განგება ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 102:19
ზეცაში დაიდგა ტახტი უფალმა და მისი მეფობა განაგებს ყოველივეს.

დაბადება 45:5-8
ახლა ნუღარ სწუხართ და ნუღარ ბრაზობთ საკუთარ თავზე, აქ რომ გამყიდეთ. თქვენი სიცოცხლის შესანარჩუნებლად წარმომგზავნა ღმერთმა. რადგან ეს ორი წელია შიმშილია ქვეყანაზე და კიდევ ხუთი წელი არ იქნება ხვნა და მკა. თქვენს წინ წარმომგზავნა ღმერთმა, ქვეყნად თქვენი ნატამალის დასატოვებლად, რათა დიადი ხსნით შეგინარჩუნოთ სიცოცხლე. თქვენ კი არ წარმომგზავნეთ აქ, არამედ ღმერთმა; და მან დამადგინა ფარაონის მამად, მთელი მისი სახლის პატრონად და მთელი ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად.

ფსალმუნები 144:17
მართალია უფალი ყველა თავის გზაზე და მოწყალეა ყველა თავის საქმეში.

იობი 11:7-9
ნუთუ გამოიკვლევ ღვთის სიღრმეებს და მიაღწევ ყოვლადძლიერის საზღვრებს? მაღალია ვითარცა ცანი და ღრმაა ვითარცა ქვესკნელი! როგორ შეიცნობ? ზომით დედამიწაზე გრძელია და ზღვაზე ფართო.

რომაელთა 8:28
ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე სასიკეთოდ ეწევა.

ფსალმუნები 21:28
რადგან უფალს ეკუთვნის მეფობა და ის არის მბრძანებელი ერებისა.

მათეს 6:26
შეხედეთ ცის ფრინველებს: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესები არა ხართ?

გამოსვლა 19:4
ხომ ნახეთ, რა დავმართე ეგვიპტელებს; არწივის ფრთებზე აგიყვანეთ და ჩემთან მოგიყვანეთ.

დანიელი 4:35
არაფრად მიიჩნევა ყველა, ვინც მკვიდრობს დედამიწაზე და თავისი სურვილისამებრ იქცევა ზეცის მხედრობასა და მიწის მკვიდრთა შორის. არავინაა, ვინც შეეწინააღმდეგება მის ხელს და ეტყვის, რას სჩადიხარო!

ნეემია 9:6
შენ, შენ ხარ უფალი, მხოლოდ შენ, შენ შექმენი ცანი, ცანი ცათანი და მთელი მათი მხედრობა, დედამიწა და ყოველივე, რაც მასზეა, ზღვები და ყოველივე, რაც მათშია; შენვე აცოცხლებ ყველას და შენ გცემს თაყვანს ციური ლაშქარი.

საქმეები 17:26
ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ხალხი, რათა დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ; წინასწარ დააწესა მათ დასასახლებლად დრონი და საზღვრები,

ესაია 50:2
რატომ არავინ იყო, როცა მოვედი? ვიძახდი და არ იყო პასუხის გამცემი. ნუთუ დამოკლდა ჩემი ხელი გამოსასყიდად, იქნებ აღარ მაქვს გამოხსნის ძალა? აჰა, ავუკრძალავ და დაშრება ზღვა, მდინარეებს უდაბნოდ ვაქცევ, აყროლდება მათი თევზი უწყლობით და წყურვილით დაიხოცება.

დაბადება 8:22
სანამ იქნება დედამიწა, არ გაუქმდება მასზე თესვა და მკა, სიცივე და სიცხე, ზაფხული და ზამთარი, დღე და ღამე”.

ფსალმუნები 74:6
რადგან არც აღმოსავლეთიდან, არც დასავლეთიდან და არც უდაბნოდან არაა ამაღლება.

მათეს 10:29
განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? და არც ერთი მათგანი არ ვარდება მიწაზე თქვენი მამის ნების გარეშე.

იგავნი 3:6
ყოველ შენს გზაზე შეიცანი უფალი და ის მოგისწორებს ბილიკებს.

იობი 1:21
თქვა: „შიშველი გამოვედი დედაჩემის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა და უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი!”

ფსალმუნებეი 118:75
ვიცი უფალო, რომ სამართლიანია შენი განკითხვა, სამართლიანად დავისაჯე.

ფსალმუნები 138:10
იქაც შენი ხელი წამიძღვება და შენი მარჯვენა დამიჭერს.

ფსალმუნები 144:15-16
ყველას თვალი შენ შემოგცქერის, შენ აძლევ მათ საზრდოს თავის დროზე. გაშლი ხელს და აკმაყოფილებ ყოველი სულდგმულის საჭიროებას.

აბაკუმი 1:12
განა უძველესი დროიდან არა ხარ, ჩემო ღმერთო, ჩემო წმიდავ? არ მოვკდებით! უფალო, გასასამართლებლად გყავს განწესებული ისინი; ბურჯო ჩემო, სამხილებლად გყავს დადგენილნი.

რომაელთა 8:38
ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე სასიკეთოდ ეწევა.

რომაელთა 11:36
რადგან ყოველივე მისგან, მის მიერ და მის მიმართ არის. მას დიდება უკუნისამდე. ამინ!

Advertisements