ეგოიზმი ბიბლის მუხლები

ფილიპელთა 2:3-4
არაფერი გააკეთოთ ანგარებით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით; საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი. თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც.

იაკობის 3:14-16
მაგრამ თუ გული მწარე შურითა და შუღლით გაქვთ სავსე, ნუ ტრაბახობთ და ნუ ცრუობთ ჭეშმარიტების წინააღმდეგ. ეს არ არის მაღლიდან ჩამომავალი სიბრძნე, არამედ მიწიერი, მშვინვიერი, ეშმაკური. რადგან, სადაც შური და შუღლია, იქ შფოთი და ყოველგვარი ბოროტმოქმედებაა.

რომაელთა 8:5
ვინაიდან ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან, სულიერზე.

2 კორინთელთა 5:15
ქრისტე კი ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა.

2 ტიმოთეს 3:1-2
ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში დადგება საზარელი ჟამი, ვინაიდან ადამიანები იქნებიან საკუთარ თავზე შეყვარებულნი, ვერცხლის მოყვარენი, მკვეხარანი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი,

1 იოანეს 3:17
ვისაც ამქვეყნიური ქონება აქვს, მაგრამ ძმას გაჭირვებაში ხედავს და გულს იკეტავს, როგორ დარჩება მასში ღვთის სიყვარული?

1 კორინთელთა 10:24
არავინ ეძებოს თავისი სარგებელი, არამედ სხვისი.

1 კორინთელთა 13:5
უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძიებს, არ რისხდება და ბოროტს არ განიზრახავს,

ფილიპელთა 2:21
რადგან ყველანი თავისას ეძებენ და არა იმას, რაც იესო ქრისტესია.

იგავნი 18:1
თავნება კაცი თავის სურვილებს მიჰყვება და ყოველგვარ საღ აზრს ეწინააღმდეგება.

რომაელთა 2:8
ხოლო მათ, ვინც ანგარია და არ ემორჩილება ჭეშმარიტებას, არამედ უმართლობას გადაეცა – რისხვასა და გულისწყრომას.

ეფესელთა 2:3
რომელშიც ოდესღაც ჩვენც მიმოვდიოდით ყველანი, ჩვენი ხორციელი გულისთქმებით და ვასრულებდით ხორცისა და გულის ზრახვათა ნებას, და ბუნებით რისხვის შვილები ვიყავით, როგორც დანარჩენები.

მსაჯულნი 17:6
იმ დღეებში მეფე არ იყო ისრაელში და თითოეული იმას აკეთებდა, რაც თვითონ მიაჩნდა სამართლიანად.

მარკოზის 12:7
მევენახეებმა კი ერთმანეთს უთხრეს: ეს მისი მემკვიდრეა. მოდით, მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩებაო.

ლუკას 12:13-21
ხალხიდან ვიღაცა შეესიტყვა: „მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, რომ მემკვიდრეობა გამიყოს”. მან კი უთხრა მას: „ადამიანო, ვინ დამაყენა თქვენს მსაჯულად ან გამყოფად?” უთხრა: „იფხიზლეთ და დაიცავით თავი ანგარებისგან, რადგან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული”. და უთხრა მათ იგავი: „ერთ მდიდარ კაცს ყანაში კარგი მოსავალი მოუვიდა. იფიქრა თავისთვის: რა ვქნა, ვინაიდან არ მაქვს მოსავლის დასაბინავებელი? თქვა, ასე მოვიქცევი: ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ შევინახავ მთელ ჩემს ხორბალსა და დოვლათს. და ვეტყვი საკუთარ თავს: ჩემო თავო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი, მრავალი წლის საკმარი; მოისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე. მაგრამ უთხრა ღმერთმა: უგუნურო, ამაღამ მოგთხოვენ შენს სულს, და რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება? ასე მოუვა ყველას, ვინც თავისთვის იუნჯებს და ღმერთში არ მდიდრდება”.

ფილიპელთა 1:17
მეორენი კი ჯიბრით, არაწმიდად ქადაგებენ ქრისტეს, რადგან ფიქრობენ, რომ ამით ჭირს მიუმატებენ ჩემს ბორკილებს.

დანიელი 4:30-31
თქვა მეფემ: „განა ეს დიადი ბაბილონი არ არის, მე რომ ავაშენე მეფის სამკვიდრებლად, ჩემი ძლიერებითა და ჩემი სიდიადის წარმოსაჩენად?” ჯერ კიდევ პირზე ჰქონდა მეფეს ეს სიტყვა, რომ ხმა ჩამოესმა ზეციდან: „შენ გეუბნებიან, მეფე ნაბუქოდონოსორ, გამოგეცალა სამეფო!

დაბადება 11:4
თქვეს: „ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, რომლის თხემიც ცას მისწვდება. და ასე შევიქმნით სახელს, თორემ გავიფანტებით დედამიწის ზურგზე”.

მარკოზის 10:35-37
მივიდნენ მასთან ზებედეს ძენი – იაკობი და იოანე, და უთხრეს: „მოძღვარო, გვინდა, რომ შეგვისრულო, რასაც გთხოვთ”. ჰკითხა: „რა გინდათ, რომ შეგისრულოთ?” მათ უთხრეს: „ნება მოგვეცი, ერთი ჩვენგანი მარჯვნივ დაგიჯდეს, ხოლო მეორე – მარცხნივ, შენს დიდებაში”.

ფსალმუნები 118:36
შენი მოწმობებისკენ მიმართე ჩემი გული და არა ანგარებისკენ.

რომაელთა 15:3
ვინაიდან ქრისტეც არ ეძებდა სიამეს თავისთვის, არამედ როგორც წერია: „შენი მლანძღველების ლანძღვა დამატყდა მე”.

რომაელთა 6:6
რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვას დამონებულნი.

იოანეს 13:34
ახალ მცნებას გაძლევთ, გიყვარდეთ ერთმანეთი! როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.

რომაელთა 13:8-10
არავისი არაფერი დაგედოთ ვალად, გარდა ერთიმეორის სიყვარულისა, ვინაიდან სხვისი მოყვარული ასრულებს რჯულს. რადგან მცნებანი: არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუ მოწმე, არ ინდომო და სხვა ამგვარნი შედის ამ სიტყვაში: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”. სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს. ამიტომ სიყვარული რჯულის აღსრულებაა.

Advertisements