განკითხვა ბიბლიის მუხლები

ებრაელთა 9:27
და როგორც ადამიანთათვის არის დადგენილი ერთხელ სიკვდილი და მერე გასამართლება,

1 კორინთელთა 3:10-15
მე, ღმერთის მიერ ჩემთვის ბოძებული მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დავუდე, ხოლო სხვა აშენებს მასზე; მაგრამ თითოეულმა უყუროს, როგორ აშენებს.  რადგან არავის ძალუძს სხვა საძირკველი ჩაყაროს, გარდა იმისა, რაც დადებულია, რომელიც არის იესო ქრისტე.  და ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე – ოქროს, ვერცხლს, პატიოსან ქვებს, ხეს, ნამჯას, თივას –  თითოეულის საქმე გამომჟღავნდება. ვინაიდან დღე გამოაჩენს, რადგან ის ცეცხლით ცხადდება და თვითონ ცეცხლი გამოცდის თითოეული ადამიანის საქმეს.  ვისი აშენებული საქმეც გაძლებს, ის მიიღებს საზღაურს.  ვისი საქმეც დაიწვება, ის იზარალებს; თვითონ კი გადარჩება, მაგრამ როგორც ცეცხლისგან.

2 პეტრეს 3:7
ამავე სიტყვით არიან შემონახულნი ცეცხლისთვის ახლანდელი ცანი და მიწა, უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღისთვის.

ეკლესიასტე 3:17
ვთქვი ჩემს გულში: ,,მართალსა და ბოროტს ღმერთი გაასამართლებს, რადგან ყველა მოვლენას და ყველა საქმეს თავისი ჟამი აქვს”.

გამოცხადება 20:12
ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გადაშლილი წიგნები; გადაშლილი იყო სხვა წიგნიც, რომელიც სიცოცხლის წიგნია; და განკითხულ იქნენ მკვდრები წიგნებში ნაწერიდან, მათი საქმეებისამებრ.

იოანეს 5:22
არც არავის განიკითხავს მამა, არამედ მთელი სამსჯავრო ძეს გადასცა,

საქმეები 17:31
რადგან მან დაადგინა დღე, როცა განიკითხავს ქვეყნიერებას სიმართლით, წინასწარ დადგენილი კაცის მეშვეობით; და ყველას მისცა მოწმობა, მკვდრეთით აღადგინა რა იგი”.

მათეს 12:36
თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს;

იოველი 3:2
შევკრებ ყველა ხალხს და იოშაფატის ველზე ჩავიყვან; იქ გავასამართლებ მათ ჩემი ხალხისა და ჩემი სამკვიდროს, ისრაელის გამო, რომ გაფანტეს იგი ხალხებში და დაინაწილეს ჩემი ქვეყანა.

Advertisements