გალობა ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 32:1-3
იხარეთ უფლით, მართალნო! გულწრფელებს შეშვენით ქება. ადიდეთ უფალი ქნარით, ათსიმიანი ებანით უგალობეთ მას!  უგალობეთ მას გალობა ახალი, კეთილად ააწყვეთ ჰანგი მოძახილით.

ფსალმუნები 95:1-2
უგალობეთ უფალს გალობა ახალი, უგალობე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! უგალობეთ უფალს, ადიდეთ მისი სახელი, იმახარობლეთ დღითიდღე ხსნა მისმიერი.

ფსალმუნები 5:11
გაიხაროს ყველამ, ვინც შენზეა მონდობილი, იმხიარულონ უკუნისამდე; შეიფარე ისინი, რათა გაიხარონ შენი სახელის მოყვარულებმა.

ფსალმუნები 9:11
უგალობეთ უფალს, სიონის მკვიდრთ, აუწყეთ ერებს მისი საქმენი.

ფსალმუნები 67:4
უმღერეთ ღმერთს, უმღერეთ მის წმიდა სახელს, უმღერეთ მას, ვინც უდაბნოს სერავს; უფალია მისი სახელი და ილხინეთ მის წინაშე.

ფსალმუნები 94:1
მოდით, ვუგალობოთ უფალს, სიხარულით შევძახოთ ჩვენი ხსნის ბურჯს.

კოლოსელთა 3:16
უხვად დამკვიდრდეს უფლის სიტყვა თქვენში სრული სიბრძნით; ასწავლეთ და შთააგონეთ ერთმანეთი ფსალმუნით, გალობით და სულიერი სადიდებლებით, და უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით.

ეფესელთა 5:20-21
ელაპარაკეთ ერთმანეთს ფსალმუნით, გალობითა და სულიერი საგალობლებით, უმღერეთ და ეფსალმუნეთ უფალს გულებში. მადლობდეთ ყოველთვის ყველაფრისთვის ღმერთს და მამას, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით.

იაკობის 5:13
ვინც იტანჯება თქვენს შორის, ილოცოს, ვისაც უხარია, იგალობოს.

გამოცხადება 5:11-14
ვიხილე და მოვისმინე მრავალი ანგელოზის ხმა ტახტის, ცხოველებისა და უხუცესების ირგვლივ; და მათი რიცხვი იყო ათიათასთა ათიათასები და ათასთა ათასები; დიდი ხმით ამბობდნენ: „ღირსია დაკლული კრავი ძალისა და სიმდიდრის, სიბრძნისა და სიმტკიცის, დიდების, პატივისა და კურთხევის მიღებისა”. და გავიგონე, რომ ყოველი ქმნილება, რომელიც არის ცაში და დედამიწაზე, მიწის ქვეშ და ზღვაში, და ყველაფერი, რაც მათშია, ამბობდა: „ტახტზე მჯდომსა და კრავს კურთხევა და პატივი და დიდება და ხელმწიფება უკუნითი უკუნისამდე”. და თქვა ოთხმა არსებამ: „ამინ!” და დაემხო ოცდაოთხი უხუცესი და თაყვანი სცა ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე.

სოფონია 3:17
უფალი, შენი ღმერთია შენს შორის; ძლევამოსილი მეომარი. სიხარულით გაიხარებს შენზე, თავისი სიყვარულით განგაახლებს და გალობით იზეიმებს შენზე.

2 ნეშტთა 5:12-13
ყველა მგალობელი ლევიანი: ასაფი, ჰემანი, იედუთუნი, მათი ძენი და მათი მოძმენი, ბისონით შემოსილნი, წინწილებით, ჩანგებით და ქნარებით სამსხვერპლოს აღმოსავლეთით მდგარნი და მათთან ერთად ას ოცმა მღვდელმა ჩაჰბერა საყვირს. ხმები შეუწყვეს მესაყვირეთ და მგალობელთ, რათა ერთხმად ექოთ და ედიდებინათ უფალი; აღიმაღლეს ხმა საყვირების, წინწილების და საკრავების თანხლებით, აქებდნენ უფალს, რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა და სიკეთე მისი, მაშინ სახლი, უფლის სახლი, ღრუბელმა აავსო.

2 ნეშტთა 20:21-22
მოეთათბირა ხალხს და უფლის მგალობლები დააყენა, რათა ევლოთ მეომრების წინ, ექოთ მისი სიწმიდის დიდებულება და ეთქვათ: „ადიდეთ უფალი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!” როცა იწყეს ყიჟინა და ქება, უფალმა შფოთი დაუშვა ყამონისა და მოაბის ძეებისა და სეყირის მთის მკვიდრებზე, რომლებიც იუდას წინააღმდეგ იყვნენ გამოსულნი და გაანადგურა.

ნეემია 12:27-29
იერუსალიმის კედლის კურთხევისას, დაძებნეს ლევიანები მათი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით იერუსალიმში მოსაყვანად, რათა სიხარულით, სამადლობელით, გალობითა და წინწილებით, ჩანგებითა და ქნარებით ეზეიმათ კედლის კურთხევა. და შეიკრიბნენ მგალობელთა ძენი იერუსალიმის სანახებიდან და ნეტოფათის სოფლებიდან. ბეთ-გილგადიდან, გებაყისა და ყაზმავეთის ველებიდან, რადგან სოფლები ჰქონდათ გაშენებული მგალობლებს იერუსალიმის სანახებში.

მარკოზის 14:26
იგალობეს და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე.

Advertisements