გარემოს დაცვა ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 23:1-2
უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მკვიდრნი მისი.  რადგან ზღვებზე დააფუძნა მან იგი და მდინარეებზე გაამყარა იგი.

გამოსვლა 19:5-6
ამიერიდან თუ მართლაც მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან ჩემს საკუთრებად, რადგან ჩემია მთელი დედამიწა.  იქნებით ჩემთვის მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად. აჰა, სიტყვები, რომელთაც ეტყვი ისრაელის შვილებს!”

ლევიანნი 25:23
მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს, რადგან ჩემია მიწა; თქვენ კი ხიზნები ხართ ჩემთან.

1 ნეშტთა 29:14
ვინა ვარ მე ან ვინ არის ჩემი ხალხი, ამდენის შემოწირვა რომ შევძელით? მაგრამ ყოველივე ეს შენგან არის, შენი ხელით მოცემული დაგიბრუნეთ!

ფსალმუნები 49:9-12
არ შევიწირავ შენი სახლიდან ზვარაკს, არც ვაცებს – შენი ფარეხებიდან. რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათას მთაზე. ჩემთვის ცნობილია მთის ყველა ფრინველი და მინდვრის ყველა ცხოველი მე მეკუთვნის. თუ მომშივდა, შენ არ გეტყვი, რადგან ჩემია მსოფლიო და სავსება მისი.

ფსალმუნები 88:11
შენია ცანი, დედამიწაც შენია, სამყარო და მისი სავსება შენ დააფუძნე.

ანგია 2:8
ჩემია ოქრო და ჩემია ვერცხლი – ამბობს ცაბაოთ უფალი.

დაბადება 1:26-28
თქვა ღმერთმა: „შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად; დაე იბატონოს ზღვაში თევზზე, ცაში ფრინველზე, პირუტყვზე, მთელ დედამიწაზე და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც დაძვრება მიწაზე”. შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ქვეყანა და იუფლეთ მასზე; იბატონეთ ზღვაში თევზებზე, ცაში ფრინველებზე, და ყოველ ცოცხალ არსებაზე, რაც კი მიწაზე იძვრის.

დაბადება 9:1-3
აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი ძენი და უთხრა: „ინაყოფიერეთ, იმრავლეთ, და აავსეთ დედამიწა”.  ჰქონდეს თქვენი შიში და ძრწოლა ყველა ცხოველს, ცის ყველა ფრინველს და ყველა არსებას, რაც დედამიწაზე იძვრის; და ყოველი თევზი ზღვისა თქვენს ხელთაა მოცემული.  ყოველი მოძრავი ცოცხალი არსება – საჭმელად გქონდეთ, ისევე როგორც მწვანე ბალახი. თქვენ გაძლევთ ყველაფერს.

ფსალმუნები 8:6-8
გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მის ფეხქვეშ მოაქციე.  წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი, ასევე – ველის ნადირი;  ცათა ფრინველი და ზღვის თევზი, წყლის ბილიკებით რომ მოძრაობენ.

ებრაელთა 2:8
და ყოველივე მის ფერხთა ქვეშ დაუქვემდებარე”. ხოლო, რაკი ყოველივე მას დაუქვემდებარა, არაფერი დაუტოვებია მისთვის დაუმორჩილებელი. მაგრამ ახლა ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ, რომ ყოველივე მას ემორჩილებოდეს;

მათეს 6:26-30
შეხედეთ ცის ფრინველებს: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესები არა ხართ? ანდა, რომელ თქვენგანს შეუძლია დარდით ერთი წყრთა მაინც შემატოს თავის სიმაღლეს? სამოსელზე რაღად დარდობთ? შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ. მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი მთელ თავის დიდებაში არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი. თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არა, მცირედ მორწმუნენო?

ლუკას 12:24-28
ყორნებს დააკვირდით: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლები აქვთ, არც საწყობი და ღმერთი არჩენს მათ. თქვენ კი რამდენად სჯობიხართ ფრინველებს? რომელ თქვენგანს შეუძლია, დარდით ერთი საათი მაინც შემატოს თავის სიცოცხლეს? მაშ, თუ უმცირესიც არ შეგიძლიათ, დანარჩენზე რაღად დარდობთ? დაუკვირდით შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც ჯაფა აქვთ, არც ართავენ. მაგრამ გეუბნებით, რომ სოლომონიც კი, მთელი თავისი დიდებით არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი. თუკი ველის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასეთნაირად მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?

