ღმერთი დაგიცავს ბიბლიის მუხლები

იერემია 32:37
“აჰა, მე შევკრებ მათ ყოველი ქვეყნიდან, რომლებშიც ჩემი რისხვით, გულისწყრომითა და დიდი მრისხანებით გავაძევე ისინი, დავაბრუნებ ამ ადგილზე და უსაფრთხოდ დავასახლებ.

იერემია 33:16
იმ დღეებში გადარჩება იუდა და უსაფრთხოდ დასახლდება იერუსალიმი. ესაა სახელი, მას რომ უწოდებენ: უფალია ჩვენი სამართლიანობა!

იგავნი 1:33
ხოლო ვინც მომისმენს, მშვიდად იცხოვრებს და ბოროტების შიშის გარეშე მოისვენებს”.

ფსალმუნები 11:5
ჩაგრულთა დარბევისა და გაჭირვებულთა კვნესის გამო აღვდგები, ამბობს უფალი, მივცემ შველას, ვისაც სწყურია იგი.

ფსალმუნები 40:2
უფალი დაიცავს მას, აცოცხლებს და კურთხეული იქნება ქვეყანაზე; არ ჩააგდებს მისი მტრების ხელთ, მათი სურვილისამებრ.

იგავნი 3:26
რადგან უფალი იქნება შენი საყრდენი და ის დაიფარავს შენს ფეხს მახისგან.

2 თესალონიკელთა 3:3
მაგრამ სარწმუნოა უფალი, რომელიც განგამტკიცებთ და დაგიცავთ ბოროტისგან.

ეზეკიელი 34:27
ველის ხე თავის ნაყოფს მოისხამს და მიწა თავის მოსავალს გამოიღებს. უსაფრთხოდ იქნებიან თავიანთ მიწაზე და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როცა დავგლეჯ მათი უღლის საკვრელთ და გამოვიხსნი მათი დამმონებლების ხელიდან.

ეზეკიელი 34:28
მეტად აღარ იქნებიან ნადავლად ხალხებისთვის და საკბილოდ მიწის მხეცებისთვის, უსაფრთხოდ იცხოვრებენ და აღარავინ იქნება მათი შემშინებელი.

გამოსვლა 23:20
აჰა, ანგელოზს წაგიმძღვარებ, რათა დაგიფაროს გზაში და მიგიყვანოს იმ ადგილამდე, რომელიც მოვამზადე შენთვის.

ფსალმუნები 90:11
რადგან თავის ანგელოზებს უბრძანებს დაგიცვან ყველა შენს გზაზე.

ლუკას 4:10
რადგან დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს, რომ დაგიცვან,