გახსნილობა ბიბლიის მუხლები

მათეს 13:16-17
ნეტარ არიან თქვენი თვალები, რომ ხედავენ და ყურები – რომ ისმენენ.  ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდა ეხილა ის, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილეს, და ესმინათ, რასაც თქვენ ისმენთ, მაგრამ ვერ მოისმინეს.

იგავნი 18:15
გონიერის გული ცოდნას იძენს და ბრძენის ყური ცოდნას ეძიებს.

იგავნი 20:12
მსმენელი ყური და მხილველი თვალი – ერთიც და მეორეც უფალმა შექმნა.

რუთი 4:3-5
უთხრა ნათესავს: „მოაბის ველიდ­ან დაბრუნებული ნაყომი, მინდვრის ნაკვეთს ჰყიდის, რომელიც ჩვენს ძმას – ელიმელექს ეკუთვნოდა.  ვიფიქრე, შემეტყობინებინა შენთვის ეს ამბავი და მეთქვა: იყიდე ეს ნაკვეთი აქ მსხდომთა და ჩემი ხალხის უხუცესთა წინაშე. თუ გამოისყიდი, გამოისყიდე და თუ არ გამოისყიდი, მითხარი, რადგან არავის არა აქვს უფლება ის ნაკვეთი შენზე წინ გამოისყიდოს, შენ შემდეგ კი მე ვარ”. უთხრა მას ნათესავმა: „თანახმა ვარ, გამოვისყიდი”.  თქვა ბოყაზმა: „როცა ნაყომის ხელიდან მინდორს იყიდი, გარდაცვლილი კაცის ცოლი, მოაბელი რუთიც უნდა გამოისყიდო, რომ სახელი აღუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდროში”.

მათეს 18:5
ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მე მღებულობს.

მარკოზის 9:37
„ვინც ჩემი სახელით ერთ ასეთ ბავშვს მიიღებს, ის მე მღებულობს. ხოლო ვინც მე მღებულობს, ის მე კი არ მღებულობს, არამედ ჩემს მომავლინებელს”.

ლუკას 9:48
უთხრა მათ: „ვინც ღებულობს ამ ბავშვს ჩემი სახელით, ის მე მღებულობს. ხოლო, ვინც მე მღებულობს, ის ჩემს მომავლინებელსაც ღებულობს; ყველა თქვენგანში უმცირესი კი, ყველაზე დიდი იქნება”.

მათეს 25:35
ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და მიმიღეთ;

საქმეები 4:32
უამრავ მორწმუნეს ერთი გული და ერთი სული ჰქონდა; და არც ერთი თავის ქონებას თავისად არ მიიჩნევდა, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ.

გალატელთა 4:14
და არ მოიძულეთ ჩემი განსაცდელი სხეულში, არც უგულებელყავით, არამედ მიმიღეთ როგორც ღვთის ანგელოზი, როგორც ქრისტე იესო.

1 იოანეს 4:1
საყვარელნო, ნუ ენდობით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულნი, ღვთისგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუწინასწარმეტყველი გამოვიდა წუთისოფელში.

1 კორინთელთა 2:14
მშვინვიერი ადამიანი კი არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისგანაა, ვინაიდან სისულელედ მიაჩნია და არ ძალუძს გაგება, რადგან სულიერად განისჯება.

ფილიპელთა 1:10
რათა გამოსცადოთ უმჯობესი და იყოთ წრფელნი და უმანკონი ქრისტეს დღეს.

1 თესალონიკელთა 5:21
არამედ ყველაფერი გამოსცადეთ და კეთილს ჩაეჭიდეთ.

ებრაელთა 5:14
მაგარი საჭმელი განკუთვნილია მოწიფულთათვის, რომელთა გრძნობები ჩვევით არიან გაწაფული კეთილისა და ბოროტის გასარჩევად.

მეორე რჯული 11:16
მაგრამ გაფრთხილდით, არ მოტყუვდეს თქვენი გული, არ გადაუხვიოთ, არ ემსახუროთ და არ ეთაყვანოთ უცხო ღმერთებს.

