გამართლების აუცილებლობა ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 25:1
,,თუ კაცთა შორის დავაა, წარუდგნენ სასამართლოს; იქ განსჯიან მათ; მართალს გაამართლებენ, დამნაშავეს ბრალს დასდებენ.

იგავები 17:15
ბოროტის გამმართლებელი და მართლის გამამტყუნებელი – ორივე სისაძაგლეა უფლის წინაშე.

ესაია 43:9
ყველა ერი შეიკრიბოს ერთად და შეგროვდნენ ტომები; ვის ძალუძს მათგან ეს გამოგვიცხადოს და გვაუწყოს გარდასული? მოიყვანონ მოწმეები, რომ გამართლდნენ; დაე, მოისმინონ და თქვან: ,,ჭეშმარიტია!”

რომაელთა 8:33
ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულებს? ღმერთი გამმართლებელი.

იობი 32:2
რისხვით აღენთო ელიჰუ, ბუზელი ბარაქელის ძე, რამის საგვარეულოდან: და განრისხდა იობზე იმის გამო, რომ თავის თავს ღმერთის წინაშე მართლად თვლიდა;

ლუკას 10:29
მაგრამ მას თავის გამართლება უნდოდა და ჰკითხა იესოს: ,,ვინ არის ჩემი მოყვასი?”

ლუკას 16:15
უთხრა მათ: ,,თქვენ თავს იმართლებთ ადამიანთა წინაშე, მაგრამ ღმერთმა იცის თქვენი გული, რადგან, რაც ამაღლებულია კაცთა შორის, სიბილწეა ღმერთის წინაშე.

ლუკას 18:9-14
ზოგიერთებს, რომლებსაც სჯეროდათ, რომ მართალნი იყვნენ, სხვებს კი ამცირებდნენ, ეს იგავი უთხრა:  ,,ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად, ერთი ფარისეველი იყო, მეორე – მებაჟე.  ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: გმადლობ შენ ღმერთო, რომ სხვა ადამიანების მსგავსი არა ვარ – მძარცველი, უსამართლო და მრუში ან როგორიც ეს მებაჟეა.  კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან. ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა, ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ აღეპყრო თვალი. მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი.  თქვენ გეუბნებით: ეს კაცი უფრო გამართლებული წავიდა შინ, ვიდრე ის, რადგან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება”.

ფსალმუნი 10:7
რადგან მართალია უფალი, უყვარს სიმართლე და გულწრფელი იხილავს მის სახეს.

ფსალმუნი 32:5
უყვარს სიმართლე და სამართალი; უფლის წყალობითაა სავსე ქვეყანა;

ფსალმუნი 34:28
ჩემი ენა კი შენს სიმართლეზე ილაპარაკებს და გაქებს მთელს დღეს.

იერემია 23:6
მის დღეებში გამოიხსნება იუდა და უსაფრთხოდ დასახლდება ისრაელი; ესაა სახელი, რომელსაც უწოდებენ: უფალი – ჩვენი სიმართლე!

მათეს 6:33
თქვენ კი უწინარეს ყოვლისა ღმერთის სამეფო და მისი სიმართლე ეძიეთ, ხოლო ყოველივე ეს შეგემატებათ.

იოანეს 17:25
მამავ მართალო, წუთისოფელმა ვერ შეგიცნო, მე კი შეგიცან და ამათაც შეიცნეს, რომ შენ წარმომგზავნე.

რომაელთა 1:17
ვინაიდან, მასში ცხადდება ღმერთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც წერია: ,,მართალი იცოცხლებს რწმენით”.

რომაელთა 3:20-23
რადგან რჯულის საქმეებით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე; ვინაიდან რჯულით შეიცნობა ცოდვა.  ხოლო ახლა, რჯულის გარეშე გამოჩნდა ღმერთის სიმართლე, რომელზეც მოწმობენ რჯული და წინასწარმეტყველნი.  ანუ ღმერთის სიმართლე იესო ქრისტეს რწმენის მეშვეობით ყველა მორწმუნისათვის, რადგან არ არსებობს განსხვავება,  ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას.

