ეკლესიის საძირკველი ბიბლიის მუხლები

1 კორინთელთა 3:11
რადგან არავის ძალუძს სხვა საძირკველი ჩაყაროს, გარდა იმისა, რაც დადებულია, რომელიც არის იესო ქრისტე.

მათეს 16:18
და მე გეუბნები შენ, რომ შენ ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას.

ეფესელთა 2:20
შენდებით რა მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე, სადაც თვითონ ქრისტე იესოა ქვაკუთხედი,

1 კორინთელთა 3:9
ვინაიდან ჩვენ ღმერთის თანამშრომელნი ვართ, თქვენ კი – ღმერთის ყანა და ღმერთის შენობა.

1 პეტრეს 2:5
თქვენც აშენდით ცოცხალი ქვებივით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად, რათა იესო ქრისტეს მეშვეობით შესწიროთ ღვთისთვის სასურველი სულიერი მსხვერპლები,

1 კორინთელთა 3:10
მე, ღმერთის მიერ ჩემთვის ბოძებული მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დავუდე, ხოლო სხვა აშენებს მასზე; მაგრამ თითოეულმა უყუროს, როგორ აშენებს.

რომაელთა 15:20
თანაც, ვცდილობდი არ მეხარებინა იქ, სადაც უკვე ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა სხვის საძირკველზე არ მეშენებინა,

Advertisements