განათლება ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 42:3
გამოგზავნე ნათელი შენი და ჭეშმარიტება შენი, რათა წარმიძღვნენ მე და მიმიყვანონ შენს წმიდა მთასთან და შენს სამკვიდროსთან!

მიქა 7:8-9
ნუ ხარობ ჩემზე, ჩემო მტერო! თუმც დაცემული ვარ, აღვდგები; თუმც ბნელში ვზივარ, უფალია ჩემი ნათელი! დავითმენ უფლის რისხვას, (რადგან ცოდვილი ვარ მის წინაშე), ვიდრე ჩემს საქმეს არ განიკითხავს და არ გადამიწყვეტს თავის სამართალს. ნათელში გამიყვანს და მე ვიხილავ მის სიკეთეს.

იოანეს 8:12
და კვლავ დაიწყო იესომ და თქვა: „მე ვარ ნათელი ქვეყნისა. ვინც მე გამომყვება, არ ივლის ბნელში, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას.“

ეფესელთა 1:16-18
არ ვწყვეტ ღმერთისადმი მადლობას თქვენთვის, გიხსენებთ ჩემს ლოცვებში, რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად, და განათლდნენ თქვენი გულის თვალები, რათა იცოდეთ, რა არის მისი მოწოდების იმედი და როგორია მისი დიდებული მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათათვის,

2 მეფეთა 22:29
უფალო, ლამპარი ხარ ჩემი! უფალი ნათელია ბნელში.

ეზრა 9:8
და ახლა წამიერად მოიღო უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, ჩვენზე წყალობა და დატოვა ჩვენი ნატამალი და მოგვცა დასამკვიდრებელი თავის წმიდა ადგილზე, რომ გაენათებინა ჩვენი თვალები ჩვენს ღმერთს და ცოტათი მაინც გავეცოცხლებინეთ ჩვენს მონობაში.

იობი 29:2-3
„ნეტავ ისე ვიყო, როგორც წარსულ თვეებში, როგორც იმ დღეებში, როცა მიცავდა ღმერთი; როცა მისი ლამპარი თავს დამნათოდა, და მის შუქზე ბნელში ვიკვლევდი გზას.

ფსალმუნები 17:28
ანთებს ჩემს ლამპარს უფალი; ჩემი ღმერთი სინათლედ მიქცევს სიბნელეს.

ფსალმუნები 35:10
მოჰფინე წყალობა შენი შენს აღმსარებლებს, და შენი მხსნელი სიმართლე გულწრფელებს!

ფსალმუნები 96:11
შუქი იღვრება მართალთათვის და გულით წრფელთათვის – მხიარულება.

ესაია 9:2
ბნელში მოარულმა ხალხმა იხილა დიდი სინათლე; ნათელი გამოუბრწყინდათ წყვდიადის ქვეყანაში მცხოვრებთ.

ესაია 42:6
მე, უფალმა, მოგიწოდე სიმართლით, ხელში გწვდები და დაგიცავ, დაგადგენ აღთქმად ხალხისთვის და წარმართთა სინათლედ,

ესაია 49:6
და თქვა მან: არ „კმარა, რომ იქნები ჩემს მსახურად იაკობის შტოთა აღსადგენად და ისრაელის ნატამალთა დასაბრუნებლად. მე გაგხდი შენ ხალხების სინათლედ, რათა ჩემი ხსნა დედამიწის კიდემდე იყოს.“

ესაია 60:1
ადექი, განათდი, იერუსალიმ, რადგან მოვიდა შენი ნათელი და უფლის დიდება შენზე ამობრწყინდა.

დანიელი 2:22
ააშკარავებს ღრმასა და დაფარულს, იცის, რა იმალება წყვდიადში, და ნათელი მასთანაა დავანებული.

იოანეს 1:9
იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც განანათლებს ქვეყანაზე მომსვლელ ყოველ ადამიანს.

იოანეს 12:46
მე, ნათელი, მოვედი ქვეყანაზე, რათა არც ერთი ჩემი მორწმუნე ბნელში არ დარჩეს.

საქმეები 26:18
მათი თვალების ასახელად და მოსაქცევად ბნელიდან ნათლისაკენ და სატანის ხელმწიფებიდან ღმერთისაკენ, რათა ჩემდამი რწმენით მიიღონ ცოდვების მიტევება და წილი განწმედილებთან ერთად.’

2 კორინთელთა 4:6
რადგან ღმერთმა, რომელმაც ბრძანა, რომ ნათელი ბნელიდან გამობრწყინებულიყო, მან გაანათა ჩვენს გულებში, რათა გაგვინათოს ღმერთის დიდების ცოდნის ნათელმა ქრისტეს პირისახეში.

ებრაელთა 6:4
რადგან შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც იგემეს ზეციური ნიჭი და წმიდა სულის ზიარნი გახდნენ,

ებრაელთა 10:32
გაიხსენეთ უწინდელი დღეები, როცა განათლდით და დაითმინეთ ტანჯვის დიდი განსაცდელი:

1 პეტრეს 2:9
თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრილი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოებანი, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი ნათლისაკენ გამოგიხმოთ.

ფსალმუნები 118:130
საწყისი შენი სიტყვებისა ანათებს, აგონიერებს მიამიტებს.

ფსალმუნები 18:8
მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს.

იგავნი 6:23
რადგან მცნება ლამპარია, სწავლა – სინათლეა, ხოლო შეგონება სიცოცხლის გზაა.


მსგავსი თემები:

აღზრდა

Advertisements