ფსალმუნი 8:8
ცათა ფრინველი და ზღვის თევზი, წყლის ბილიკებით რომ მოძრაობენ.

იობი 36:3
შორიდან წამოვიღებ ჩემს აზრს და სიმართლეს მივაგებ შემოქმედს,

ესაია 5:16
ამაღლდება ცაბაოთ უფალი სამართალში და გამოჩნდება წმიდა ღმერთი სიმართლეში.

იერემია 9:24
არამედ, ვინც იქადის, იმით დაიქადოს, რომ შეიგნო და მიცნობს, რადგან მე, უფალი ვიქმ წყალობას, სამართალსა და სიმართლეს ამ ქვეყნად, რადგან ეს მახარებს!” – ამბობს უფალი.

გამოცხადება 19:11
ვიხილე გახსნილი ცა, და აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, ერთგულად და ჭეშმარიტად რომ იწოდება, რომელიც სიმართლით განიკითხავს და იბრძვის.

დაბადება 18:25
შორს შენგან ასეთი საქმე – რომ მართალი უკეთურთან ერთად დაღუპო და უკეთურივით იყოს მართალი! შორს შენგან – რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა, სამართლიანად არ განსაჯოს!”

ფსალმუნი 50:4
შენ, მხოლოდ შენ შეგცოდე და ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში, ამიტომ მართალი ხარ შენს სიტყვებში და უმწიკვლო – შენს სამართალში.

მიქა 6:2
ისმინეთ უფლის დავა, მთებო, თქვენც, დედამიწის მარადიულო საფუძველნო, რადგან სარჩელი აქვს უფალს თავისი ხალხის წინააღმდეგ და დავობს ისრაელთან.

მათეს 12:36
თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს;

რომაელთა 2:16
იმ დღეს, როცა ჩემი სახარების მიხედვით, ღმერთი იესო ქრისტეს მეშვეობით განიკითხავს ადამიანთა დაფარულ ზრახვებს.

იაკობი 4:12
ერთია რჯულმდებელი და განმკითხველი, რომელსაც ხსნაც შეუძლია და დაღუპვაც. შენ კი ვინა ხარ, მოყვასს რომ განიკითხავ?

მეორე რჯული 5:6-21
,,მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.  არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემ გარდა.  არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატი იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია და მიწის ქვემოთ. არც თაყვანი სცე მათ და არც ემსახურო, რადგან, მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ღმერთი ეჭვიანი, რომელიც შვილებს მოვკითხავ მამათა ცოდვას, ჩემს მოძულეებს მესამე და მეოთხე თაობაში;  და წყალობისმყოფელი ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთა ათასეული თაობისთვის.  არ ახსენო უფლის, შენი ღმერთის სახელი ფუჭად, რადგან დაუსჯელს არ დატოვებს უფალი მისი სახელის ფუჭად მხსენებელს.  დაიცავი შაბათი დღე, რათა წმიდად შეინახო იგი, როგორც აქვს ნაბრძანები უფალს, შენს ღმერთს.  ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყველა შენი საქმე,  ხოლო მეშვიდე დღე უფლის, შენი ღმერთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთო არც შენ, არც შენმა ძემ და ასულმა, არც შენმა მონამ და მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა და ხიზანმა, რომელიც შენს კარზეა, რათა შენსავით დაისვენოს შენმა მონამ და მხევალმა.  გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტის ქვეყანაში და უფალმა, შენმა ღმერთმა გამოგიყვანა იქიდან ძლიერი ხელითა და შემართული მკლავით; ამიტომ გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა, შაბათი დღის შენახვა.  პატივი ეცი მამას და დედას, როგორც გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა, რათა დღეგრძელი იყო და კარგად იყო იმ მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი ღმერთი.  არა კლა.  არ იმრუშო.  არ იქურდო. არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ.  არ ინდომო შენი მოყვასის ცოლი და შენი მოყვასის სახლი, არც მისი ყანა და მსახური, არც მისი მხევალი და ხარი, არც სახედარი და არც არაფერი, რაც შენი მოყვასისაა”.

