ფულისადმი დამოკიდებულება ბიბლიის მუხლები


მეორე რჯული 18:8

უნდა გახსოვდეს უფალი, შენი ღმერთი, ვინაიდან ის გაძლევს ძალას სიმდიდრის შესაძენად, რათა დღევანდელივით აღასრულოს თავისი აღთქმა, რომლითაც შეჰფიცა შენს მამებს,

1 მეფეთა 2:7
უფალი აღარიბებს და ამდიდრებს, ამდაბლებს და აღამაღლებს.

3 მეფეთა 3:13
რაც არ გითხოვია, იმასაც მოგცემ: სიმდიდრეს და დიდებას, ისე რომ მთელ შენს სიცოცხლეში, არავინ იქნება შენი მსგავსი მეფეთა შორის.

იგავნი 8:18-21
ჩემთანაა სიმდიდრე და პატივი, ულევი დოვლათი და სიმართლე. ჩემი ნაყოფი ბაჯაღლო ოქროზე უმჯობესია და ჩემი მოსავალი – რჩეულ ვერცხლზე. სიმართლის გზით დავდივარ, სამართლიანობის ბილიკების შუაგულში, რათა სიმდიდრე დავუმკვიდრო ჩემს მოყვარულებს და ავავსო მათი საგანძურები.

1 ტიმოთეს 6:7
მდიდრებს ამ წუთისოფელში ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, ნურც მაცდურ სიმდიდრეზე დაიმედდებიან, არამედ – ცოცხალ ღმერთზე, რომელიც ყველაფერს უხვად იძლევა გასახარად,

მათეს 6:24
არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე მოიძულოს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც.

ლუკას 16:13-14
არც ერთ მსახურს არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ან იმ ერთს შეეთვისოს და მეორე მოიძულოს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც!” ყოველივე ეს ფარისევლებსაც ესმოდათ, რომლებიც ვერცხლის მოყვარულნი იყვნენ, და სასაცილოდ იგდებდნენ მას.

1 ტიმოთეს 3:3
არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, თვინიერი და არა ფულის მოყვარული,

2 ტიმოთეს 3:2
ვინაიდან ადამიანები იქნებიან საკუთარ თავზე შეყვარებულნი, ვერცხლის მოყვარენი, მკვეხარანი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი,

ებრაელთა 13:5
ვერცხლისმოყვარენი ნუ იქნებით; დასჯერდით იმას, რაც გაქვთ, რადგან თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ”.

1 პეტრეს 5:2
მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, არა იძულებით, არამედ ნებით და ღმერთისთვის სათნოდ, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით.

იობი 31:24
ან თუ ოქროზე ვდებდი იმედს და ბაჯაღლო მაძლევდა გაბედულებას?

ფსალმუნები 51:7-8
აგერ კაცი, რომელმაც ღმერთი არ მიიჩნია თავის სიმაგრედ, არამედ თავისი დიდი სიმდიდრის იმედი ჰქონდა და იმით მაგრდებოდა, როცა სხვებს ანადგურებდა. მე კი _ ღმერთის სახლში ამწვანებულ ზეთისხილის ხესავით ვარ, ღმერთის წყალობაზე ვარ მინდობილი უკუნითი უკუნისამდე.

ფსალმუნები 61:10
ნუ დაამყარებთ იმედს მძარცველობაზე და მტაცებლობას ნუ გამოედევნებით; თუ გაგიმრავლდა სიმდიდრე, გულს ნუ მიიდრეკ მისკენ.

იგავნი 11:4
ქონება ვერ გასარგებლებს რისხვის დღეს, სიმართლე კი სიკვდილისგან გიხსნის.

იგავნი 11:24
ზოგი ხელგაშლილია, მაგრამ გამუდმებით ემატება, ზოგი ხელმოჭერილია, მაგრამ მაინც უჭირს.

ესაია 10:3
რაღას იქმთ განკითხვისა და უბედურების დღეს, შორიდან რომ მოვა? ვისთან გაიქცევით დახმარების საძებნად და სად დატოვებთ თქვენს დიდებას?

იერემია 48:7
იმის გამო, რომ შენი შრომისა და საგანძურის იმედი გქონდა, შენც შეგიპყრობენ და ქემოშსაც გადაასახლებენ თავის მღვდლებთან და მთავრებთან ერთად.

ლუკას 12:16-21
და უთხრა მათ იგავი: „ერთ მდიდარ კაცს ყანაში კარგი მოსავალი მოუვიდა. იფიქრა თავისთვის: რა ვქნა, ვინაიდან არ მაქვს მოსავლის დასაბინავებელი? თქვა, ასე მოვიქცევი: ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ შევინახავ მთელ ჩემს ხორბალსა და დოვლათს. და ვეტყვი საკუთარ თავს: ჩემო თავო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი, მრავალი წლის საკმარი; მოისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე. მაგრამ უთხრა ღმერთმა: უგუნურო, ამაღამ მოგთხოვენ შენს სულს, და რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება? ასე მოუვა ყველას, ვინც თავისთვის იუნჯებს და ღმერთში არ მდიდრდება”.

