2:9
თავის წმიდათა ნაბიჯებს იცავს, უკეთურები ბნელში ინთქმებიან, რადგან საკუთარი ძალით ვერ იმარჯვებს კაცი.

ლუკას 6:19
მთელი ხალხი ცდილობდა შეხებოდა მას, ვინაიდან მისგან გამოდიოდა ძალა და ყველას კურნავდა.

რომაელთა 1:20
ვინაიდან მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება სოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე რომ, მათ პატიება არა აქვთ.

გალატელთა 5:8
ვინაიდან ქრისტეში ძალა არა აქვს არც წინადაცვეთას, არც წინადაუცვეთელობას, არამედ სიყვარულით მოქმედ რწმენას.

კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s