ღმერთი მოწყალეა ბიბლიის მუხლები

4 მეფეთა 13:23
შეიწყალა ისინი უფალმა და შეიბრალა; მოხედა მათ თავისი აღთქმის გამო, რომელიც აღუთქვა აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს და არ ინება მათი განადგურება და თავიდან მოშორება დღემდე.

ეზრა 9:8
ახლა მცირე ხნით გვაჩვენა თავისი წყალობა ჩვენმა ღმერთმა, რომ ეხსნა ნატამალი და დავფუძნებულიყავით ჩვენი ღმერთის წმიდა ადგილზე, რათა გაენათებინა ჩვენი თვალები და ცოტათი მაინც გამოვეცოცხლებინეთ ჩვენს მონობაში,

იოველი 2:13
გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი! მოუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს! ვინაიდან შემწყნარებელი და მწყალობელია იგი, სულგრძელი და დიდადმოწყალე და წუხს ბოროტებაზე.

იოველი 1:6
რადგან ხალხი შემოესია ჩემს ქვეყანას, ძლიერი და ურიცხვი. მისი კბილები ლომის კბილებია, ეშვები ძუ ლომისა აქვს.

იოველი 2:7
ფალავნებივით დარბიან; მებრძოლებივით ძვრებიან გალავნებზე; თითოეული თავის გზას მიჰყვება და არ ბრკოლდება.

იოველი 2:16
ხალხი შეკრიბეთ, კრებული განწმიდეთ, უხუცესნი მოიწვიეთ, ყრმანი და ძუძუმწოვარნი შეკრიბეთ, გამოვიდეს ნეფე თავისი საწოლი ოთახიდან და პატარძალი თავისი სამყოფელიდან.

იოველი 1:8
იტირე ძაძებშემოსილი ქალწულივით, თავისი სიქალწულის ნეფეს რომ დასტირის.

ტიტეს 2:11
ვინაიდან გამოჩნდა ღვთის მადლი, რომელიც ყველა ადამიანის მხსნელია,

იაკობის 4:6
თუმცა, უფრო მეტ მადლსაც იძლევა; ამიტომაც ამბობს: „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.“

იაკობის 4:10
დამდაბლდით უფლის წინაშე და ის აგამაღლებთ თქვენ.

იაკობის 5:10
ჩემო ძმებო, ტანჯვისა და სულგრძელობის მაგალითად გყავდეთ წინასწარმეტყველები, რომლებიც უფლის სახელით ლაპარაკობდნენ.

ფსალმუნები 144:8
მპატიებელი და შემბრალეა უფალი, სულგრძელი და დიდად მოწყალე.

ფსალმუნები 115:5
აღთქმებს შევუსრულებ უფალს, მთელი მისი ხალხის წინაშე.

ესაია 30:18
მაინც დაგელოდებათ უფალი, რათა შეგიწყალოთ; მაღლობზე იცდის, რომ შეგიბრალოთ, რადგან სამართლის ღმერთია უფალი, ნეტარია ყველა, ვინც მას მოელის.

Advertisements