ღმერთი ცდის ადამიანებს ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 8:2
გახსოვდეს მთელი გზა, რომლითაც გატარა უდაბნოში უფალმა, შენმა ღმერთმა, ეს ორმოცი წელიწადი, რათა მოერჯულებინე და გამოეცადე, რომ შეეტყო, რა გაქვს გულში, დაიცავდი მის მცნებებს თუ არა.

ფსალმუნები 25:2
შემამოწმე უფალო და გამომცადე, ბრძმედში გამოატარე ჩემი გონება და გული.

ფსალმუნები 138:23
გამომიკვლიე უფალო და შეიცანი ჩემი გული; შემამოწმე და გაიგე ჩემი აზრები.

იერემია 17:10
მე, უფალი, გულთამხილავი ვარ და ზრახვათა გამომცნობელი, რათა თითოეულს მივაგო თავისი საქციელის მიხედვით, როგორც მისი მოქმედება იმსახურებს.

1 ნეშტთა 29:17
ვიცი, ჩემო ღმერთო, რომ ცდი ჩვენს გულებს და სიმართლით ხარობ. ჩემი გულის სიწრფელით და ნებით შემოგწირე ეს ყველაფერი და ახლა ვხედავ, რომ სიხარულით გიძღვნის შესაწირს შენი ხალხი.

ფსალმუნები 7:9
შეწყდეს უმართლოთა ბოროტება, მართალი კი განამტკიცე, რადგან შენ სცდი გულებსა და ზრახვებს, მართალო ღმერთო!

1 თესალონიკელთა 2:4
არამედ, როგორც ღვთისგან გამოვიცადეთ, რომ ჩვენთვის მოენდო სახარება, ისე ვლაპარაკობთ, და ვაამებთ არა ადამიანებს, არამედ ღმერთს, რომელიც სცდის ჩვენს გულებს.

იერემია 11:20
ცაბაოთ უფალო, მართალო მსაჯულო, გულთამხილავო, მომასწარი შენს შურისძიებას მათზე, რადგან ჩემი საქმე შენთვის მომინდვია.

ფსალმუნები 10:4
თავის წმიდა ტაძარშია უფალი და ზეცაშია ტახტი მისი; თავისი თვალით უმზერს ადამის შვილებს და ქუთუთოებით ამოწმებს.

ფსალმუნები 10:5
უფალი გამოსცდის მართალსა და ბოროტს, ძალადობის მოყვარული სძაგს მის სულს.

ეკლესიასტე 3:18
ვთქვი ჩემს გულში ადამის ძეებზე, რომ გამოცადა ისინი ღმერთმა, რათა ეჩვენებინა, რომ თავისთავად პირუტყვივით არიან ისინი.

ფსალმუნები 65:10
რადგან, გამოგვცადე ჩვენ ღმერთო, გადაგვადნე, როგორც ვერცხლს ადნობენ.

იგავნი 17:3
ბრძმედი ვერცხლისთვისაა, ღუმელი ოქროსთვის, გულებს კი უფალი გამოსცდის.

იობი 7:17-18
რა არის კაცი, ასე რომ განადიდებ და მისკენ მიგიპყრია გულისყური? ყოველ დილას რომ ინახულებ და სცდი ყოველ წამს?

ესაია 48:10
აჰა, მე გამოგადნე, მაგრამ არა ვერცხლივით; ტანჯვის ქურაში გამოგცადე.

იერემია 9:7
ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: „აჰა, გამოვადნობ მათ და გამოვცდი, აბა, ჩემს ცოდვილ ხალხს სხვაგვარად როგორღა მოვექცე?!

იობი 13:9
კარგი იქნება, თქვენც რომ გამოგიკვლიოთ; მასაც ისე მოატყუებთ, როგორც კაცი კაცს ატყუებს?

იერემია 12:3
მაგრამ მე მიცნობ, უფალო; მხედავ და გამოსცადე ჩემი გული; ცხვარივით გარეკე ისინი დასაკლავად და გამოაცალკევე განკითხვის დღისთვის.

იობი 23:10
თუმცა იცის მან ჩემი გზები, რომლითაც დავდივარ და როცა გამომცდის, ოქროსავით ხალასი გამოვალ.

ეზეკიელი 21:13
რადგან დადგა გამოცდის ჟამი, და რა იქნება, თუ კვერთხი, რომელსაც მსჯავრი გამოაქვს, აღარ იქნება!” – ამბობს უფალი ღმერთი.

ზაქარია 13:9
ცეცხლში გავატარებ ამ მესამედს და გავწმედ, როგორც ვერცხლი იწმიდება და გამოვცდი, როგორც ოქრო გამოიცდება; მოუხმობენ ჩემს სახელს და მე ვუპასუხებ მათ, ვიტყვი: ეს არის ჩემი ხალხი! იტყვიან: უფალია ჩემი ღმერთი.

1 კორინთელთა 3:13
თითოეულის საქმე გამომჟღავნდება. ვინაიდან დღე გამოაჩენს, რადგან ის ცეცხლით ცხადდება და თვითონ ცეცხლი გამოცდის თითოეული ადამიანის საქმეს.

იაკობის 1:3
რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას ქმნის;

იერემია 20:12
ცაბაოთ უფალო, რომელიც მართალს ცდი და რომელიც გონებასა და გულს ხედავ, მახილვინე შენი შურისგება მათზე, რადგან შენთვის მომინდია ჩემი საქმე.

Advertisements