ღმერთის ჩართულობა ადამიანის ცხოვრებაში ბიბლიის მუხლები

საქმეები 17:28
რადგან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ. როგორც ზოგიერთი თქვენი პოეტი ამბობდა, ჩვენ მისი მოდგმა ვართო!

1 ნეშტთა 29:12
სიმდიდრე და პატივი შენგან მოდის, შენ ბატონობ ყოველივეზე, შენს ხელშია ძალა და ძლიერება, შენს ხელშია ყველას განდიდება და გაძლიერება,

ფსალმუნები 8:3-4
როცა შენს ზეცას ვუმზერ – შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე, რა არის კაცი, რომ გახსოვს იგი ან – ადამიანის ძე, რომ ზრუნავ მასზე?

ფსალმუნები 74:6-7
რადგან არც აღმოსავლეთიდან, არც დასავლეთიდან და არც უდაბნოდან არაა ამაღლება. არამედ ღმერთია მსაჯული: ერთს დაამდაბლებს და მეორეს აამაღლებს.

ფსალმუნები 138:16
ჩემი ჩანასახი იხილეს შენმა თვალებმა და შენს წიგნში იყო ჩაწერილი ჩემი მომავალი დღეები, როცა ჯერ კიდევ არ იყო არც ერთი მათგანი.

ლუკას 1:52
ტახტებიდან გადმოყარა ძლიერნი და აამაღლა თავმდაბალნი;

იოანეს 1:4
მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე.

რიცხვნი 22:21-23
ადგა ბილყამი დილით, შეკაზმა თავისი ვირი და გაჰყვა მოაბელთა მთავრებს. აღინთო ღმერთის რისხვა, მისი წასვლის გამო და დადგა უფლის ანგელოზი მის დასაბრკოლებლად. ამხედრებული იყო იგი თავის ვირზე და ორი მსახური ახლდა თან. და დაინახა ვირმა გზაზე მდგარი უფლის ანგელოზი გაშიშვლებული მახვილით ხელში, გადაუხვია ვირმა გზიდან და წავიდა მინდორზე. ცემა დაუწყო ვირს ბილყამმა, რათა გზისკენ მოებრუნებინა.

1 მეფეთა 1:19-20
ადგნენ განთიადისას, თაყვანი სცეს უფალს, გამობრუნდნენ და სახლში, რამათს დაბრუნდნენ. შეიცნო ელკანამ ხანა, თავისი ცოლი, და გაიხსენა იგი უფალმა. დაორსულდა ხანა, ეყოლა ძე და დაარქვა სახელად სამუელი, რადგან უფლისგან გამოვითხოვეო იგი.

4 მეფეთა 5:14-15
ჩავიდა ღვთისკაცის სიტყვისამებრ, შვიდგზის ჩაყვინთა იორდანეში და ჩვილი ბავშვივით განუახლდა ხორცი და გასუფთავდა. დაბრუნდა ნაყამანი ღვთისკაცთან მთელი თავისი ამალით; მივიდა, დადგა მის წინაშე და თქვა: „აჰა, ახლა ვიცი, რომ მთელ დედამიწაზე მხოლოდ ისრაელშია ღმერთი; ახლა გთხოვ, მიიღე საჩუქარი შენი მსახურისგან”.

იონა 1:17
დიდი თევზი მოავლინა უფალმა, რომ გადაეყლაპა იონა. სამი დღე და სამი ღამე იყო იონა თევზის მუცელში.

საქმეები 9:3-6 გზად მიმავალს, დამასკოსთან ახლოს, მოულოდნელად ნათელი მოეფინა ზეციდან. მიწაზე დაცემულს, ხმა მოესმა, რომელიც ეუბნებოდა: „სავლე, სავლე, რად მდევნი მე?“ ჰკითხა: „ვინა ხარ, უფალო?“ მან მიუგო: „მე ვარ იესო, შენ რომ სდევნი. გაგიჭირდება დეზის წინააღმდეგ დარტყმა“. უთხრა შეძრწუნებულმა და გაოგნებულმა: „რას მიბრძანებ, უფალო, რომ გავაკეთო?“ უთხრა მას უფალმა: “ადექი და შედი ქალაქში; იქ გეტყვიან, რა უნდა გააკეთო“.

საქმეები 13:1-3 ანტიოქიის ეკლესიაში იყვნენ წინასწარმეტყველები და მოძღვრები: ბარნაბა და სიმონი, ნიგერი რომ ერქვა, ლუციუს კვირინელი და მანაინი – მეოთხედმთავარ ჰეროდეს ძუძუმტე, და სავლე. უფლის მსახურებასა და მარხვაში იყვნენ ისინი, რომ უთხრა მათ სულიწმიდამ: „გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმისთვის, რისთვისაც მოვუწოდე”. მარხვისა და ლოცვის შემდეგ ხელები დაასხეს მათ და გაუშვეს.

საქმეები 16:6-10
კი გაიარეს ფრიგია და გალატიის ქვეყანა, მაგრამ სულიწმიდამ აუკრძალა სიტყვის ქადაგება აზიაში. მივიდნენ მისიამდე და ბითვინიაში აპირებდნენ გამგზავრებას, მაგრამ არ გაუშვა ისინი იესოს სულმა. გასცდნენ მისიას და ტროაში ჩავიდნენ. და ჩვენება იხილა ღამით პავლემ: წარუდგა ვიღაც მაკედონელი კაცი, ევედრებოდა და ამბობდა, მოდი მაკედონიაში და დაგვეხმარეო; ამ ჩვენების შემდეგ მაშინვე გადავწყვიტეთ მაკედონიაში გამგზავრება; ვიფიქრეთ, რომ ღმერთი გვიხმობდა მათთვის სახარებლად.

Advertisements