ძვლები ბიბლიის მუხლები

დაბადება 2:23
და თქვა ადამმა: „ეს ძვალი ჩემს ძვალთაგანია, ეს ხორცი ჩემს ხორცთაგანია. და ეწოდოს მას დედაკაცი, რადგან კაცისგანაა გამოღებული იგი.

ლუკას 24:39
შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს. ეს მე ვარ თვითონ. შემეხეთ მე და ნახეთ, რადგან სულს არა აქვს ხორცი და ძვლები, მე კი მაქვს, როგორც ხედავთ.”

დაბადება 29:14
შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს. ეს მე ვარ თვითონ. შემეხეთ მე და ნახეთ, რადგან სულს არა აქვს ხორცი და ძვლები, მე კი მაქვს, როგორც ხედავთ.”

1 ნეშტთა 11:1
მოვიდაა მთელი ისრაელი დავითთან ხებრონში და უთხრეს: „აჰა, შენი ძვალი და ხორცი ვართ.

ფსალმუნები 34:10
ყოველნი ძვალნი ჩემნი იტყვიან: „უფალო, ვინ არის შენი მსგავსი, შენი, რომელიც იხსნი საწყალს ძლიერისაგან, ღარიბს და ღატაკს – მისი მძარცველისაგან?”

იგავნი 12:4
გამრჯე ქალი გვირგვინია თავისი ქმრისა, შემარცხვენელი კი – როგორც ხრწნა მის ძვლებში.

იგავნი 15:30
თვალთა სინათლე ახარებს გულს, კარგი ამბავი კი ძვალს აპოხიერებს.

იგავნი 17:22
მხიარული გული ხელს უწყობს კურნებას, ხოლო დავრდომილი სული ძვალს ახმობს.

გამოსვლა 12:46
ერთ სახლში უნდა შეიჭამოს. არ გაიტანოთ ეს ხორცი სახლიდან გარეთ და ძვალი მისი არ დაამტვრიოთ.

იოანეს 19:36
რადგან ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წერილი: „მისი ძვალი არ შეიმუსრება.”

დაბადება 50:25
და დააფიცა იოსებმა ისრაელის ძენი: „როცა გაგიხსენებთ ღმერთი, წაიღეთ ჩემი ძვლები აქედან!”

ებრაელთა 11:22
რწმენით მოიხსენია იოსებმა აღსასრულისას ისრაელიანთა გამოსვლა და ანდერძი დატოვა თავისი ძვლების შესახებ.

ეზეკიელი 37:2-4
და მომატარა მათ შორის ირგვლივ და ძალზე ბევრი იყო ისინი ველის პირზე და აჰა, ძალზე გამხმრები იყო. და მკითხა მან: „ძეო კაცისავ! გაცოცხლდებიან ეს ძვლები თუ არა?” და ვუთხარი მე: ‘უფალო ღმერთო, მხოლოდ შენ უწყი!” და მითხრა მან: ‘იწინასწარმეტყველე ამ ძვლებზე და უთხარი მათ: ‘გამხმარო ძვლებო, ისმინეთ სიტყვა უფლისა.’

4 მეფეთა 23:13-14
და წაბილწა გორაკები, იერუსალიმის გასწვრივ რომ არის, წარწყმედის მთის მარჯვნივ, მეფემ რომ მოუწყო ყაშთორეთს – ციდონელთა სიბილწეს, ქამოშს – მოაბის სიბილწეს, და მილქომს – ყამონის ძეთა სისაძაგლეს. და დალეწა სვეტები და გაჩეხა აშერები, ადამიანის ძვლებით აავსო ის ადგილი.

ფსალმუნები 52:5
იქ შეშინდნენ შიშით, სადაც არ იყო შიში; რადგან ღერთი განაბნევს შენზე ამხედრებულთა ძვლებს; შენ შეარცხვენ მათ, რადგან ღმერთმა უკუაგდო ისინი.

იერემია 8:1
გაგრძელება „იმ დროს,” – სიტყვა უფლისა, – „ამოიღებენ მათი საფლავებიდან იუდას მეფეთა და მის მთავართა, მის მღვდელთა, მის წინასწარმეტყველთა და იერუსალიმის მცხოვრებთა ძვლებს.

ეზეკიელი 6:5
და დავყრი ისრაელის ძეთა გვამებს მათი კერპების წინ და გავფანტავ თქვენს ძვლებს თქვენი სამსხვერპლოების ირგვლივ.

ეკლესიასტე 11:5
როგორც არ იცი ქარის გზა და როგორ წარმოიქმნება ძვალნი ორსულის მუცელში, ისე ვერ შეიცნობ საქმეს ღვთისას, რომელიც ყოველივეს იქმს.

გამოსვლა 13:19
და თან წამოიღო მოსემ იოსების ძვლები, რადგან იოსებს ფიცით დაფიცებული ჰყავდა ისრაელის ძენი: „როცა მოხედვით მოგხედავთ ღმერთი, თან წაიღეთ ჩემი ძვლები აქედან.”

იესო ნავეს ძე 24:32
და იოსების ძვლები, ისრაელის ძეებმა რომ ამოიტანეს ეგვიპტიდან, დაკრძალეს შექემში, იმ მინდვრის ნაკვეთზე, რომელიც ნაყიდი ჰქონდა იაკობს შექემის მამის, ხამორის ძეთაგან, ას კესიტად, და ერგო იოსების ძეთ სამკვიდროდ.

მიქა 3:2
სიკეთის მოძულენი და ბოროტების მოყვარულნი ხართ; ტყავს აძრობთ ჩემს ხალხს და ძვლებიდან ხორცს აგლეჯთ.

აბაკუმი 3:16
გავიგონე და შემეძრა შიგნეული, მის ხმაზე ამითრთოლდა ბაგეები, ტეხა დამიწყეს ძვლებმა და ადგილზე დავბარბაცდი. მაგრამ მშვიდად დაველოდები გასაჭირის დღეს, როცა ჩემს ხალხს გასაძარცვად დაესხმიან.

მათეს 23:27
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, შეთეთრებულ სამარხებს რომ ჰგავხართ, რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან, შიგნით კი სავსეა მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმიდურებით.

Advertisements