გაფრთხილება ადამიანის მინდობაზე ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 145:3
ნუ დაამყარებთ იმედს მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია ხსნა.

იერემია 17:5
ასე ამბობს უფალი: „წყეულია კაცი, რომელიც ადამიანზე ამყარებს იმედს და ხორციელის მკლავს ენდობა, და რომლის გულიც უფალს შორდება.

ფსალმუნები 117:9
უკეთესია უფალს შეაფარო თავი, ვიდრე მთავრებზე დაიმედდე.

ესაია 2:22
განშორდით ადამიანს, რომელსაც სუნთქვა აქვს ნესტოებში, ვინაიდან ძალიან მცირეა იგი, მასზე რომ იფიქრო!

ესაია 30:2
ეგვიპტეში რომ ჩადიან ჩემი ბაგის უკითხავად, ფარაონის მფარველობის ქვეშ რომ მტკიცდებიან და ეგვიპტის ჩრდილქვეშ რომ ეძებენ თავშესაფარს.

ესაია 31:1-3
ვაი ეგვიპტეში დახმარებისთვის ჩასულთ, ცხენებსა და ეტლებზე დაიმედებულთ, ვინაიდან მრავლადაა; და მხედრების მოიმედეთ, რადგან ფრიად ძლიერნი არიან; ისრაელის წმიდას კი არ მიაპყრეს მზერა და უფალი არ მოიძიეს. თუმცა, ბრძენია იგი და მოაწევს უბედურებას თავისი სიტყვისამებრ და არ გადაუხვევს. აღდგება ბოროტეულთა სახლზე და ბოროტმოქმედთა მხარდამჭერებზე. ადამიანები არიან ეგვიპტელები და არა ღმერთები, ხორცია მათი ცხენები და არა სული; გაიწვდის ხელს უფალი და წაბორძიკდება შემწეც და შეწევნულიც, ყველანი ერთად დაიღუპებიან.

ოსია 5:13
დაინახა ეფრემმა თავისი სნეულება და იუდამ თავისი ჭრილობა; წავიდა ეფრემი აშურში და გაგზავნა მეფე იარებთან; მაგრამ მას არ ძალუძს თქვენი განკურნება და ჭრილობას ვერ მოგირჩენთ.

Advertisements