გამოსყიდვა ძველ აღთქმაში ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 7:8
არამედ, შენდამი უფლის სიყვარულისა და შენს მამებთან დადებული ფიცის გამო გამოგიყვანა უფალმა ძლიერი ხელით და გიხსნა მონობის სახლიდან, ფარაონის, ეგვიპტის მეფის ხელიდან.

გამოსვლა 6:6-8
ამიტომ უთხარი ისრაელის შვილებს: მე ვარ უფალი და მე გამოგიყვანთ ეგვიპტელთა უღლიდან, მე გადაგარჩენთ მათ მონობას და მე გამოგისყიდით გაწვდილი მკლავითა და დიდი სასჯელებით.  მიგიღებთ ჩემს ხალხად და მე ვიქნები თქვენი ღმერთი; და გეცოდინებათ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი – თქვენი გამომყვანი ეგვიპტელთა უღლიდან.  და მიგიყვანთ ქვეყანაში, რომელზეც დავიფიცე, რომ მივცემდი აბრაჰამს, ისაკს და იაკობს და მე მოგცემთ მას სამკვიდროდ. მე ვარ უფალი”.

გამოსვლა 15:13
წარმართავ შენი წყალობით ამ ხალხს, რომელიც გამოიხსენი; წინ წაუძეხი შენი ძალით შენს წმინდა სავანეში.

ფსალმუნები 129:7-8
უფალს მიენდე ისრაელ, რადგან უფალს აქვს წყალობა და უხვია მისმიერი გამოსყიდვა.  ის გამოისყიდის ისრაელს ყველა დანაშაულისგან.

ესაია 43:14
ასე ამბობს უფალი, შენი გამომხსნელი, ისრაელის წმიდა: “თქვენი გულისთვის გავგზავნი ბაბილონში, დავამხობ ყველა სიმაგრეს და ქალდეველებს – თავიანთ საამაყო გემებზე.

ესაია 47:1-4
„ჩამოემხე და მტვერში ჩაჯექი, ქალწულო, ასულო ბაბილონისა, მიწაზე დაჯექი ტახტის გარეშე, ქალდეველთა ასულო, რადგან ნაზსა და სათუთს აღარ გიწოდებენ.  აიღე დოლაბი და დაფქვი, მოიშორე პირბადე, აიწიე კალთა, გამოაჩინე წვივები, გადაიარე მდინარეები; გამოჩნდება შენი სიშიშვლე და წარმოჩინდება შენი სირცხვილი; შურს ვიძიებ და არ დავინდობ ადამიანს.  მხსნელი ჩვენი – ცაბაოთ უფალია მისი სახელი, წმიდა ისრაელისა.

ესაია 63:16
რადგან შენა ხარ ჩვენი მამა, თუმცა არ გვიცნობს აბრაჰამი და ისრაელი არ გვაღიარებს; ო, უფალო, შენა ხარ ჩვენი მამა და საუკუნოდ ჩვენი გამომსყიდველია შენი სახელი.

იერემია 15:21
გამოგიხსნი ბოროტთა ხელიდან და გამოგისყიდი სასტიკთა ბრჭყალებიდან”.

იერემია 31:11
რადგან უფალი გამოისყიდის იაკობს, იხსნის მასზე ძლიერის ხელიდან.

იერემია 50:34
მაგრამ ძლიერია მათი გამომსყიდველი, ცაბაოთ უფალია მისი სახელი, დაჟინებით განიკითხავს იგი მათ საქმეს, რათა მოსვენება მოიტანოს ქვეყანაზე, ხოლო ბაბილონის მცხოვრებნი შეაშფოთოს.