იაკობის 1:11
ვინაიდან აღმოხდა მზე პაპანაქებით და გაახმო ბალახი, დაცვივდა მისი ყვავილი და მისი სახის მშვენება დაიკარგა. ასე დაჭკნება მდიდარი თავის გზაზე.

იაკობის 5:1-3
მოდით ახლა, მდიდრებო, იტირეთ და ივალალეთ იმ უბედურებისთვის, თქვენზე რომ მოდის. თქვენი სიმდიდრე დალპა, თქ­ვენი სამოსელი კი ჩრჩილმა შეჭამა. თქვენი ოქრო და ვერცხლი დაჟანგდა. მათი ჟანგი იქნება მოწმედ თქვენს წინააღმდეგ და ცეცხლივით შეჭამს თქვენს ხორცს. მოგროვებული გაქვთ განძი უკანასკნელი დღეებისთვის.

გამოცხადება 18:14
შენი გულის სასურველი ხილის ნაყოფი წავიდა შენგან, ყველაფერი პოხიერი და ბრწყინვალე გაგიქრა და ვეღარავინ იპოვის მათ.

ფსალმუნები 48:5-9
რატომ შევშინდე უბედურების ჟამს, როცა გარს შემომეხვევა ჩემი მოდავეების ბოროტება? თავიანთ ქონებაზე, რომ არიან დაიმედებულნი და სიმდიდრით რომ ტრაბახობენ. ვერ გამოიხსნის კაცს თავისი ძმა, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს; რადგან ძვირია მისი სიცოცხლის გამოსახსნელი, ვერ გადაიხდის უკუნისამდე, რომ სამარადისოდ იცოცხლოს და არ იხილოს საფლავი.

იერემია 9:23-34
ასე ამბობს უფალი: „ნუ დაიქადებს ბრძენი თავისი სიბრძნით, ძლიერი – თავისი ძალით და მდიდარი – თავისი სიმდიდრით. არამედ, ვინც იქადის, იმით დაიქადოს, რომ შეიგნო და მიცნობს, რადგან მე, უფალი ვიქმ წყალობას, სამართალსა და სიმართლეს ამ ქვეყნად, რადგან ეს მახარებს!” – ამბობს უფალი.

ოსია 12:8
თქვა ეფრემმა: „თუმცა გავმდიდრდი და ქონება შევიძინე, მთელ ჩემს ნაშრომში ვერ მიპოვნიან ურჯულოებას, რომელშიც შემიცოდავს”.

იაკობის 4:13-16
ახლა თქვენ, ვინც ამბობთ – დღეს თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთ წელს დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო; თუმცა ისიც კი არ იცით, ხვალ რა მოხდება, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ორთქლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება. ნაცვლად იმისა, რომ თქვათ – თუ ინებებს უფალი და ვიცოცხლებთ, ამას და ამას ვიზამთო. თქვენ კი ამპარტავნობაში ტრაბახობთ; ყოველი ასეთი ტრაბახი ბოროტებაა.

2 პეტრეს 2:15
სწორი გზა მიატოვეს, ცდუნდნენ და ბილყამ ბოსორელის გზას დაადგნენ, რომელმაც უკეთურობის საზღაური შეიყვარა;

იესო ნავეს ძე 7:20-21
მიუგო ყაქანმა იეშუას: „ჭეშმარიტად შევცოდე უფალს, ისრაელის ღმერთს, ცუდად მოვიქეცი: დავინახე ნადავლში შინყარის ერთი მშვენიერი მოსასხამი, ორასი შეკელი ვერცხლი და ორმოცდაათ შეკელიანი ოქროს ზოდი, მომინდა და ავიღე; აჰა, ჩემს კარავში, მიწაშია ჩამარხული, ვერცხლი კი მის ქვეშაა”.