მეორე რჯული 11:10-15
რადგან მიწა, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ, არა ჰგავს ეგვიპტის მიწას, საიდანაც გამოხვედით, სადაც თესავდი თესლს და რწყავდი შენი ფეხით, როგორც ბოსტანს; ის მიწა კი, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ გაღმა, მთისა და ბარის ქვეყანაა და ციური წვიმის წყალს სვამს. მიწა, რომელზეც უფალი, შენი ღმერთი ზრუნავს; უფლის, შენი ღმერთის თვალია მასზე, წლის დასაწყისიდან – დასასრულამდე. და თუ გულმოდგინედ დაემორჩილებით ჩემს მცნებებს, რომელთაც გიბრძანებთ დღეს, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, და ემსახუროთ მას მთელი თქვენი გულითა და სულით, მაშინ დროულად მივცემ წვიმას თქვენს ქვეყანას, ადრეულსაც და გვიანსაც; და მოიწევთ მარცვლეულს, ღვინოსა და ზეთს.  მივცემ თქვენს მდელოებს ბალახს საქონლისთვის; შეჭამთ და გაძღებით.

ფსალმუნები 64:9-13
ზრუნავ მიწაზე და რწყავ, უხვად ავსებ დოვლათით; ნაკადი ღვთისა სავსეა წყლით, რომ მისცე ადამიანებს პური, რადგან ასე დაადგინე. მის კვლებს არწყულებ და ბელტებს ასწორებ, ჟუჟუნა წვიმით ალბობ, აკურთხებ მის აღმონაცენს. შენი სიკეთით აგვირგვინებ წელიწადს, შენი ნაკვალევიდან წვეთავს პოხიერება. ნახირით არის სავსე საძოვრები და მაღლობები ლხინით იმოსებიან. ცხვრებით ივსება საძოვრები და მარცვლეულით იფარება დაბლობები; ყიჟინებენ და მღერიან სიხარულით.

მეორე რჯული 20:19
თუ ქალაქი მრავალი დღე გეყოლებათ ალყაში და ეომებით, რათა დაიპყროთ იგი, ცულით ნუ მოსპობთ მის ხეებს, რათა გამოიკვებოთ მათგან, ნუ აჩეხავთ მათ, მინდვრის ხე კაცი ხომ არ არის, ციხე-სიმაგრეში რომ გაგერიდოს?

მეორე რჯული 22:4
როცა გზაზე დაცემულ სახედარს ან ხარს დაინახავ, ნუ აერიდები მათ, წამოაყენე ისინი.

მეორე რჯული 25:4
პირს ნუ აუკრავთ ხარს ლეწვისას.

იგავნი 12:10
მართალი თავისი პირუტყვის სიცოცხლეზეც ზრუნავს, ხოლო ბოროტეულთა სიბრალულიც კი სასტიკია.

ლევიანნი 25:1-7
უთხრა უფალმა მოსეს სინაის მთაზე:  „ელაპარაკე ისრაელის შვილებს და უთხარი: როცა მიხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გაძლევთ, დაისვენოს მიწამ უფლის შაბათს.  ექვსი წელი თესე შენი ყანა და ექვსი წელი გასხალი შენი ვენახი და აიღე მისი მოსავალი.  მეშვიდე წელი დასვენების შაბათი იყოს მიწისთვის, ეს უფლის შაბათია: არ დათესო ყანა და ნუ გასხლავ ვენახს.  თავისით აღმოცენებული არ მომკა და გაუსხლავი ვაზიდან ნუ ააგროვებ ყურძენს; შაბათის წელიწადი იყოს მიწისთვის.  იყოს თქვენთვის საჭმელად შაბათის მიწის მოსავალი, შენთვის და შენი მონისთვის, შენი მხევლისთვის და შენი დაქირავებული მუშისთვის და შენი ხიზნისთვის, რომელიც შენთან ცხოვრობს;  მთელი მისი მოსავალი იყოს საჭმელად შენი საქონლისა და ცხოველისთვის, რომელიც შენს ქვეყანაშია.

ნეემია 10:31
და იმ ქვეყნის ხალხებისგან, რომელთაც შაბათ დღეს გასაყიდად მოაქვთ საქონელი და ყოველგვარი მოსავალი, არაფერს შევიძენდით მათგან შაბათ დღეს – წმიდა დღეს; და ყოველ მეშვიდე წელს მოვასვენებდით მიწას და ყოველ ვალს მივუტევებდით.