გამოსასყიდი ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 13:12-13
გამოაცალკევე უფლისათვის ყოველი საშოს გამღები და შენი პირუტყვის ყოველი პირველმონაგები მამალი, უფლისა იქნება.  ყოველი პირველმონაგები სახედარი კრავით გამოისყიდე და თუ არ გამოისყიდი – ქედი გადაუმტვრიე. ადამიანისა ყოველი პირმშო შენს ძეთაგან, გამოისყიდე.

გამოსვლა 30:11-16
უთხრა უფალმა მოსეს:  „როცა აღრიცხავ ისრაელიანებს მათი რაოდენობის დასადგენად, მაშინ მისცეს უფალს თითოეულმა თავისი თავის გამოსასყიდი, რათა არ გაჩნდეს სენი აღრიცხვის ჟამს.  და ყველამ, ვინც გაივლის აღრიცხვას, მისცეს ნახევარი შეკელი საწმიდრის შეკელისა, ერთი შეკელი ოც გერას იწონის; ნახევარი შეკელი – უფლისათვის შესაწირად. ყველამ, ვინც აღრიცხვას გაივლის, ოცი წლიდან და ზემოთ, მისცეს შესაწირი უფალს. მდიდარმა არ მოუმატოს და ღარიბმა არ დააკლოს ნახევარ შეკელს, როცა შესწირავთ უფალს თქვენი თავების გამოსასყიდად.  აკრიფე გამოსასყიდი ფული ისრაელიანთაგან და გაეცი საკრებულო კარვის სამსახურისთვის, რათა იყოს იგი ისრაელიანთათვის გასახსენებლად უფლის წინაშე, თქვენი თავების გამოსასყიდად”.

გამოსვლა 34:20
პირველმონაგები სახედარი კრავით გამოისყიდე; თუ არ გამოისყიდი, მაშინ ქედი გადაუმტვრიე; ყოველი პირმშო შენს ძეებში უნდა გამოისყიდო. არავინ გამოჩნდეს ჩემს წინაშე ხელცარიელი.

