ღმერთი შეგინდობს ბიბლიის მუხლები

იერემია 31:34
და აღარ ასწავლის თითოეული თავის მოყვასს და თითოეული თავის ძმას – შეიცანი უფალიო! რადგან დიდიდან პატარამდე ყველა შემიცნობს, ამბობს უფალი, რადგან ვაპატიებ მათ ურჯულოებას და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს”.

ებრაელთა 8:12
ვინაიდან შევუნდობ მათ უმართლობას და ცოდვებს აღარ გავუხსენებ”.

იერემია 33:8
განვწმედ ყველა უმართლობისგან, რითაც შემცოდეს; მივუტევებ ყველა დანაშაულს, რითაც შემცოდეს და ამიჯანყდნენ;

იერემია 36:3
მოისმენს იუდას ხალხი ყველა იმ უბედურებაზე, რის ქმნასაც ვუპირებ მათ და იქნებ მობრუნდნენ თავიანთი ბოროტი გზიდან, რომ ვაპატიო ბოროტება და ცოდვა”.

იერემია 50:20
იმ დღეებში და იმ ჟამს, ამბობს უფალი, მოიძიებენ ისრაელის დანაშაულს და აღარ იქნება, იუდას ცოდვებს – და ვეღარ იპოვნიან, რადგან მე მივუტევებ, ვისაც მოვიტოვებ.

ესაია 33:24
და არ იტყვიან დამკვიდრებულნი ავად ვართო, რადგან ეპატია დანაშაული მასში მცხოვრებ ხალხს.

მეორე რჯული 21:8
მიუტევე, უფალო, შენს ხალხს, ისრაელს, რომელიც გამოისყიდე და ნუ დაადებ უდანაშაულო სისხლს შენს ხალხს, ისრაელს. და მიეტევებათ მათ ეს სისხლი.

საქმეები 8:22
მაშ, მოინანიე შენი უკეთურება და უფალს შეევედრე, იქნებ მოგიტევოს შენი გულის ზრახვა,

ეზეკიელი 16:63
რათა გაიხსენო და შეგრცხვეს, და პირს ვეღარ ხსნიდე სირცხვილით, როცა მოგიტევებ ყოველივეს, რაც ჩაიდინე” – ამბობს უფალი ღმერთი.

მათეს 6:14
ვინაიდან, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა.

მათეს 12:31
ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ.

მარკოზის 3:28
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ყველა ცოდვა მიეტევება კაცთა შვილებს, და გმობა, რამდენსაც უნდა გმობდნენ.

ლუკას 12:10
და ყველას, ვინც ძე კაცისას წინააღმდეგ იტყვის სიტყვას, მიეტევება, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევება.

რომაელთა 11:27
ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, როცა წარვხოცავ მათ ცოდვებს”.

ფსალმუნები 31:1
ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისი ცოდვებიც დაიფარა.

ლუკას 1:77
რათა მისცე მის ხალხს ხსნის ცოდნა, მათი ცოდვების მიტევების მეშვეობით,

ლუკას 24:47
და იქადაგება მისი სახელით მონანიება ცოდვათა მისატევებლად იერუსალიმიდან მოყოლებული ყველა ხალხში.

საქმეები 10:43
მასზე ამოწმებს ყველა წინასწარმეტყველი, რომ ყოველი მისი მორწმუნე მისი სახელით მიიღებს ცოდვათა მიტევებას.

საქმეები 13:38
ცნობილი იყოს თქვენთვის, კაცნო, ძმანო, რომ ცოდვების მიტევება მის მიერ გეუწყებათ.

საქმეები 26:18
მათი თვალების ასახელად, წყვდიადიდან სინათლისკენ და სატანის ძალაუფლებიდან ღმერთისკენ მოსაქცევად, რათა ჩემდამი რწმენით, მათაც მიიღონ ცოდვების მიტევება და ადგილი განწმედილთა შორის.

მათეს 12:32
ვინც სიტყვას იტყვის ძე კაცისას წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ თუ ვინმე სულიწმიდის წინააღმდეგ იტყვის, არ მიეტევება არც ამ საუკუნეში და არც მომავალში.

იერემია 5:15
აჰა, შორიდან მომყავს თქვენზე ხალხი, სახლო ისრაელისა! ამბობს უფალი. ძლიერი ხალხია, ძველი ხალხი, ხალხი, რომლის ენა არ იცი, ამიტომ მის ნალაპარაკებს ვერ გაიგებ.

იოანეს 20:23
ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ”.

რომაელთა 4:8
ნეტარია კაცი, ვისაც არ ჩაუთვლის ცოდვას უფალი.

იერემია 5:1
„მიმოიარეთ იერუსალიმის ქუჩები, დაზვერეთ, მოიძიეთ მის მოედნებზე, სამართლიან კაცს თუ იპოვით, ჭეშმარიტების მძებნელს. მაშინ შევიწყალებდი იერუსალიმს.

რიცხვნი 30:5
მაგრამ თუ დაუშლის მამამისი, როცა გაიგებს, მაშინ ყოველი მისი აღთქმა და აღკვეთა არ შესრულდეს და აპატიებს მას უფალი, რადგან დაუშალა მამამისმა.

რიცხვნი 30:8
ხოლო თუ დაუშლის ქმარი, როცა გაიგებს, მაშინ გააუქმოს აღთქმა ან წამოცდენილი სიტყვა, რომელიც მასზეა, რითაც რაიმე აღიკვეთა და აპატიებს უფალი.

რიცხვნი 30:12
ხოლო თუ გააუქმებს მათ ქმარი, როცა გაიგებს, მაშინ არ შესრულდება მისი ბაგეებით გამოთქმული აღთქმა და ფიცი; გააუქმა ისინი ქმარმა და აპატიებს უფალი.

Advertisements