ფსალმუნი 18:7
რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს ანახლებს; მცნება უფლისა სარწმუნოა, გულუბრყვილოებს აბრძენებს.

ესაია 33:22
რადგან უფალია ჩვენი განმკითხავი და უფალია ჩვენი კანონმდებელი, უფალია ჩვენი მეფე – ის გვიხსნის ჩვენ.

რომაელთა 7:12
ამრიგად, რჯული წმიდაა, მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი.

რომაელთა 8:3-4
ვინაიდან, რაკი ვერ შეძლო ხორცის მეშვეობით დაუძლურებულმა რჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში,  რათა აღსრულდეს რჯულის სიმართლე ჩვენში, რომლებიც დავდივართ არა ხორციელად, არამედ სულიერად;

1 ტიმოთე 1:8
ხოლო ჩვენ ვიცით, რომ რჯული მაშინ არის კეთილი, თუ ვინმე კანონიერად იყენებს მას.

1 იოანე 1:8
თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში.

ესაია 64:6
უწმიდურივით გავხდით ყველანი და ყოველი ჩვენი მართალი საქმე ბინძური სამოსელივითაა; ფოთოლივით დავჭკნით ყველანი და ქარივით წაგვიღებს ჩვენი უმართლობა.

გალატელთა 2:15-16
ჩვენ ბუნებით იუდეველნი ვართ და არა ცოდვილნი წარმართთაგან. მაგრამ რაკი შევიტყვეთ, რომ ადამიანი გამართლდება არა რჯულის საქმეებით, არამედ იესო ქრისტეს რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა გავმართლდეთ ქრისტეში რწმენით და არა რჯულის საქმეებით. ვინაიდან რჯულის საქმეებით ვერა ხორციელი ვერ გამართლდება

ამოსი 4:4
მიდით ბეთელში და შესცოდეთ, გაამრავლეთ დანაშაული გილგალში; ყოველ დილით შესწირეთ თქვენი მსხვერპლები და ყოველ მესამე დღეს – თქვენი მეათედები.

მათეს 5:20
გეუბნებით თქვენ: თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სამეფოში!

გალატელთა 2:21
არ უგულებელვყოფ ღვთის მადლს, ვინაიდან თუ რჯულითაა გამართლება, აბა, ამაოდ მომკვდარა ქრისტე!

გალატელთა 3:2-3
მხოლოდ ეს მსურს ვიცოდე თქვენგან: რჯულის საქმეებით მიიღეთ სული თუ რწმენის შესმენით?  ნუთუ იმდენად უგუნურები ხართ, რომ სულით დაიწყეთ და ახლა ხორცით ამთავრებთ?

გალატელთა 2:11
ჰოდა, როცა კეფა ანტიოქიაში მოვიდა, საჯაროდ წინ აღვუდექი მას, ვინაიდან საჩივარი იყო მასზე.

გალატელთა 5:4
თქვენ, რომლებიც რჯულით იმართლებთ თავს, უქრისტეოდ დარჩით და მოსწყდით მადლს.

ფილიპელთა 3:4-8
თუმცა ხორცისადმი ნდობაც შემეძლო. თუ სხვა ვინმე ფიქრობს, რომ ხორცს მიენდოს, მე – მით უმეტეს. წინადაცვეთილი ვარ მერვე დღეს, მოდგმით ისრაელიანი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელთაგან ებრაელი, რჯულით ფარისეველი,  ეკლესიის მოშურნედ მდევნელი, რჯულის სიმართლით უმწიკვლო.  მაგრამ, რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად ჩავთვალე ქრისტეს გულისთვის.  ახლაც ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის იესო ქრისტეს შეცნობის უპირატესობის გამო, რისთვისაც უარი ვთქვი ყოველივეზე და ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, რათა ქრისტე შევიძინო;

Advertisements