ლევიანნი 27:1-33
უთხრა უფალმა მოსეს:  „ელაპარაკე ისრაელის შვილებს და უთხარი: თუ ვინმე განსაკუთრებული აღთქმით მიუძღვნის რომელიმე სულს უფალს, შენი შეფასებით შეაფასე. შეფასდეს ოცი წლიდან სამოც წლამდე მამაკაცი ორმოცდაათ შეკელ ვერცხლად, საწმიდარის შეკელით, შენი შეფასებით.  თუ ქალია, მაშინ ოცდაათი შეკელი იყოს შენი შეფასება.  თუ ხუთი წლიდან ოც წლამდეა, შენი შეფასება მამაკაცისთვის ოცი შეკელი იყოს, ქალისთვის კი – ათი.  თუ ერთი თვიდან ხუთ წლამდეა, შენი შეფასება ვაჟისთვის ვერცხლის ხუთი შეკელი იყოს, ხოლო ქალისთვის – ვერცხლის სამი შეკელი.  თუ სამოცი წლის ან უფრო მეტისაა, მამაკაცისთვის შენი შეფასება თხუთმეტი შეკელი იყოს და ქალისთვის – ათი.  თუ ღარიბია და შენი შეფასებით არ შეუძლია საფასურის გადახდა, წარუდგინოს მღვდელს და მღვდელი შეაფასებს მას; აღთქმის მიმცემის ქონების შესაბამისად შეაფასოს იგი მღვდელმა.  თუ პირუტყვია აღთქმული, მსხვერპლად რომ შეიწირება უფლისთვის, უფლისთვის მიცემული, წმიდა უნდა იყოს.  არ შეიძლება გაიცვალოს და არც შეიცვალოს კარგი ცუდით, ან ცუდი კარგით; და თუ შეცვლის, შეცვალოს პირუტყვი პირუტყვით, მაშინ იგი და მისი სანაცვლო წმიდა იქნება.  თუ არაწმიდაა პირუტყვი, ისეთი, როგორიც არ უნდა მიუტანო მსხვერპლად უფალს, მაშინ მღვდელს წარუდგინონ პირუტყვი.  შეაფასოს მღვდელმა კარგია თუ ცუდი და როგორც შეაფასებს, ისე იყოს.  თუ გამომსყიდველი გამოისყიდის, მაშინ დაუმატოს მეხუთედი ნაწილი შენს შეფასებას.  თუ ვინმე თავის სახლს სიწმიდედ შესწირავს უფალს, მაშინ შეაფასოს მღვდელმა, კარგია თუ ცუდი; როგორც მღვდელი შეაფასებს, ისე იყოს.  თუ გამოისყიდის თავის სახლს შემწირავი, საფასურის მეხუთედი დაუმატოს შენს შეფასებას და მისი იქნება.  თუ ვინმე თავისი საკუთარი სამფლობელოდან ყანის ნაწილს მიუძღვნის უფალს, საფასური ნათესის ზომის მიხედვით უნდა განისაზღვროს: ერთი ღომერი ქერის ნათესისთვის – ვერცხლის ორმოცდაათი შეკელი.  თუ ვინმე საზეიმო წლის დროს მიუძღვნის თავის ყანას, მაშინ შენი შეფასებისამებრ მოხდეს.  და თუ ვინმე ზეიმის შემდეგ მიუძღვნის თავის ყანას, მაშინ მღვდელმა ფული საზეიმო წლამდე დარჩენილი წლების მიხედვით იანგარიშოს და მისი საფასურიდან გამოუქვითოს.  თუ ყანის გამოსყიდვას მოინდომებს მისი შემწირავი, მაშინ შენ შეფასებას ფულის მეხუთედი ნაწილი დაუმატოს და მას დარჩება. თუ არ გამოისყიდის ყანას ან თუ ყანა სხვა კაცს მიჰყიდა, მაშინ ვეღარ გამოისყიდის.  თუ ყანას საზეიმო წელიწადი ათავისუფლებს, უფლის სიწმიდედ ჩაითვალოს, როგორც მიძღვნილი ყანა; მღვდელს ექნება ის სამფლობელოდ.  თუ მიუძღვნის უფალს ნაყიდ ყანას, რომელიც არ არის მისი სამფლობელო ყანებიდან,  უანგარიშოს მღვდელმა საფასური საზეიმო წლამდე და ამ შეფასების მიხედვით იმავე დღეს გადაიხადოს ფული, როგორც სიწმიდე უფლისთვის. საზეიმო წელს ყანა იმას დაუბრუნდება, ვისგანაც იყო ნაყიდი, ვისაც მიწის მფლობელობა ეკუთვნის.  ყოველი შენი შეფასება საწმიდრის შეკელით იყოს, ოცი გერა იყოს შეკელში. საქონლის პირველმოგებულს კი, რომელიც პირველმონაგებია და უფალს ეკუთვნის, ვერავინ მიუძღვნის – ხარი იქნება თუ ცხვარი, უფლისაა.  თუ უწმიდურია პირუტყვი, მაშინ გამოსყიდული იქნება შენი შეფასებისამებრ და მისი მეხუთედიც დაემატოს; თუ არ გამოისყიდება, მაშინ გაიყიდოს შენი შეფასებით.  ხოლო ყოველი აღკვეთილი, რასაც თავისი საკუთრებიდან აღკვეთს კაცი უფლისთვის: ადამიანს, საქონელს, თავის სამფლობელო ყანას, არ გაიყიდება და არც გამოისყიდება; ყოველი აღკვეთილი ყოვლად წმიდაა უფლისთვის. ყოველი აღკვეთილი, რაც ადამიანმა აღკვეთა, არ გამოისყიდება – უნდა მოკვდეს.  ყოველი მეათედი მიწისა: მიწის თესლისა, ხის ნაყოფისა, უფლისაა, უფლის წმიდაა.  თუ ვინმეს თავისი მეათედის გამოსყიდვა უნდა, მისი მეხუთედი ნაწილი დაუმატოს.  ყოველი მეათედი მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლისა, ყოველი, რაც მეათე კვერთხის ქვეშ გაივლის, უფლის წმიდაა;  არ გაირჩეს კარგი და ცუდი და არ შეიცვალოს; და თუ შეცვლით, ორივე შეცვლილთან ერთად წმიდა იქნება და არ გამოისყიდება”.

