ფსიქოლოგიური შეურაცხყოფა ბიბლიის მუხლები

1 პეტრეს 5:8
იყავით მღვიძარენი, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს.

ფსალმუნები 33:17-20
მოუხმობენ მართალნი და ისმენს უფალი – ყველა გასაჭირისგან იხსნის მათ. ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან და სულით მორჩილებს იხსნის. მრავალი სიავე ხვდება მართალს და ყველაფრისგან იხსნის უფალი. მის ყოველ ძვალს იცავს იგი, მათგან ერთიც არ შეიმუსრება.

1 კორინთელთა 10:13
არ შეგმთხვევიათ განსაცდელი, გარდა ადამიანურისა; ხოლო, ერთგულია ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელთან ერთად გამოსავალსაც გაგიჩენთ, რომ გადატანა შეიძლოთ.

იოანეს 8:32
შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ”.

გალატელთა 5:19-21
ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულობა, კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, ეჭვიანობა, რისხვა, შუღლი, უთანხმოება, განხეთქილება, სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მითქვამს, რომ ამის მკეთებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს.

რომაელთა 8:1
ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, ვინც ქრისტე იესოში დადის არა ხორციელად, არამედ სულიერად.

ებრაელთა 12:3
დაუკვირდით მას, ვინც ესოდენი სიძულვილი დაითმინა ცოდვილთაგან, რათა თქვენ არ გატეხილიყავით სულდაძაბუნებულნი.

ფსალმუნები 63:1
ისმინე ღმერთო, ჩემი წუხილის ხმა, მტრის შიშისგან დაიცავი ჩემი სიცოცხლე.

1 თესალონიკელთა 5:20-22
წინასწარმეტყველებას ნუ დაამცირებთ, არამედ ყველაფერი გამოსცადეთ და კეთილს ჩაეჭიდეთ. ერიდეთ ყოველგვარ ბოროტებას.

1 პეტრეს 2:1-2
ამრიგად, მოიშორეთ ყოველგვარი ბოროტება, ყოველგვარი მზაკვრობა და პირფერობა და შური და ყოველგვარი ავსიტყვაობა; როგორც ახალშობილმა ყრმებმა, ინატრეთ სულიერი, სუფთა რძე, რათა იმით გაიზარდოთ ხსნისათვის.