ღირსების დაკარგვა ბიბლიის მუხლები

იობი 19:9
დიდება შემომაძარცვა და თავიდან გვირგვინი მომხადა;

ფსალმუნები 88:44
გააცამტვერე მისი დიდება და მისი ტახტი მიწასთან გაასწორე.

გოდება 1:6
გაშორდა სიონის ასულს მთელი ბრწყინვალება. მისი მთავრები იმ ირმებს დამსგავსებიან, საძოვრისთვის რომ ვერ მიუგნიათ და ღონემიხდილნი გაურბიან მდევარს.

გოდება 1:8
დიდად შესცოდა იერუსალიმმა, ამის გამო იქცა უწმიდურად, ყოველმა მისმა პატივისმცემელმა შეიძულა იგი, რადგან იხილეს მისი სიშიშვლე. თავადაც ოხრავს და სირცხვილით პირს არიდებს მათ.

იობი 30:15
საშინელებანი დამატყდა თავს, ქარივით გადაიქროლა ჩემმა დი­დებამ და ღრუბელივით გადავიდა ჩემი კეთილდღეობა.

ეზრა 4:14
და რაკი სასახლის მარილით ვსაზრდოობთ, მეფის ლანძღვის ყურება არ შეგვფერის, ამიტომ გამოვგზავნეთ წერილი და შევატყობინეთ მეფეს.

იგავნი 3:35
ბრძენნი პატივს დაიმკვიდრებენ, ბრიყვთა მემკვიდრეობა კი დამცირებაა.

იგავნი 18:3
მოვა ბოროტი კაცი და მოჰყვება სიძულვილი, უღირსობას კი შერცხვენა მოჰყვება.

იგავნი 6:33
გვემასა და შერცხვენას ჰპოვებს და მისი სირცხვილი არ წარიხოცება.

ესაია 16:14
ახლა ასე ლაპარაკობს უფალი და ამბობს: „სამი წლის შემდეგ, ქირავნობის წლების მიხედვით, დამცირდება მოაბის დიდება და მისი ხალხის დიდი სიმრავლე; ფრიად მცირე და უძლური იქნება მისი ნატამალი”.

იერემია 48:2
განქარდა მოაბის დიდება, ხეშბონში განიზრახეს ბოროტება მის წინააღმდეგ: მოდით და მოვსპოთ, რომ აღარ იარსებოს მისმა თესლმა! შენც დადუმდები, მადმენა, მახვილი მოგდევს უკან.

ესაია 17:4
და იქნება იმ დღეს: დაილევა იაკობის დიდება და ჩამოუხმება ხორცი.

გოდება 2:1
როგორ მოქუფრა უფალმა თავისი რისხვით სიონის ასული. ზეციდან მიწაზე დაამხო მშვენება ისრაელისა, არ გაიხსენა თავისი კვარცხლბეკი თავის რისხვის დღეს.

გოდება 4:16
უფალმა გაფანტა და მეტად აღარ მოხედავსო მათ, პატივს არ მიაგებდნენ ღვთისმსახურთ და მოხუცებულთ არ ინდობდნენო”.

ესაია 47:1
„ჩამოემხე და მტვერში ჩაჯექი, ქალწულო, ასულო ბაბილონისა, მიწაზე დაჯექი ტახტის გარეშე, ქალდეველთა ასულო, რადგან ნაზსა და სათუთს აღარ გიწოდებენ.

ესაია 21:16
ვინაიდან, ასე ამბობს უფალი: „ერთი წლის შემდეგ, მოჯამაგირის წლებისამებრ, გაქრება კედარის მთელი სიდიადე.

ეზეკიელი 28:7
ამიტომ, აჰა, გამოვიყვან შენზე უცხოებს, ხალხთაგან უსასტიკესთ, იშიშვლებენ მახვილებს შენი სიბრძნის მშვენებაზე და შებღალავენ შენს ბრწყინვალებას.

დანიელი 5:20
მაგრამ, როდესაც მისი გული აღზევდა და სული ისე გაუკადნიერდა, რომ ამპარტავნულად იწყო მოქმედება, ჩამოგდებული იქნა სამეფო ტახტიდან და პატივაყრილი.

ოსია 4:7
რაც უფრო გამრავლდნენ, მით უფრო მცოდავენ, სირცხვილად ვაქცევ მათ დიდებას!

ოსია 9:11
ჩიტივით გაუფრინდება დიდება ეფრემს! არც შობადობა, არც ორსულობა, არც მუცლადღება!

ოსია 10:5
ბეთ-ავენის ხბოს გამო შეშინდებიან სამარიის მკვიდრნი, ხბოს გლოვობენ ხალხი და მისი ქურუმები, მასზე რომ მხიარულობდნენ, რადგან გასცილდა მას მისი დიდება.

აბაკუმი 2:16
სირცხვილით გაძღები პატივის ნაცვლად. ახლა შენც დალიე და გამოაჩინე შენი სიშიშვლე; შენც მოგიბრუნდება ფიალა უფლის მარჯვენისა და სირცხვილი დიდე­ბის სანაცვლოდ.

ზაქარია 11:3
მწყემსთა მოთქმის ხმა გაისმის, რადგან გაიძარცვა მათი მშვენება! ლომთა ბრდღვინვის ხმა – ვინაიდან გაიძარცვა იორდანეს სიამაყე!

ფსალმუნები 68:6
ნუ შერცხვებიან ჩემ გამო შენი მოიმედენი უფალო,ცაბაოთ ღმერთო; ნუ გაწბილდებიან ჩემ გამო, ვინც შენ გეძებს, ღმერთო ისრაელისა.

ფსალმუნები 73:21
შერცხვენილი ნუ დაბრუნდება ჩაგრული, დაე, აქებდნენ შენს სახელს ღარიბნი და საწყალნი.