ფუჭი საუბარი ბიბლიის მუხლები

მათეს 12:36
თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს;

ფსალმუნები 11:2
ერთიმეორეს ატყუებენ, პირფერი ბაგეებით ორპირულად ლაპარაკობენ;

იობი 11:2
„განა უპასუხოდ დარჩება მრავალსიტყვაობა და გამართლდება მოლაყბე კაცი?

იობი 15:3
უნდა დაობდეს უსარგებლო ლაპარაკით ან სიტყვებით, რომლებშიც ხეირი არა ყრია რა?

იგავნი 10:19
ვინც ბევრს ლაპარაკობს, ცოდვას ვერ ასცდება, თავისი ენის მომთოკველი კი ბრძენია.

იგავნი 14:23
ყოველგვარ შრომას მოგება მოაქვს, ფუჭ სიტყვებს კი მხოლოდ – სიღარიბე.

იგავნი 29:11
ბრიყვი მთელ თავის შინაგანს გადმოღვრის, ბრძენი კი – თავშეკავებულია.

ეკლესიასტე 5:3
როგორც სიზმარი მოჰყვება მრავალ საზრუნავს, ისე უგუნურის ხმა – მრავალსიტყვაობას.

ეკლესიასტე 10:13
მისი სიტყვები უგუნურებით იწყება და ავი სიშლეგით მთავრდება.

ტიტეს 1:10
ვინაიდან ბევრია ურჩი, ყბედი და მატყუარა, განსაკუთრებით წინადაცვეთილთაგან,

Advertisements