იგავნი 13:8
ადამიანის სიცოცხლის გამოსასყიდი მისი სიმდიდრეა, ღარიბი კი მუქარასაც არ მოისმენს.

ლევიანნი 27:29
ყოველი აღკვეთილი, რაც ადამიანმა აღკვეთა, არ გამოისყიდება – უნდა მოკვდეს.

იუბი 33:24
შეიწყალებს მას და იტყვის: „იხსენი იგი საფლავისგან: მისთვის ნაპოვნი მაქვს გამოსასყიდი!”

ესაია 51:11
დაბრუნდებიან უფლის მიერ გამოსყიდულნი, სიმღერით მოვლენ სიონში და საუკუნო სიხარული იქნება მათ თავს, ლხინსა და სიხარულს დაიმკვიდრებენ ისინი, მოშორდებათ დარდი და ოხვრა.

ესაია 35:10
დაბრუნდებიან უფლის გამოსყიდულნი და სიმღერით მივლენ სიონში. ყიჟინა და საუკუნო მხიარულება იქნება მათში, ლხინი და სიხარული ეწევათ და დარდი და ოხვრა განშორდებათ.

ესაია 40:2
გულითადად ელაპარაკეთ იერუსალიმს და აუწყეთ, რომ დასრულდა მისი ბრძოლა, რადგან ეპატია დანაშაული და ორმაგად მიეზღო უფლის ხელით ყველა მისი ცოდვის წილ.

იერემია 31:11
რადგან უფალი გამოისყიდის იაკობს, იხსნის მასზე ძლიერის ხელიდან.

ოსია 13:14
გამოვისყიდი მათ, ქვესკნელის ხელიდან! სიკვდილისგან გამოვისყიდი! მე ვიქნები შენი წყლული სიკვდილო! მე ვიქნები შენი განადგურება ქვესკნელო! არ დაგინდობს ჩემი თვალი!

მარკოზის 10:45
რადგან ძე კაცისა იმისთვის როდი მოსულა, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად ემსახუროს და მრავალთა გამოსასყიდად მისცეს თავისი სული”.

მათეს 20:28
ისევე, როგორც ძე კაცისა არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად”.

საქმეები 20:28
მაშ, გაუფრთხილდით საკუთარ თავსაც და თქვენს მთელ სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც დაგაყენათ სულიწმიდამ, რათა მწყემსოთ ღმერთის ეკლესია, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა.

ტიტეს 2:14
ვინც თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვესყიდეთ ყოველგვარი ურჯულოებისგან და თავისთვის განეწმიდა რჩეული ხალხი, კეთილ საქმეებს მოწყურებული.

ებრაელთა 9:15
ამიტომ არის ის ახალი აღთქმის შუამდგომელი, რათა მისი სიკვდილის შემდეგ, რაც პირველი აღთქმის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოსასყიდად მოხდა, მათ, ვინც მოწოდებულნი არიან მარადიული მემკვიდრეობისთვის, მიიღონ აღთქმული.

2 პეტრეს 2:1
მაგრამ ცრუწინასწარმეტყველნიც იყვნენ ხალხში, ისევე, როგორც თქვენშიც გეყოლებათ ცრუმოძღვარნი, რომლებიც დამღუპველ მწვალებლობას შემოიღებენ, თავიანთ გამომსყიდველ ხელმწიფეს უარყოფენ და სწრაფ დაღუპვას მოიწევენ თავზე.

1 კორინთელთა 7:23
ფასით ხართ ნაყიდნი, ნუ გახდებით ადამიანთა მონები.

გამოცხადება 5:9
ისინი გალობენ ახალ საგალობელს და ამბობენ: “შენ ღირსი ხარ, აიღო წიგნი და ახსნა მისი ბეჭდები, ვინაიდან დაიკალი და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღვთისთვის ყოველი ტომისა და ენისგან, ხალხისა და ერისგან.