გადარჩენის აღწერა ბიბლიის მუხლები

ებრაელთა 2:3
ჩვენ როგორღა გადავურჩებით, უგულებელმყოფელნი ესოდენ დიადი ხსნისა, რომელიც ჯერ უფალმა გამოაცხადა და ვინც მისგან მოისმინა, მათგან დადასტურდა ჩვენში;

2 ტიმოთეს 2:20
ამიტომ ყოველივეს ვითმენ რჩეულებისთვის, რათა მათაც მიიღონ გადარჩენა ქრისტე იესოში, საუკუნო დიდებასთან ერთად.

ესაია 51:8
ვინაიდან ტანსაცმელივით შეჭამს მათ ჩრჩილი და მატყლივით შეჭამს მატლი, ჩემი სიმართლე კი საუკუნოდ იქნება და ჩემმიერი ხსნა – თაობიდან თაობაში.

ებრაელთა 7:25
ამიტომაც ძალუძს სრულად გადაარჩინოს ყველა, ვინც მისი შუამდგომლობით მიეახლება ღმერთს, ვინაიდან მარად ცოცხალია, რათა უშუამდგომლოს მათ.

ესაია 45:17
იხსნა უფალმა ისრაელი საუკუნო ხსნით; არა, არ შერცხვებით და არ დამცირდებით საუკუნოდ”.

ესაია 51:6
ზეცას მიაპყრეთ თვალები და დაბლა მიწას დახედეთ; კვამლივით გაიფანტება ზეცა, ტანსაცმელივით გაცვდება დედამიწა; დაიღუპებიან მასზე მცხოვრებნიც, ჩემმიერი ხსნა კი საუკუნოდ იქნება და სიმართლე ჩემი არ გადაივლის.

ებრაელთა 5:9
და იგი, სრულქმნილი, საუკუნო ხსნის წყარო გახდა ყველა მისი მორჩილისათვის,


მსგავსი თემები:

საუკუნო გამოხსნა