ღმერთი ქრისტესთან ბიბლიის მუხლები

იოანეს 1:1
დასაწყისში იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.

იოანეს 1:2
ის იყო დასაწყისში ღმერთთან.

საქმეები 10:38
როგორ სცხო ღმერთმა სულიწმიდით და ძალით იესო ნაზარეველს, რომელიც დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ეშმაკისგან ყველა გატანჯულს, რადგან ღმერთი იყო მასთან.

იოანეს 16:32
აჰა, დგება ჟამი, და დადგა კიდეც, როცა ყველანი გაიფანტებით, თითოეული საკუთარ სახლში, და მარტო დამტოვებთ, მაგრამ მე არა ვარ მარტო, რადგან მამაა ჩემთან.

იოანეს 3:2
იგი ღამით მივიდა მასთან და უთხრა: „რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ ღვთისგან მოსული მოძღვარი ხარ, რადგან არავის ძალუძს ისეთი სასწაულების მოხდენა, როგორსაც შენ ახდენ, თუ მასთან ღმერთი არ არის“.

იოანეს 8:29
ვინც მე მომავლინა, ჩემთანაა, მარტო არ დამტოვა, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის სათნო”.

1 იოანეს 1:2
რადგან სიცოცხლე გამოჩნდა, და ჩვენ ვიხილეთ, ვმოწმობთ და გაუწყებთ თქვენ ამ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც მამასთან იყო და ჩვენ გამოგვეცხადა;