ღმერთი გიპასუხებს ბიბლიის მუხლები

იერემია 33:3
„მომიხმე და გიპასუხებ, და გაუწყებ დიდსა და მიუწვდომელს, რაც არ იცი შენ”.

ფსალმუნები 16:6
მოგიხმობ, ღმერთო, რადგან მიპასუხებ; ყური მომაპყარ, მოისმინე სიტყვები ჩემი.

ოსია 2:21
იმ დღეს ვუპასუხებ! – ამბობს უფალი ღმერთი – ცებს ვუპასუხებ, ისინი კი მიწას უპასუხებენ.

ოსია 14:8
იტყვის ეფრემი: რაღა მესაქმება კერპებთან? მე ვუპასუხებ და ვიზრუნებ მასზე. ამწვანებული კვიპაროსი ვარ, ჩემში იპოვით ნაყოფს.

ფსალმუნები 19:1
უფალმა გიპასუხოს შენ გაჭირვების დღეს, დაგიფაროს შენ, იაკობის ღმერთის სახელმა.

ეზეკიელი 14:7
ვინაიდან ყოველი კაცი ისრაელის სახლიდან და ხიზანთაგან, რომელიც ისრაელში ხიზნობს და გამიუცხოვდება, კერპებს დაიდგამს გულში და ცოდვას დაბრკოლებად დაიდებს, მერე კი მივა წინასწარმეტყველთან შესაკითხად, მე, უფალი, ვუპასუხებ მას?!

ეზეკიელი 14:4
ამიტომ ელაპარაკე მათ და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი: თითოეული კაცი ისრაელის სახლიდან, რომელიც გულში დაიდგამს კერპებს და საკუთარ ცოდვას დაიდებს დაბრკოლებად, მერე კი მივა წინასწარმეტყველთან შესაკითხად, მე, უფალი, მისი კერპების სიმრავლის მიხედვით გავცემ პასუხს!

ფსალმუნები 35:17
მაგრამ შენ გენდობი უფალო და შენ მიპასუხებ უფალო, ღმერთო ჩემო.

ფსალმუნები 85:7
ჩემი გაჭირვების დღეს მოგიხმობ, რადგან მიპასუხებ.

ფსალმუნები 19:6
ახლა მივხვდი, რომ იხსნა უფალმა თავისი ცხებული, თავისი წმიდა ზეციდან უპასუხებს მას, თავისი მხსნელი მარჯვენის ძლიერებით.

ზაქარია 10:6
გავამაგრებ იუდას სახლს და ვიხსნი იოსების სახლს! მოვაქცევ მათ, რადგან შევიწყნარე ისინი და იქნებიან ისე, თითქოს არც მიმიტოვებია, რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი და შევისმენ მათ ხმას.

ზაქარია 13:9
ცეცხლში გავატარებ ამ მესამედს და გავწმედ, როგორც ვერცხლი იწმიდება და გამოვცდი, როგორც ოქრო გამოიცდება; მოუხმობენ ჩემს სახელს და მე ვუპასუხებ მათ, ვიტყვი: ეს არის ჩემი ხალხი! იტყვიან: უფალია ჩემი ღმერთი.

დაბადება 41:16
მიუგო იოსებმა ფარაონს: „მე რა ძალმიძს, ღმერთი უპასუხებს ფარაონს სამშვიდობოდ”.

ესაია 58:9
მაშინ მოუხმობ და გიპასუხებს უფალი, შეჰღაღადებ და იტყვის: „აქ ვარ!” თუ შენი წიაღიდან უღელს მოიცილებ, თითს აღარ გაიშვერ და ბოროტებას აღარ ილაპარაკებ;

3 მეფეთა 18:24
ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი, მეც ვახსენებ უფლის სახელს. ის ღმერთი, რომელიც ცეცხლით გვიპასუხებს, ნამდვილად ღმერთია!” მიუგო მთელმა ხალხმა: „კეთილი სიტყვაა!”

ესაია 30:19
რადგან, აღარ იტირებ და მოსთქვამ, ხალხო სიონისა, მცხოვრებო იერუსალიმში. შეგიწყალებს შენი ღაღადის ხმაზე; მოსმენისთანავე გიპასუხებს.

ესაია 65:24
და იქნება, სანამ მომიხმობენ – ვუპასუხებ, ჯერ კიდევ ლაპარაკში იქნებიან, რომ შევისმენ.

Advertisements