ესაია 44:21-28
გახსოვდეს ეს, იაკობ და ისრაელ, რადგან ჩემი მსახური ხარ. მე გამოგსახე, ჩემი მსახური ხარ, ისრაელ, არ დაგივიწყებ!  ღრუბელივით წარვხოცე შენი დანაშაული და ნისლივით – შენი ცოდვები; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე.  სიხარულით შემოსძახეთ, ცანო, რადგან უფალმა მოიმოქმედა ეს; იყიჟინეთ, ქვეყნის დაბლობებო; სიხარულით დასჭექეთ, მთებო, ტყევ და ყველა ხევ მასში, რადგან გამოისყიდა უფალმა იაკობი და თავისი დიდება გამოაჩინა ისრაელში.  ასე ამბობს უფალი, შენი გამომსყიდველი და შენი გამომსახველი დედის მუცელში: „მე ვარ უფალი, ყოველივეს შემოქმედი, მე თვითონ გადავჭიმე ცანი და მარტომ განვავრცე მიწა”.  იგი აცამტვერებს ამაოთა ნიშნებს და აუგუნურებს მკითხავებს, უკუაქცევს ბრძენთ და სიბრიყვედ აქცევს მათ ცოდნას;  ადასტურებს თავის მსახურთა სიტყვას და თავის მოციქულთა თათბირს აღასრულებს; ეუბნება იერუსალიმს: „დასახლდები!” იუდას ქალაქებს: „აშენდებით და მის ნანგრევებს მე აღვადგენ!”  ეტყვის ზღვის უფსკრულს: „ამოშრი და მე დავაშრობ შენს მდინარეებს”.  კიროსზე ამბობს: “ჩემი მწყემსია და ჩემს ყველა სურვილს შეასრულებს!” იერუსალიმს ეუბნება: „აშენდები!” და ტაძარს: „ჩაიყრება შენი საძირკველი!”

ესაია 48:20
გამოდით ბაბილონიდან, გაექეცით ქალდეველებს, მხიარული ხმით გამოაცხადეთ, ამცნეთ ეს, ქვეყნის კიდემდე გაავრცელეთ, თქვით: “გამოისყიდა უფალმა თავისი მსახური იაკობი!”

ესაია 49:7
ასე ეუბნება უფალი, ისრაელის გამომსყიდველი და მისი წმიდა, ადამიანთა მიერ აბუჩად აგდებულთ, ერთა მიერ შეძულებულთ, აღზევებულთა მსახურთ: „იხილავენ მეფენი და წამოიმართებიან, მთავარნი კი თაყვანს სცემენ უფლის გულისთვის, რომელიც ერთგულია, ისრაელის წმიდის გამო, რომელმაც ამოგირჩია”.

ფსალმუნები 48:15
მე კი, ღმერთი გამომისყიდის საფლავის ხელიდან, რადგან მიმიღებს მე.

იობი 5:20
შიმშილობის ჟამს სიკვდილისგან გიხსნის და ბრძოლის დროს – მახვილის ძალისგან.

იობი 13:14
რისთვის მეკავოს ჩემი ხორცი კბილებით და სიცოცხლე ხელებით?

ესაია 41:14
ნუ გეშინია, მატლო იაკობ, ისრაელის კაცებო, მე შეგეწევით! სიტყვა უფლისა, შენი გამომსყიდველისა, რომელიც არის ისრაელის წმიდა!

ესაია 47:4
მხსნელი ჩვენი – ცაბაოთ უფალია მისი სახელი, წმიდა ისრაელისა.

ესაია 48:17
ასე ამბობს უფალი, შენი მხსნელი, ისრაელის წმიდა: “მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, გასწავლი, რათა სარგებელი ნახო, იმ გზაზე წაგიძღვები, რომელზეც უნდა იარო;

ესაია 54:5
რადგან შენი შემქმნელია შენი ქმარი, ცაბაოთ უფალია მისი სახელი; ისრაელის წმიდაა შენი გამომსყიდველი, მთელი ქვეყნის ღმერთად იწოდება იგი.

ლუკას 1:51
გვიჩვენა თავისი მკლავის ძლიერება; გაფანტა ამპარტავანნი თავიანთ გულის ზრახვებთან ერთად;

მეორე რჯული 11:2
უწყოდეთ ეს დღეს, რადგან არ ველაპარაკები თქვენს ძეებს, რომელთაც არ უნახავთ და არ იციან თქვენი ღმერთის სასჯელი, მისი სიდიადე, ძლიერი ხელი და შემართული მკლავი,

ფსალმუნები 88:10
შენ შემუსრე რახაბი და მოკლულს დაამსგავსე; შენი ძლიერი მკლავით გაფანტე შენი მტრები.

ფსალმუნები 76:15
საკუთარი მკლავით გამოისყიდე შენი ერი – ძენი იაკობისა და იოსებისა.

ესაია 62:8
თავისი მარჯვენა დაიფიცა უფალმა და მკლავი თავისი ძლიერებისა – აღარასოდეს მივცემ შენს მტრებს შენს ხორბალს საჭმელად და ვეღარ დალევენ უცხოტომელნი შენს მაჭარს, რომელზეც იშრომე,


მსგავსი თემები:

გამოსყიდვა ახალ აღთქმაში

Advertisements