ღმერთი, როგორც სული ბიბლიის მუხლები

იოანეს 4:24
ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემლებიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს”.

ესაია 28:5-6
იმ დღეს, ცაბაოთ უფალი გახდება მშვენების გვირგვინი და დიდების ჯიღა თავისი ერის ნატამალისთვის. სამართლის სული – სამსჯავროში მსხდომთათვის და ძალა – კარიბჭიდან თავდამსხმელთა მომგერიებელთათვის.

1 მეფეთა 16:7
უთხრა უფალმა სამუელს: „ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე უარვყავი იგი. უფალი ისე არ ხედავს, როგორც კაცი; კაცი მხოლოდ გარეგნობას ხედავს, ხოლო უფალი გულს უყურებს”.

იობი 10:4-8
ნუთუ შენც ხორციელი თვალები გაქვს? ნუთუ შენც ადამიანივით იყურები? ნუთუ შენი დღეებიც მოკვდავის დღეებივითაა? ან კაცის დღეებივითაა შენი წლები? ჩემს ბრალს რომ ეძებ და ცოდვას იკვლევ, თუმცა იცი, რომ ბრალი არა მაქვს, და არავინაა შენი ხელიდან ჩემი გამომხსნელი. მთლიანად შენი ხელით ვარ გამოძერწილი და შექმნილი და შენვე მანადგურებ?!

ფსალმუნები 138:7
სად წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი?

ფსალმუნები 50:11
ნუ უკუმაგდებ შენგან და შენს წმიდა სულს ნუ წამართმევ.

ესაია 34:16
მოძებნეთ უფლის წიგნში და წაიკითხეთ: არცერთი მათგანი არ დააკლდება, მდედრს მამალი არ მოაკლდება, რადგან მისმა ბაგეებმა ბრძანეს და მისმა სულმა მოუყარა თავი.

2 კორინთელთა 3:17-18
უფალი სულია და სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა. ჩვენ კი ყველანი, რიდეახდილი სახის მსგავსად ვხედავთ უფლის დიდებას, ვუმზერთ რა სარკეში ამ ხატებას და გარდავისახებით დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისაგან.

2 ნეშტთა 2:6
განა შესწევს ვინმეს მისი სახლის აშენების ძალა, როცა ცანი და ზეცანი ვერ იტევენ მას? მე ვინღა ვარ, რომ მას სახლი ავუშენო, მხოლოდ იმისთვის, რომ მსხვერპლები აღვავლინო მის წინაშე?

საქმეები 7:48-50
მაგრამ უზენაესი ხელთქმნილ ტაძრებში კი არ არის დამკვიდრებული, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: ცა ტახტია ჩემი, დედამიწა – ჩემს ფეხთა სადგამი. როგორ სახლს ამიშენებთ მე, ან სად არის ჩემი მოსასვენებელი ადგილი? განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ეს ყოველივე?

1 ტიმოთეს 6:15-16
რასაც თავის დროზე წარმოაჩენს კურთხეული და ერთადერთი ხელმწიფე, მეფეთა მეფე და უფალთა უფალი, ერთადერთი, ვისაც უკვდავება აქვს და მკვიდრობს მიუღწეველ სინათლეში, რომელიც არავის უხილავს ადამიანთაგან და არც ძალუძს მისი ხილვა; მას პატივი და საუკუნო ხელმწიფება, ამინ!

გამოსვლა 20:33
თქვა: „ვერ შეძლებ ჩემი სახის ხილვას, რადგან არ ძალუძს ადამიანს მიხილოს და ცოცხალი დარჩეს”.

იოანეს 1:18
ღმერთი არასოდეს არავის უხილავს. მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, მან გაგვიცხადა.

კოლასელთა 1:15
ვინც არის უხილავი ღვთის ხატება, პირმშო ყოველი ქმნილებისა,

1 ტიმოთეს 1:17
ხოლო საუკუნეთა მეფეს, უხრწნელ, უხილავ, ერთადერთ ღმერთს – მას დიდება და პატივი უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

Advertisements