ღირსეული ცოლის აღწერა ბიბლიის მუხლები

იგავნი 19:14
სახლი და ქონება – მამისგან მიღებული მემკვიდრეობაა, გონიერი ცოლი კი უფლისგანაა.

იგავნი 18:22
ვინც ცოლი ჰპოვა, სიკეთე ჰპოვა და უფლის კეთილგანწყობა მოიხვეჭა.

იგავნი 12:4
ღირსეული ქალი ქმრის გვირგვინია, შემარცხვენელი კი ხრწნაა მის ძვლებში.

იგავნი 31:10-31
გამრჯე ცოლს ვინ იპოვის? მარგალიტზე ძვირფასია იგი. დანდობილია მასზე მისი ქმრის გული და შემოსავალი არ მოაკლდება. სიკეთეს მიაგებს მას და არა ბოროტს, მთელი მისი ცხოვრების დღეებში. მატყლს და სელს მოიძევს და სიხარულით შრომობს თავისი ხელებით. სავაჭრო ხომალდების მსგავსად შორიდან მოაქვს თავისი საზრდო. ღამიანად დგება, საკვებს აძლევს სახლეულს და საქმეზე აყენებს მხევალთ. იფიქრებს მინდორზე და შეიძენს მას, საკუთარ ხელთა მტევნით რგავს ვენახს. ძალას ისარტყლავს წელზე და მკლავებს იმაგრებს. ხვდება, რომ კარგია მისი მონაგები; ღამითაც არ ქრება მისი ლამპარი. იწვდენს ხელს სართავი ჯარასკენ და თითისტარს დაიჭერს. ხელს უმართავს ღარიბს და ხელს უწვდის გაჭირვებულს. არ შიშობს თავის სახლეულზე თოვლიანობისას, რადგან ძოწისფერითაა შემოსილი მთელი მისი სახლეული. ფარდაგებს იმზადებს, ბისონი და მეწამულია მისი სამოსელი. ცნობილია მისი ქმარი კარიბჭეებთან და ქვეყნის უხუცესთა შორის ზის იგი. სელის ტანსაცმელს კერავს და ყიდის, სარტყლებით ამარაგებს ვაჭარს. ძალითა და ღირსებით არის შემოსილი და უღიმის მომავალს. სიბრძნით ხსნის პირს და კეთილი დარიგებაა მის ენაზე. თვალყურს ადევნებს თავისი სახლეულის სვლას და სიზარმაცის პურს არ ჭამს. დგებიან მისი შვილები და ლოცავენ მას, ქმარიც აქებს და ეუბნება: მრავალი ასული მოქცეულა სანაქებოდ, მაგრამ შენ ყველას გადააჭარბე! მაცდურია მომხიბვლელობა და ამაოა სილამაზე, უფლის მოშიში ქალი კი განდიდებული იქნება! მიეცით საკუთარ ხელთა ნაყოფისაგან და საქმენი მისნი განადიდებენ მას კარიბჭეებთან”.


მსგავსი თემები:

ქორწინება       ცოლქმრობა      ცოლი       ქმრები