4 მეფეთა 5:19-27
უთხრა ელისემ: „მშვიდობით წადი”. წავიდა და მცირე მანძილზე გასცდა მას. იფიქრა გეხაზმა, ელისეს, ღვთისკაცის მსახურმა: „აჰა, დაინდო ჩემმა ბატონმა არამელი ნაყამანი და საჩუქარი არ აიღო მისი ხელიდან. ცოცხალია უფალი, დავეწევი და მე გამოვართმევ რამეს”. დაედევნა გეხაზი ნაყამანს. დაინახა ნაყამანმა, რომ ვიღაც მისდევს, ეტლიდან ჩამოვიდა, წინ შეეგება და თქვა: „ხომ მშვიდობაა?” მიუგო: „ყველაფერი კარგად არის; ჩემმა ბატონმა შემოგითვალა: აჰა, ორი ყმაწვილი მოვიდა ეფრემის მთიდან, წინასწარმეტყველთა ძენი; გთხოვ, მომეცი მათთვის ერთი ტალანტი ვერცხლი და ორი ხელი ტანისამოსიო”. თქვა ნაყამანმა: „ორი ტალანტი ვერცხლი ინებე”. დაიყოლია და შეუხვია ორი ტალანტი ვერცხლი ორ ქისად და ორ ხელ ტანისამოსთან ერთად გაატანა წასაღებად ორ მსახურს. მაღლობთან რომ მივიდნენ, გამოართვა ეს ყველაფერი და სახლში გადამალა. უკან გაუშვა კაცები და ისინიც წავიდნენ. წავიდა გეხაზი, წარსდგა თავისი ბატონის წინაშე; უთხრა ელისემ: „საიდან მოდიხარ, გეხაზ?” უპასუხა: „არსად წასულა შენი მსახური”. თქვა ელისემ: „განა ჩემი გული არ მოგყვებოდა, როცა ის კაცი შენთან შესახვედრად ჩამოვიდა თავისი ეტლიდან? ახლა იმის დროა, რომ ფულსა და ტანისამოსს, ზეთისხილის ხეებს, ვენახებს, ცხვრებს, ხარებს, ყმებსა და მხევლებს იხვეჭდე? დაე, შენზე და შენს შთამომავლობაზე იყოს ნაყამანის კეთრი უკუნისამდე”. თოვლივით კეთროვანი წავიდა მისგან გეხაზი.

მათეს 19:21-23
უთხრა მას იესომ: „თუ გინდა, რომ სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და ღარიბებს მიეცი; და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი”. ეს სიტყვა რომ მოისმინა, დაღონდა ჭაბუკი და წავიდა, ვინაიდან დიდი ქონება ჰქონდა. იესომ კი უთხრა თავის მოწაფეებს: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ძნელია მდიდრისთვის ცათა სამეფოში შესვლა!

მათეს 26:14-15
მაშინ ერთი იმ თორმეტთაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული, მღვდელმთავრებთან წავიდა. ჰკითხა: „რას მომცემთ, რომ გადმოგცეთ იგი?” და მიუწონეს მათ ოცდაათი ვერცხლი.

მათეს 16:16
სიმონ-პეტრემ მიუგო: „შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა”.

იგავნი 3:13-16
ნეტარია კაცი სიბრძნის მპოვნელი და ადამიანი – გონიერების მომხვეჭი! რადგან მისით მონახვეჭი ვერცხლით მონახვეჭს სჯობია და შემოსავალი – ბაჯაღლოს. მარგალიტზე ძვირფასია იგი და შენი არც ერთი საწადელი არ შეედრება მას. დღეგრძელობა მის მარჯვენაშია, მარცხენაში – სიმდიდრე და პატივი.

იგავნი 8:10-11
აიღეთ ჩემი დარიგება და არა ვერცხლი; ცოდნა და არა რჩეული ოქრო. რადგან, ძვირფას თვლებზე უკეთესია სიბრძნე, ვერავითარი სანატრელი რამ ვერ შეედრება”.

იგავნი 16:16
სიბრძნის შეძენა ოქროზე ბევრად უკეთესია, გონიერების შეძენა – რჩეულ ვერცხლზე უმჯობესი.

იგავნი 17:16
რისთვის აქვს ბრიყვს სიბრძნის შესაძენი ფული ხელში, მას ხომ გონიერება არ გააჩნია?!

იგავნი 20:15
არის ოქრო და მრავალი მარგალიტი, მაგრამ ძვირფასი სამკაული – გონიერი ბაგეებია.

იგავნი 22:1
კეთილი სახელი დიდ სიმდიდრეზე უკეთესია, ვერცხლსა და ოქროს კი კეთილგანწყობა სჯობს.

საქმეები 3:6
უთხრა პეტრემ: „ვერცხლი და ოქრო არ გამაჩნია, მაგრამ რაც მაქვს, იმას გაძლევ – იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, იარე!”

საქმეები 8:18-20
სიმონმა რომ დაინახა, მოციქულთა ხელდასხმით ეძლევათო სულიწმიდა, ფული მიუტანა მათ. უთხრა: „მეც მომეცით ძალაუფლება, რომ ვისაც ხელს დავასხავ მიიღოს სულიწმიდა”. მაგრამ მიუგო მას პეტრემ: „შენი ვერცხლი შენვე გქონდეს შენს დასაღუპად, რადგან ღვთის ნიჭის ფულით შეძენა განიზრახე.

ესაია 55:1
ჰოი, ყოველნო მწყურვალნო, მოდით წყლებთან; და ფულის უქონელნო, მოდით, იყიდეთ და ჭამეთ; დიახ, მოდით, იყიდეთ ღვინო და რძე უფულოდ და უსასყიდლოდ.

გამოცხადება 3:18
გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმედილი ოქრო, რომ გამდიდრდე, და თეთრი სამოსელი, რომ შეიმოსო და აღარ ჩანდეს შენი სიშიშვლის აუგი, და თვალის მალამო, რათა იცხო თვალებზე, რომ დაინახო.


მსგავსი თემები:

სიხარება       ყიდვა-გაყიდვა       ფულიფული