3 მეფეთა 11:4
სიბერის ჟამს მიდრიკეს სოლომონის გული მისმა ცოლებმა უცხო ღმერთებისკენ და ისე სრულად მიძღვნილი აღარ იყო მისი გული უფლის, თავისი ღმერთის მიმართ, როგორც დავითის, მამამისის გული.

იგავნი 7:21
მრავალსიტყვაობით აცდუნა, ლაქარდიანი ბაგით მონუსხა იგი.

კოლასელთა 2:8
იფხიზლეთ, არავინ წარგატყვევოთ ფილოსოფიითა და ამაო ტყუილებით, ადამიანური გადმოცემებისა და სამყაროს სტიქიათა მიხედვით და არა ქრისტეს მიხედვით.

ებრაელთა 13:9
არ გაგიტაცოთ სხვადასხვა უცხო მოძღვრებამ; კარგია გულის გამაგრება მადლით და არა საჭმლით, რომლისგანაც სარგებელი ვერ ნახეს მისმა მიმდევრებმა.

იოანეს 15:15
მონებს აღარ გიწოდებთ, რადგან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრები გიწოდეთ, რადგან ყველაფერი გამცნეთ, რაც მამაჩემისგან მსმენია.

ფსალმუნები 1:3
და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილი ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია.

იოანეს 20:29
უთხრა მას იესომ: „შენ მირწმუნე, იმიტომ, რომ მიხილე. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და მირწმუნეს”.

მათეს 9:36
ხედავდა რა ხალხს, ებრალებოდა ისინი, ვინაიდან დაუძლურებულნი და მიტოვებულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი.

4 მეფეთა 14:26
რადგან იხილა უფალმა ისრაელის მწარე უბედურება, აღარც ტყვე იყო და აღარც თავისუფალი; არავინ იყო შემწე ისრაელისა.

ესაია 63:9
არ მიუტოვებია ისინი არცერთ უბედურებაში და მის წინაშე მდგარი ანგელოზი იხსნიდა მათ. თავისი სიყვარულითა და მოწყალებით გამოისყიდა ისინი; ხელში აყვანილთ ატარებდა ყოველთვის – ძველთაგანვე.

მათეს 6:8
ნუ იქნებით მათი მსგავსები, რადგან თქვენმა მამამ მანამდე იცის, რა გჭირდებათ, ვიდრე თხოვდეთ.

მათეს 15:32
მოუხმო იესომ თავის მოწაფეებს და უთხრა: „მებრალება ეს ხალხი, უკვე სამი დღეა ჩემთან არიან, საჭმელი კი არაფერი აქვთ. არ მინდა, მათი უჭმელად გაშვება, გზაში რომ არ დაუძლურდნენ”.

ლუკას 7:13
ქვრივის დანახვისას შეეცოდა იგი უფალს და უთხრა: „ნუ სტირი”.

1 პეტრეს 5:7
თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე.

4 მეფეთა 9:3
აიღე ზეთის ჭურჭელი და ზეთი დაასხი თავზე, უთხარი: – ასე ამბობს უფალი: მე გცხებ ისრაელის მეფედ. მერე კარი გააღე და გაიქეცი, ნუღარ მოიცდი”.

2 ნეშტთა 7:12
ღამით უფალი გამოეცხადა სოლომონს და უთხრა: „შევისმინე შენი ლოცვა და ავირჩიე ეს ადგილი მსხვერპლის შესაწირ სახლად.

ესაია 65:24
და იქნება, სანამ მომიხმობენ – ვუპასუხებ, ჯერ კიდევ ლაპარაკში იქნებიან, რომ შევისმენ.

1 პეტრეს 3:12
რადგან უფლის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყურები კი – მათი ვედრების მიმართ; ხოლო მისი სახე ბოროტმოქმედთა წინააღმდეგაა.

2 მეფეთა 12:13
და უთხრა დავითმა ნათანს: „შევცოდე უფალს”. უთხრა ნათანმა: „უფალმაც მოგიტევა ცოდვა, არ მოკვდები!

იოანეს 3:10
მიუგო იესომ: „ისრაელის მოძღვარი ხარ და ეს არ იცი?

იოანეს 4:2
თუმცა ნათლავდა არა თვით იესო, არამედ მისი მოწაფეები,