ღმერთი მეფობს საუკუნოდ ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 145:10
უფალი იმეფებს უკუნისამდე, შენი ღმერთი, სიონო, თაობიდან თაობაში! ადიდეთ უფალი!

ფსალმუნები 46:8
ერებზე მეფობს ღმერთი, თავის წმიდა ტახტზე ზის იგი

ფსალმუნები 92:1
უფალი მეფობს, სიდიადით შემოსილი; შეიმოსა უფალი და გარს შემოირტყა ძლიერება; დიახ, მტკიცედ დააფუძნა სამყარო და არ შეირყევა.

გამოსვლა 15:18
უფალი იმეფებს უკუნითი უკუნისამდე.“

ფსალმუნები 9:36
უფალი არის ხელმწიფე უკუნითი უკუნისამდე, განქარდებიან წარმართნი მისი ქვეყნიდან.

ფსალმუნები 9:7-12
უფალი კი საუკუნოდ მკვიდრობს. სამართლისთვის დააფუძნა თავისი ტახტი. სიმართლით განიკითხავს იგი ქვეყნიერებას და მიუკერძოებლად გაასამართლებს ხალხებს. უფალი იქნება ჩაგრულის თავშესაფარი და დასაყრდენი გაჭირვების დროს. შენ მოგენდობიან შენი სახელის მცნობელნი, ვინაიდან არ მიატოვებ შენს მაძიებელს, უფალო. უგალობეთ უფალს, სიონის მკვიდრთ, აუწყეთ ერებს მისი საქმენი. რადგან ის მოიკითხავს მათ სისხლს, ახსოვს ისინი, არ დავიწყებია ჩაგრულთა გოდება.

გოდება იერემიასი 5:19
შენ კი, საუკუნოდ ხარ, უფალო, შენი ტახტი თაობიდან თაობამდეა.

1 ტიმოთეს 6:16
ერთადერთი, ვისაც უკვდავება აქვს და მკვიდრობს მიუღწეველ სინათლეში, რომელიც არავის უხილავს ადამიანთაგან და არც ძალუძს მისი ხილვა; მას პატივი და საუკუნო ხელმწიფება, ამინ!

ფსალმუნები 144:13
შენი სამეფო მარადიული სამეფოა და შენი მმართველობა თაობიდან თაობებში ვრცელდება.

დანიელი 4:3
რარიგ დიადია მისი ნიშნები და რა ძლევამოსილია მისი სასწაულები! სამეფო მისი საუკუნო სამეფოა და უფლობა მისი – თაობიდან და თაობებზე.

გამოცხადება 11:15
მეშვიდე ანგელოზმა ჩაჰბერა და გაისმა ცაში დიდი ხმები, რომლებიც ამბობდნენ: „ქვეყნიერების სამეფო გახდა ჩვენი უფლისა და მისი ქრისტესი, და იმეფებს იგი უკუნითი უკუნისამდე.“

გამოცხადება 15:3
და გალობენ მოსეს, ღვთის მსახურის, საგალობელს და კრავის საგალობელს; ამბობენ: „დიდია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო! მართალია და ჭეშმარიტი შენი გზები, ხალხთა მეფეო!

ფსალმუნები 28:10
უფალი იჯდა წარღვნის დროს და დაჯდება უფალი ხელმწიფედ უკუნისამდე.

ფსალმუნები 91:8
შენ კი უფალო, ამაღლებული ხარ, სამარადისოდ!

დანიელი 4:34
იმ დღეების დასრულების შემდეგ მე, ნაბუქოდონოსორმა, თვალები აღვაპყარ ზეცას და გონება დამიბრუნდა. ვაკურთხე უზენაესი, ვაქე და პატივი მივაგე მარად ცოცხალს, ვისი ბატონობაც საუკუნოა და მეფობა – თაობიდან თაობებში.

დანიელი 6:26
ამიერიდან ვბრძანებ, რომ ჩემი სამეფოს ყველა სამთავროში თრთოდნენ და ეშინოდეთ დანიელის ღმერთისა, რადგან ის არის ცოცხალი და მარადმყოფელი ღმერთი; სამეფო მისი არ დაინგრევა და ხელმწიფება მისი უსასრულოა.

მიქა 4:7
ნატამალად მოვიტოვებ კოჭლებს და გაფანტულთ – ძლიერ ხალხად; და იმეფებს უფალი სიონის მთაზე ამიერიდან საუკუნოდ.

1 ტიმოთეს 1:17
ხოლო საუკუნეთა მეფეს, უხრწნელ, უხილავ, ერთადერთ ღმერთს – მას დიდება და პატივი უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

1 პეტრეს 5:11
დიდება და ძლიერება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ!