გამხნევდი ბიბლიის მუხლები

მათეს 14:27
მაგრამ იესო მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა: „გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!”

მარკოზის 6:50
რადგან ყველამ დაინახა იგი და შეძრწუნდნენ; ის მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა: „გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!”

მარკოზის 10:49
შეჩერდა იესო და თქვა: „დაუძახეთ”. დაუძახეს ბრმას და უთხრეს: „ნუ გეშინია, ადექი, გეძახის”.

მათეს 9:2
და აჰა, მიუყვანეს ლოგინად ჩავარდნილი დავრდომილი. იხილა რა მათი რწმენა, უთხრა იესომ დავრდომილს: „გამხნევდი შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები”.

მათეს 9:22
იესო მიუბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: „გამხნევდი, ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა”. და მაშინვე განიკურნა ქალი.

საქმეები 27:22
ახლა კი გირჩევთ გამხნევდეთ. ყველანი გადარჩებით ხომალდის გარდა,

საქმეები 27:25
ამიტომ გამხნევდით, კაცნო, ვინაიდან მწამს ღვთისა, რომ ისე მოხდება, როგორც მეუწყა:

Advertisements