ძუნწები ბიბლიის მუხლები

იგავნი 18:11
მდიდრის ქონება მისი ძლიერი ქალაქია და მაღალი გალავანივითაა მის ფიქრებში.

იგავნი 11:26
მარცვლეულის დამჭერს ერი წყევლის, გამცემის თავზე კი კურთხევაა.

საქმეები 5:1-11
ერთმა კაცმა, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან, საფირასთან ერთად, ნაკვეთი გაყიდა. და გადამალა საფასურიდან; ეს მისმა ცოლმაც იცოდა, რაღაც ნაწილი კი მოიტანა და მოციქულთა ფერხთით დადო. პეტრემ უთხრა: „ანანია, რატომ აღავსო შენი გული სატანამ, რომ მოგეტყუებინა სულიწმიდა და გადაგემალა ნაკვეთის საფასურიდან? განა, გაყიდვამდე შენი არ იყო და გაყიდულიც ხელთ არ გქონდა? რაღატომ ჩაიდე ეს საქმე გულში? შენ ადამიანებს კი არა, ღმერთს ეცრუე!” ამ სიტყვების გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა. ყოველი, ვისაც ეს ესმა, დიდმა შიშმა მოიცვა. წამოდგნენ ჭაბუკები, შეახვიეს იგი, გაიტანეს და დამარხეს. სამიოდე საათის შემდეგ, მისი ცოლიც შემოვიდა, რომელმაც არ იცოდა, რა მოხდა. პეტრემ ჰკითხა: „მითხარი, განა ამდენად გაყიდეთ მიწა?” მიუგო: „დიახ, ამდენად”. პეტრემ უთხრა: „რატომ შეითქვით, რომ გამოგეცადათ უფლის სული? აჰა, კარში დგანან შენი ქმრის დამმარხავთა ფეხნი, და შენც გაგიტანენ”. მაშინვე დაეცა იგი მის ფეხებთან და სული განუტევა. შემოსულმა ჭაბუკებმა მკვდარი იპოვეს იგი, გაიტანეს და ქმრის გვერდით დამარხეს. დიდმა შიშმა მოიცვა მთელი ეკლესია და ყველა, ვისაც ეს ესმა.

ლუკას 12:15
უთხრა: „იფხიზლეთ და დაიცავით თავი ანგარებისგან, რადგან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული”.

ლუკას 12:16-21
და უთხრა მათ იგავი: „ერთ მდიდარ კაცს ყანაში კარგი მოსავალი მოუვიდა. იფიქრა თავისთვის: რა ვქნა, ვინაიდან არ მაქვს მოსავლის დასაბინავებელი? თქვა, ასე მოვიქცევი: ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ შევინახავ მთელ ჩემს ხორბალსა და დოვლათს. და ვეტყვი საკუთარ თავს: ჩემო თავო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი, მრავალი წლის საკმარი; მოისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე. მაგრამ უთხრა ღმერთმა: უგუნურო, ამაღამ მოგთხოვენ შენს სულს, და რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება? ასე მოუვა ყველას, ვინც თავისთვის იუნჯებს და ღმერთში არ მდიდრდება”.

მათეს 6:19
ნუ დაიუნჯებთ დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ.

მათეს 6:24
არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე მოიძულოს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც.

1 ტიმოთეს 6:9-10
გამდიდრების მსურველნი კი ცვივიან განსაცდელსა და მახეში, ასევე მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში, რომლებიც გასანადგურებლად და დასაღუპად ითრევენ ადამიანს; ვინაიდან ვერცხლისმოყვარეობაა ყოველგვარი ბოროტების ფესვი და ზოგიერთები, ვინც ამან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს.

კოლოსელთა 3:5
მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა.

იგავნი 11:24
ზოგი ხელგაშლილია, მაგრამ გამუდმებით ემატება, ზოგი ხელმოჭერილია, მაგრამ მაინც უჭირს.

იგავნი 5:13
დიდი ბოროტება ვიხილე მზის ქვეშ: სიმდიდრე, თავის პატრონის მიერ შენახული – მისდა საუბედუროდ.

იგავნი 21:13
ვინც ყურს მოიყრუებს ღარიბის ღაღადზე, თვითონაც მოუხმობს ერთ დღეს და არავინ უპასუხებს.

იგავნი 23:6-7
ძუნწი კაცის პურს ნუ შეჭამ და მის ნუგბარს ნუ ისურვებ, რადგან როგორც გულში ფიქრობს, ისეთია იგი: ჭამე და სვიო გეტყვის, მისი გული კი შენთან არ იქნება.

ეკლესიასტე 4:7-8
და კვლავ ვიხილე ამაოება მზისქვეშეთში. იყო კაცი მარტოხელა: არც ძე ჰყავდა, არც – ძმა, მის შრომას კი ბოლო არ უჩანდა და ვერც მისი თვალები ძღებოდა სიმდიდრით. „ვისთვის ვშრომობ და სიკეთეს რისთვისღა ვაკლებ ჩემს სულს?” – ესეც ამაოება და ავი საქმეა!

1 ტიმოთეს 6:7
რადგან არც არაფერი მოგვიტანია წუთისოფლად და ვერც ვერაფერს წავიღებთ მისგან.


მსგავსი თემები:

სიხარბე

Advertisements