ღმერთი შეწყალების გარეშე ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 7:2
ხელში ჩაგაგდებინებს უფალი, შენი ღმერთი, და შენც შემუსრავ მათ. ბოლომდე გაანადგურე ისინი, კავშირი არ შეკრა მათთან და მოწყალე ნუ იქნები მათ მიმართ.

იესო ნავეს ძე 11:20
რადგან უფალმა გაუქვავა გული, რათა ბრძოლაში შეხვედროდენ ისრაელს, რომ დაეხოცათ ისინი და არ ჰქონოდათ შეწყალება; ამოეჟლიტათ, როგორც უბრძანა მოსეს უფალმა.

ეზეკიელი 5:11
ცოცხალი ვარ! – ამბობს უფალი ღმერთი. იმის გამო, რომ ჩემი საწმიდარი შებილწე შენი ყოველი სისაძაგლით და შენი ყოველი სიბილწით, მეც დაგამცირებ; არ შეგიცოდებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ.

ეზეკიელი 7:9
არ შეგიცოდებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ, არამედ გაზღვევინებ შენი ქცევებისა და საძაგელი ჩვევების გამო. მაშინ გაიგებ, რომ მე, უფალი ვმუსრავ!

იერემია 16:5
რადგან ასე ამბობს უფალი: „მგლოვიარეთა სახლში ნუ შეხვალ, მათ დასატირებლად და მისასამძიმრებლად ნუ წახვალ, რადგან ჩემი მშვიდობა, წყალობა და სიბრალული წავართვი ამ ხალხს, ამბობს უფალი.

იაკობის 2:13
რადგან უმოწყალო სამსჯავრო – წყალობის არამქნელს. წყალობა აღემატება სამსჯავროს.

ეზეკიელი 24:14
მე, უფალმა, ვილაპარაკე, ახლოვდება ეს და მე აღვასრულებ, არ გავაუქმებ, არ დავინდობ და არ ვინანებ. შენი გზებისა და შენი საქმეების მიხედვით განგიკითხავ!” – ამბობს უფალი ღმერთი.

ოსია 2:4
არ შევიწყალებ მის შვილებს, ვინაიდან სიძვის შვილები არიან.

ოსია 13:14
გამოვისყიდი მათ, ქვესკნელის ხელიდან! სიკვდილისგან გამოვისყიდი! მე ვიქნები შენი წყლული სიკვდილო! მე ვიქნები შენი განადგურება ქვესკნელო! არ დაგინდობს ჩემი თვალი!

ზაქარია 1:12
შემდეგ თქვა უფლის ანგელოზმა: ცაბაოთ უფალო! როდემდე არ შეიბრალებ იერუსალიმს და იუდას ქალაქებს, რომლებზეც განრისხებული ხარ აგერ უკვე სამოცდაათი წელია?

ოსია 1:6
კვლავ დაორსულდა ქალი და შვა ასული. უთხრა მას უფალმა: „ლორუხამა დაარქვი სახელად, რადგან აღარ შევიბრალებ ისრაელის სახლს და აღარასოდეს მივუტევებ.

ზაქარია 11:6
ამიტომ მეც აღარ შევიბრალებ ამ ქვეყნის მკვიდრთ – ამბობს უფალი – აჰა, ყოველ კაცს თავისი თვისტომისა და თავისი მეფის ხელში ჩავაგდებ, აიკლებენ ქვეყანას და არ დავიხსნი მათი ხელიდან.

იერემია 13:14
ერთი-მეორეზე დავლეწავ მამებსა და ძეებს ერთიანად, ბრძანებს უფალი, არ დავინდობ, არ შევიბრალებ და არც მათ გაწყვეტას შევინანებ!”

ეზეკიელი 7:4
არ შეგიცოდებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ, აუცილებლად დაგსჯი შენი ქცევებისა და საძაგელი ჩვევების გამო. მაშინ გაიგებ, რომ მე ვარ უფალი!

ეზეკიელი 8:18
მეც გულისწყრომით მოვექცევი, არ შეიცოდებს თვალი ჩემი და არ შევიბრალებ; თუნდაც დიდი ხმით შემომღაღადონ ყურში, არ შევისმენ მათსას”.

ეზეკიელი 9:10
არ შეიბრალებს ჩემი თვალი და არ დავინდობ, მათ თავზევე მოვაქცევ მათ გზებს”.

იერემია 15:6
აკი მიმატოვე, ამბობს უფალი, ზურგი მაქციე. მეც გამოვიწვდენ შენზე ხელს და დაგღუპავ. დავიღალე შებრალებით.

ესაია 27:11
გახმება მისი რტოები და დაამტვრევენ. მოვლენ დედაკაცები და დასწვავენ, რადგან გონიერი ხალხი არ არიან ისინი. ამიტომაც არ შეიბრალებს შემოქმედი და გამჩენი არ შეიწყალებს.

Advertisements